Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებმუხლი 9

ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ

მუხლი 9. ფინანსური გირავნობის აღსრულება

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 15 დეკ. 2023
თემები:უზრუნველყოფილი მოთხოვნების აღსრულებალიზინგის და სპეციალური აქტების აღსრულებაკომერციული უძრავი ქონებასამშენებლო ხელშეკრულებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.ფინანსური გირავნობის ამოქმედების შემთხვევაში, უზრუნველყოფის ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მოგირავნე უფლებამოსილია განახორციელოს ფინანსური გირავნობის საგნის რეალიზაცია შემდეგნაირად: ა) ფინანსური ინსტრუმენტებისა − მათი გაყიდვით ან საკუთრებაში მიღებით, უზრუნველყოფილი ფინანსური ვალდებულების დაფარვისთვის ან ურთიერთგაქვითვისთვის; ბ) ფულადი სახსრებისა − უზრუნველყოფილი ფინანსური ვალდებულების დაფარვისთვის ან ურთიერთგაქვითვისთვის; გ) საკრედიტო მოთხოვნებისა − მათი გაყიდვით ან საკუთრებაში მიღებით, უზრუნველყოფილი ფინანსური ვალდებულების დაფარვისთვის ან ურთიერთგაქვითვისთვის.

2.საკუთრებაში მიღება დასაშვებია, თუ დაკმაყოფილებულია ორივე შემდეგი პირობა: ა) მხარეები შეთანხმდნენ საკუთრებაში მიღებაზე უზრუნველყოფის ფინანსური გირავნობის ხელშეკრულებაში; ბ) მხარეები შეთანხმდნენ ფინანსური ინსტრუმენტებისა და საკრედიტო მოთხოვნების ფასის განსაზღვრაზე უზრუნველყოფის ფინანსური გირავნობის ხელშეკრულებაში.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური გირავნობის საგნის რეალიზაციისათვის აუცილებელი არ არის: ა) რეალიზაციის განხორციელების თაობაზე წინასწარი შეტყობინების გაგზავნა; ბ) რეალიზაციის პირობების სასამართლოს, ადმინისტრაციული ან მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს, ლიკვიდატორის, გაკოტრების მმართველის/რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის, დროებითი ადმინისტრატორის, სპეციალური მმართველის ან ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირების ფუნქციების მსგავსი ფუნქციების შემსრულებელი პირის მიერ დამტკიცება; გ) რეალიზაციის საჯარო აუქციონის ან ნებისმიერი წინასწარ განსაზღვრული ფორმით განხორციელება; დ) უზრუნველყოფილი ვალდებულების შესასრულებლად დამატებითი ვადის გასვლა.

4.ფინანსური გირავნობის ხელშეკრულება აღსრულდება მისი პირობების შესაბამისად, მიუხედავად მოგირავნის ან დამგირავებლის მიმართ რეჟიმის დაწყებისა ან გაგრძელებისა.

5.ეს მუხლი არ ახდენს გავლენას შესაბამის გამოსაყენებელ სამართლის ნორმებზე, რომლებიც მხარეს ავალდებულებს, ფინანსური გირავნობის საგნის რეალიზაცია ან მისი ფასის განსაზღვრა და უზრუნველყოფილი ფინანსური ვალდებულების გამოანგარიშება კომერციულად გონივრული გზით განახორციელოს.

6.ფინანსური გირავნობის მეშვეობით უზრუნველყოფილი ვალდებულებების სრულად დაფარვის შემდეგ დარჩენილი ფინანსური გირავნობის საგნის ან ფინანსური გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხიდან დარჩენილი ნამეტი თანხა (მისი არსებობის შემთხვევაში) დამგირავებელს უბრუნდება.

7.თუ ფინანსური გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა ფინანსური გირავნობის მეშვეობით უზრუნველყოფილი ვალდებულებების სრულად დაფარვისთვის საკმარისი არ არის, ნარჩენი ვალდებულების ნაწილში მოგირავნე სარგებლობს არაუზრუნველყოფილი კრედიტორისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებით. საქართველოს 2020 წლის 18 სექტემბრის კანონი №7174  – ვებგვერდი, 25.09.2020წ. მუხლი 10. ფინანსური გირავნობის საგნის გამოყენების უფლება უზრუნველყოფის ფინანსური გირავნობის ხელშეკრულებაში, ფინანსური გირავნობის საგნის გაზრდა, შემცირება და ჩანაცვლება 1. უზრუნველყოფის ფინანსური გირავნობის ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს მოგირავნის მიერ ფინანსური გირავნობის საგნის მხარეთა მიერ განსაზღვრული პირობების შესაბამისად გამოყენების უფლებას.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენებისას უნდა დაკმაყოფილდეს ერთ-ერთი შემდეგი პირობა: ა) მოგირავნე ვალდებულია ჩაანაცვლოს პირვანდელი ფინანსური გირავნობის საგანი ეკვივალენტური ფინანსური გირავნობის საგნით არაუგვიანეს უზრუნველყოფის ფინანსური გირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული უზრუნველყოფილი ფინანსური ვალდებულების შესრულების დღისა; ბ) მოგირავნეს შეუძლია უზრუნველყოფილი ფინანსური ვალდებულების შესრულების ვადის ბოლო დღეს განახორციელოს ეკვივალენტური ფინანსური გირავნობის საგნის გადაცემა ან, თუ ამას უზრუნველყოფის ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების პირობები ითვალისწინებს, გაქვითოს ეკვივალენტური ფინანსური გირავნობის საგნის ღირებულება უზრუნველყოფილი ფინანსური ვალდებულების მიმართ.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უზრუნველყოფილი ფინანსური ვალდებულების შესასრულებლად გადაცემული ეკვივალენტური ფინანსური გირავნობის საგანი მიიჩნევა იმ უზრუნველყოფის ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდებულად, რომლის საფუძველზედაც იქნა პირვანდელი ფინანსური გირავნობის საგანი მიწოდებული, და ის განიხილება, როგორც პირველადი ფინანსური გირავნობის საგანი, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

4.ამ მუხლის შესაბამისად მოგირავნის მიერ ფინანსური გირავნობის საგნის გამოყენება არ იწვევს მოგირავნის უფლების გაუქმებას ან სხვაგვარად შეწყვეტას ან ხელს არ უშლის მის აღსრულებას იმ უზრუნველყოფის ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების საგნის მიმართ, რომელიც ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესასრულებლად იქნა გადაცემული.

5.თუ გირავნობა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებამდე ამოქმედდა, აღნიშნული ვალდებულების მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საბოლოო ურთიერთგაქვითვა.

6.ამ მუხლის პირველი−მე-5 პუნქტები არ გამოიყენება, თუ ფინანსური გირავნობის საგანი საკრედიტო მოთხოვნებია.

7.ფინანსური გირავნობის ან უზრუნველყოფილი ფინანსური ვალდებულების ღირებულების ცვლილების შემთხვევაში ხორციელდება ფინანსური გირავნობის საგნის შესაბამისი გაზრდა ან შემცირება, თუ ეს ფინანსური გირავნობის ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული.

8.დამგირავებელმა ფინანსური გირავნობის საგანი შეიძლება ჩაანაცვლოს იმავე ღირებულების სხვა საგნით, პირვანდელი ფინანსური გირავნობის საგნის გამოთხოვის გზით, თუ ეს ფინანსური გირავნობის ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული.

9.დამგირავებლის უფლება, გაზარდოს, შეამციროს ან ჩაანაცვლოს ფინანსური გირავნობის საგანი, არ ზღუდავს მოგირავნის უფლებას, ფლობდეს ან/და აკონტროლებდეს ფინანსური გირავნობის საგანს ამ კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, თუ ეს ფინანსური გირავნობის ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული.

10.ფინანსური გირავნობის მეშვეობით უზრუნველყოფილი ვალდებულებების სრულად შესრულების შემდეგ ან ფინანსური გირავნობის ხელშეკრულებით განსაზღვრულ შემთხვევაში, თუ ამ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მოგირავნე ვალდებულია საკრედიტო მოთხოვნების გირავნობის შემთხვევაში დამგირავებელს დაუბრუნოს დაგირავებული საკრედიტო მოთხოვნები, ფულადი სახსრების გირავნობის შემთხვევაში − იმავე ოდენობის ფულადი სახსრები იმავე ვალუტით, ხოლო ფინანსური ინსტრუმენტების შემთხვევაში − ეკვივალენტური ფინანსური ინსტრუმენტები.

11.ფინანსური გირავნობის საგნის ამ მუხლის შესაბამისად გაზრდა, შემცირება ან ჩანაცვლება არ იწვევს ახალი ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების დადებას.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 აპრ. 2021· გამოქვეყნდა 25 სექ. 2020
წინა მუხლი 8შემდეგი მუხლი 11

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • გირავნობის მოწმობის საფუძველზე ქონების გადაცემა მოგირავნისთვის1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ლიზინგის საგნის დაბრუნების აღსრულება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • რეგისტრირებული გირავნობით დატვირთული მოთხოვნის აღსრულება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-12-15 · №4

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2020-09-25
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 8

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ

  • 8ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების ნამდვილობა
  • 11გადახდისუუნარობის კანონმდებლობის შესაბამისი ნორმების გამოყენების აკრძალვა
  • 7ფინანსური გირავნობის მხარეები, ფინანსური გირავნობის საგანი და სფერო

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 283გირავნობის საგნის რეალიზაცია
  • 276მოგირავნის დაკმაყოფილება
  • 279რამდენჯერმე დაგირავებული საგნის რეალიზაციის უფლება

დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ

  • 4დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების მიღება და გადაცემა

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 82³პირველი, მეორე და მესამე რიგის მოთხოვნები

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 238საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფა საგადასახადო ორგანოს მიერ
  • 239საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 105უზრუნველყოფილი კრედიტორების დაკმაყოფილების წესი

საჯარო რეესტრის შესახებ

  • 20საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
82³20283276279238239811710549
მითითებამნიშვნელობით ახლოსფინანსური გირავნობის, …საქართველოს სამოქალაქო…დემატერიალიზებული ფასი…სააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს საგადასახა…რეაბილიტაციისა და კრედ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 15 დეკ. 2023