საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 86. პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარე

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.პარლამენტის პლენარულ სხდომას წარმართავს პარლამენტის თავმჯდომარე ან მისი დავალებით − მისი ერთ-ერთი მოადგილე. პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია სხდომა სამართლიანად და მიუკერძოებლად წარმართოს.

2.პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარე: ა) აუწყებს პარლამენტს სხდომის გახსნასა და დამთავრებას; ბ) უძღვება საკითხების განხილვას; გ) უზრუნველყოფს ამ რეგლამენტის დაცვას; დ) სიტყვას აძლევს გამომსვლელს ამ რეგლამენტით დადგენილი წესით; ე) კენჭისყრაზე აყენებს საკითხს და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს; ვ) ხელს აწერს სხდომაზე მიღებულ საოქმო გადაწყვეტილებებს; ზ) ამ რეგლამენტის 229-ე მუხლის პირველი–მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სიტყვას ართმევს გამომსვლელს, გაფრთხილებას აძლევს, სხდომათა დარბაზს ატოვებინებს პარლამენტის წევრს ან მოწვეულ პირს; თ) ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევაში წყვეტს სხდომას, ცალკეულ შემთხვევებში აცხადებს შესვენებას; ი) კანონპროექტის/სხვა საკითხის განხილვისას საჭიროების შემთხვევაში კენჭისყრაზე აყენებს მისი განხილვის შეჩერებისა და მხარეთა მონაწილეობით საკონსულტაციო შეხვედრის გამართვის საკითხს; კ) კენჭისყრაზე დასაყენებელი ვარიანტების სიმრავლისას ან საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით აწყობს სარეიტინგო გამოკითხვას და ავტორებს სთავაზობს ნაკლებად რეალური წინადადებების მოხსნას; ლ) ახორციელებს ამ რეგლამენტით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3.პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა საკითხის განხილვაში. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილების გადაცემის შემდეგ თავისი მოვალეობის შესრულებას უბრუნდება გამოსვლის დამთავრებისთანავე.

4.პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარეს უფლება არა აქვს, კომენტარი გაუკეთოს პარლამენტის წევრის გამოსვლას ან მას ამ მიზნით სიტყვა შეაწყვეტინოს, შეაფასოს პარლამენტის წევრის გამოსვლა, უპასუხოს იმ შეკითხვას, რომელიც უშუალოდ მას არ დაუსვეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პარლამენტის წევრი არღვევს ამ რეგლამენტის მოთხოვნებს.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პარლამენტის პლენარულ სხდომას წარმართავს პარლამენტის თავმჯდომარე ან მისი დავალებით − მისი ერთ-ერთი მოადგილე. პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია სხდომა სამართლიანად და მიუკერძოებლად წარმართოს. 2. პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარე: ა) აუწყებს პარლამენტს სხდომის გახსნასა და დამთავრებას; ბ) უძღვება საკითხების განხილვას; გ) უზრუნველყოფს ამ რეგლამენტის დაცვას; დ) სიტყვას აძლევს გამომსვლელს ამ რეგლამენტით დადგენილი წესით; ე) კენჭისყრაზე აყენებს საკითხს და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს; ვ) ხელს აწერს სხდომაზე მიღებულ საოქმო გადაწყვეტილებებს; ზ) ამ რეგლამენტის 229-ე მუხლის პირველი–მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სიტყვას ართმევს გამომსვლელს, გაფრთხილებას აძლევს, სხდომათა დარბაზს ატოვებინებს პარლამენტის წევრს ან მოწვეულ პირს; თ) ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევაში წყვეტს სხდომას, ცალკეულ შემთხვევებში აცხადებს შესვენებას; ი) კანონპროექტის/სხვა საკითხის განხილვისას საჭიროების შემთხვევაში კენჭისყრაზე აყენებს მისი განხილვის შეჩერებისა და მხარეთა მონაწილეობით საკონსულტაციო შეხვედრის გამართვის საკითხს; კ) კენჭისყრაზე დასაყენებელი ვარიანტების სიმრავლისას ან საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით აწყობს სარეიტინგო გამოკითხვას და ავტორებს სთავაზობს ნაკლებად რეალური წინადადებების მოხსნას; ლ) ახორციელებს ამ რეგლამენტით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა საკითხის განხილვაში. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილების გადაცემის შემდეგ თავისი მოვალეობის შესრულებას უბრუნდება გამოსვლის დამთავრებისთანავე. 4. პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარეს უფლება არა აქვს, კომენტარი გაუკეთოს პარლამენტის წევრის გამოსვლას ან მას ამ მიზნით სიტყვა შეაწყვეტინოს, შეაფასოს პარლამენტის წევრის გამოსვლა, უპასუხოს იმ შეკითხვას, რომელიც უშუალოდ მას არ დაუსვეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პარლამენტის წევრი არღვევს ამ რეგლამენტის მოთხოვნებს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 25 ივნ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
40442361796767512922921842786
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს კონსტიტუცი…აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა