გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ

მუხლი 20. საკუთრების ან გირავნობის უფლების მქონე მესამე პირი

რედაქცია №8კონსოლიდირებული · 28 მარ. 2007

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საგანი, რომელიც მესამე პირს ეკუთვნის არა მხოლოდ უზრუნველყოფის მიზნით, გაკოტრების მმართველმა უნდა დაუბრუნოს უფლებამოსილ პირს. თუ გაკოტრების მმართველი უარს იტყვის დაბრუნებაზე, უფლებამოსილ პირს შეუძლია აღძრას სარჩელი და მოითხოვოს ნივთის დაბრუნება ან თავის უფლების დადასტურება შესაბამისად გამოიყენება ამ კანონის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი.

2.საგანი, რომელიც მესამე პირს ეკუთვნის უზრუნველყოფის მიზნით, აგრეთვე საგანი, რომელიც გირავნობის უფლებით არის დატვირთული, შეიძლება გაყიდოს გაკოტრების მმართველმა. რეალიზაციის შედეგად მიღებული ამონაგებიდან, თუ იგი საკმარისი იქნება, დაკმაყოფიდება მესამე პირის, როგორც გაკოტრების კრედიტორს მიკუთვნებული მოთხოვნა არა უმეტეს 3/4-ის ოდენობით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; დანარჩენი თანხა შენატანის სახით გმოიყენება რეალიზაციისა და გაკოტრების წარმოების ხარჯების დასაფარავად (პროცესი შენატანი). თუ გაკოტრების მმართველი გაასაჩივრებს უფლების არსებობას, უფლებამოსილ პირს შეუძლია აღძრას სარჩელი მე-20 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად.

3.იმ ნივთის რეალიზაცია, რომლის მიმართაც პრეტენზია აქვს მესამე პირს, უნდა გადაიდოს საკუთრების ან გირავნობის უფლების არსებობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე. საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3233⁵281269580⁶152891010510010120
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…რეაბილიტაციისა და კრედ…ფინანსური გირავნობის, …სააღსრულებო წარმოებათა…დაზღვევის შესახებსაქართველოს სისხლის სა…