1.დროებითი საგამოძიებო კომისიის თანამდებობის პირები არიან დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე და დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
2.დროებითი საგამოძიებო კომისიის თანამდებობის პირები თავიანთ უფლებამოსილებებს ახორციელებენ სამართლიანად და მიუკერძოებლად.
3.დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე:
ა) წარმოადგენს კომისიას პარლამენტში და მის გარეთ;
ბ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს;
გ) კოორდინაციას უწევს კომისიის წევრთა საქმიანობას;
დ) ხელს აწერს კომისიის აქტებს და მისი სხდომების ოქმებს;
ე) ახორციელებს ამ რეგლამენტითა და დროებითი საგამოძიებო კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4.დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე:
ა) კომისიის თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში დროებით ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას;
ბ) ასრულებს კომისიის თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს;
გ) ახორციელებს კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. დროებითი საგამოძიებო კომისიის თანამდებობის პირები არიან დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე და დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.2. დროებითი საგამოძიებო კომისიის თანამდებობის პირები თავიანთ უფლებამოსილებებს ახორციელებენ სამართლიანად და მიუკერძოებლად.3. დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე:ა) წარმოადგენს კომისიას პარლამენტში და მის გარეთ;ბ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს;გ) კოორდინაციას უწევს კომისიის წევრთა საქმიანობას;დ) ხელს აწერს კომისიის აქტებს და მისი სხდომების ოქმებს;ე) ახორციელებს ამ რეგლამენტითა და დროებითი საგამოძიებო კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.4. დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე:ა) კომისიის თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში დროებით ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას;ბ) ასრულებს კომისიის თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს;გ) ახორციელებს კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 63. დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარისა და დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის არჩევა და უფლებამოსილების შეწყვეტა 1. დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეს, დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს კომისიის წევრთაგან, კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს კომისია. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს კომისიის წევრთა ერთ მესამედზე მეტს. 3. თუ დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე უმრავლესობის წევრია, დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე არ შეიძლება იყოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ხოლო თუ დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე არ არის საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე უნდა იყოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი. 4. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის არჩევისას 1 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერ აირჩა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება. თუ 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, ამ ორ კანდიდატს შორის იმართებამეორე ტური. მეორე ტურში არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელმაც მეტი ხმა მიიღო. ხმების თანაბრად გაყოფისას არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება. 5. თუ ამ მუხლით დადგენილი წესით დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე ვერ აირჩა, იგი აირჩევა წილისყრით. 6. დროებით საგამოძიებო კომისიას კომისიის სიითი შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტის ინიციატივით უფლება აქვს, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ნებისმიერ დროს თანამდებობიდან გადააყენოს კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 7. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებას ცნობად იღებს დროებითი საგამოძიებო კომისია. [ 7. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ წერილობითი განცხადება წარედგინება დროებით საგამოძიებო კომისიას. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან)] 8. დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ამ მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილებებისა და ინფორმაციის შესახებ უნდა აცნობოს პარლამენტის ბიუროს. საქართველოს პარლამენტის 2026 წლის 10 ივნისის რეგლამენტი №1683 – ვებგვერდი, 12.06.2026წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №9 · ძალაშია 2 ივლ. 2026-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
1 მაი. 2026 – 1 ივლ. 2026ტექსტი უცნობია
1 აპრ. 2026 – 1 მაი. 2026ტექსტი უცნობია
2 მარ. 2026 – 1 აპრ. 2026ტექსტი უცნობია
26 დეკ. 2025 – 2 მარ. 2026ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს კონსტიტუცი…ენერგეტიკისა და წყალმო…საქართველოს საარჩევნო …
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა