გაკოტრების მმართველმა, სასამართლოს თანხმობით, არსებული სახსრებიდან პირველ რიგში და შემდეგი თანამიმდევრობით უნდა გადაიხადოს: ა) გაკოტრების საქმის განმხილველი სასამართლოს სპეციალური ნებართვით ვალაუვალი მოვალის ოჯახის წევრებისა და მის კმაყოფაზე მყოფი პირებისათვის გაკოტრების მასიდან გასაცემი მინიმალურად აუცილებელი შესანახი თანხა: ბ) ქონების მართვის, მათ შორის ხელშეკრულების დადების ან შესრულების, ან ვალაუვალი მოვალის მოთხოვნებისა და უფლებების განხორციელების, აგრეთვე გირავნობის უფლებების გამოყენების შედეგად წარმოქმნილი ხარჯები; გ) სასამართლო ხარჯები, გაკოტრების მმართველის გასამრჯელო, აგრეთვე კრედიტორთა კომიტეტის წევრთა გასამრჯელო, თუ ამას დაადგენს სასამართლო. საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41
გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ
მუხლი 19. გაკოტრების მასის მოთხოვნები
რედაქცია №8კონსოლიდირებული · 28 მარ. 2007
ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის
ძალის დაკარგვის თარიღი: .
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიგჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

