Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს პარლამენტის რეგლამენტიმუხლი 6

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 6. პარლამენტის დროებითი ხმის დამთვლელი კომისია და დროებითი სამანდატო კომისია. პარლამენტის წევრის ფიცი

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112

1.ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე, პარლამენტში არჩეულ პოლიტიკურ ძალებთან წინასწარი კონსულტაციების შედეგად, სხდომის თავმჯდომარის წარდგინებით, პროპორციულობის პრინციპის დაცვით, პარლამენტის წევრთაგან, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მეხუთედისა, აირჩევა: ა) პარლამენტის დროებითი ხმის დამთვლელი კომისია 11 წევრის შემადგენლობით, რომელიც თავის წევრთაგან, ხმათა უმრავლესობით ირჩევს თავმჯდომარესა და მდივანს. დროებითი ხმის დამთვლელი კომისია ხელმძღვანელობს ბიულეტენების მომზადებას, დარიგებასა და კენჭისყრის პროცესს, თვალყურს ადევნებს კენჭისყრას და ითვლის ხმებს ღია ან ფარული კენჭისყრის დროს. დროებითი ხმის დამთვლელი კომისია საქმიანობას წყვეტს ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე დამტკიცებული დღის წესრიგის ამოწურვისთანავე; ბ) პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია 17 წევრის შემადგენლობით, რომელიც თავის წევრთაგან, ხმათა უმრავლესობით ირჩევს თავმჯდომარესა და მდივანს.

2.პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას უფლებამოსილება უწყდება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დაკომპლექტებისთანავე.

3.ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარე პარლამენტს აცნობებს არჩევნების შედეგებს და პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას გადასცემს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისთვის საჭირო დოკუმენტაციას (საარჩევნო ოქმებს, მასალებს არჩევნების შედეგების, მათი ჩატარების სისწორისა და შემოსული საჩივრების თაობაზე, განცხადებებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენილი ფაქტებისა და პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის შესახებ).

4.პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია შეისწავლის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას და შედეგებს მოახსენებს პარლამენტს, რომელიც დადგენილებით ცნობს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილებას პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისიის მიერ წარმოდგენილი ერთიანი სიით.

5.პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე პარლამენტის დადგენილებაში არ შეიტანება იმ პირის გვარი, რომლის უფლებამოსილების ცნობის საკითხი საეჭვოდ მიიჩნია პარლამენტის დროებითმა სამანდატო კომისიამ. ამ შემთხვევაში პარლამენტის წევრად არჩეული პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხს შეისწავლის პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია ან საპროცედურო საკითხთა კომიტეტი, რომელიც ამზადებს შესაბამის დასკვნას. პარლამენტი აღნიშნულ დასკვნას განიხილავს უახლოეს პლენარულ სხდომაზე და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.

6.პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის პარლამენტს.

7.თუ იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო პარლამენტმა, პარლამენტის სრული შემადგენლობის ორ მესამედზე ნაკლებია, ახალარჩეული პარლამენტის პლენარული სხდომა წყდება. ახალარჩეული პარლამენტის მომდევნო პლენარულ სხდომას იწვევს ცესკოს თავმჯდომარე იმ დღიდან 10 დღის განმავლობაში, როდესაც შესაძლებელი გახდება პარლამენტის წინაშე პარლამენტის წევრად არჩეული იმდენი პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხის დასმა, რამდენიც საკმარისია პარლამენტის სრული შემადგენლობის ორ მესამედამდე შესავსებად. ამ პირთა უფლებამოსილების ცნობის საკითხი წესრიგდება ამ მუხლით დადგენილი წესით.

8.პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ პარლამენტის წევრები ქვეყნისადმი ერთგულების ფიცს დებენ. ფიცის ტექსტს კითხულობს ცესკოს თავმჯდომარე: „მე, სრულიად საქართველოს წარმომადგენელი და მისდამი ანგარიშვალდებული, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ კეთილსინდისიერად აღვასრულებ პარლამენტის წევრის უფლება-მოვალეობებს, ვიქნები კონსტიტუციური წყობილების, ქვეყნის დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და მთლიანობის, ხალხის ინტერესების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, საქართველოს ძლევამოსილების დაცვის სამსახურში.“. ფიცის ტექსტის წაკითხვის შემდეგ პარლამენტის წევრები წარმოთქვამენ „ვფიცავ“ და ხელს აწერენ ამ ტექსტს, რის შემდეგაც სრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

9.პარლამენტის წევრი, რომლის უფლებამოსილების ცნობაც გადაიდო ან რომელიც პარლამენტის წევრად არჩეულ იქნა გამოკლებული პარლამენტის წევრის ნაცვლად, ფიცის ტექსტს ხელმოწერით ადასტურებს მისი უფლებამოსილების ცნობისთანავე.

10.ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრებისთანავე პარლამენტის წევრები პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას წარუდგენენ სათანადო განცხადებასა და დოკუმენტაციას ფრაქციების შექმნისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა სიის შედგენის თაობაზე.

11.პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია ახალარჩეული პარლამენტის პლენარულ სხდომას აწვდის ინფორმაციას ფრაქციების შექმნის, აგრეთვე საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა სიისა და საპარლამენტო ოპოზიციის წევრთა სიის რეგისტრაციის შესახებ, თუ დროებითმა სამანდატო კომისიამ სხვა გადაწყვეტილება არ მიიღო.

12.ფრაქციების შექმნისთანავე პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია შეიმუშავებს კომიტეტებში ფრაქციათა, საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა და საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს და მათ ფრაქციებსა და უფრაქციო პარლამენტის წევრებს გადასცემს. საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებისა და უფრაქციო პარლამენტის წევრების მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებისა და უფრაქციო პარლამენტის წევრებისთვის განისაზღვროს პროპორციული წარმომადგენლობის საერთო კვოტები. პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია პარლამენტს უახლოეს პლენარულ სხდომაზე დასამტკიცებლად წარუდგენს კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს. ამ კვოტების შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს დადგენილებით.

წინა მუხლი 5შემდეგი მუხლი 7

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №9

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 9

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 32კომიტეტის ფორმირება და შემადგენლობა
  • 74დროებითი კომისიის თავმჯდომარისა და დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოადგილის არჩევა და უფლებამოსილების შეწყვეტა
  • 72დროებითი კომისიის შექმნა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 72უმაღლესი საბჭოს დროებითი ხმის დამთვლელი კომისია და დროებითი სამანდატო კომისია
  • 59დროებითი კომისიის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის არჩევა და უფლებამოსილების შეწყვეტა
  • 58დროებითი კომისიის თანამდებობის პირები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 49დროებითი კომისიის თავმჯდომარის არჩევა და უფლებამოსილების შეწყვეტა
  • 53დროებითი კომისიის სხდომა

საქართველოს კონსტიტუცია

  • 38პარლამენტის პირველი სხდომა და უფლებამოსილების შეწყვეტა
  • 42პარლამენტის საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიები
  • 40საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილეები

საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ

  • 5პარლამენტის წევრის ფიცი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3842405495372595893274726
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს პარლამენტი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026