რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

მუხლი 105. უზრუნველყოფილი კრედიტორების დაკმაყოფილების წესი

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 2 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾100-დან

დავით ელისაბედაშვილიგიორგი საბანაშვილი

1.პირველი რიგის უზრუნველყოფილი კრედიტორი უფლებამოსილია გაკოტრების მმართველს მიმართოს უზრუნველყოფილი ქონების იპოთეკის/გირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გზით რეალიზაციის მოთხოვნით. გაკოტრების მმართველი უზრუნველყოფს აღნიშნული ქონების რეალიზაციას პირველი რიგის იპოთეკარის/მოგირავნის მოთხოვნის შესაბამისად, გარდა ამ კანონის 102-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2.თუ უზრუნველყოფის საგნად გამოყენებული ნივთის რეალიზაციის შემთხვევაში მისი რეალიზაციით ამონაგები თანხა პირველი რიგის კრედიტორის მოთხოვნას აღემატება, ნამეტი თანხით დაკმაყოფილდება ამავე ნივთზე რეგისტრირებული ყოველი მომდევნო რიგის უზრუნველყოფილი კრედიტორის მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით, ხოლო დარჩენილი თანხა გადახდისუუნარობის მასაში მიიმართება.

3.საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებით დატვირთული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში რეალიზაციით ამონაგები თანხით დაკმაყოფილება უზრუნველყოფის ღონისძიების (მათ შორის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების) რეგისტრაციის რიგითობის შესაბამისად განხორციელდება.

4.იმ უზრუნველყოფილი კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე, რომლის მოთხოვნაც ვერ დაკმაყოფილდა უზრუნველყოფის საგნის ამ მუხლის შესაბამისად რეალიზაციით ამონაგები თანხის არასაკმარისი ოდენობის გამო, მოთხოვნის დაუკმაყოფილებელი ნაწილი აისახება არაუზრუნველყოფილი მოთხოვნების რიგში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 301-ე მუხლის 1 1 ნაწილის შესაბამისად.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
82³30127628630823891025887100101121516105
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…რეაბილიტაციისა და კრედ…სააღსრულებო წარმოებათა…იპოთეკით დაცული ობლიგა…ფინანსური გირავნობის, …საქართველოს საგადასახა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა