Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებმუხლი 8

ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ

მუხლი 8. ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების ნამდვილობა

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 15 დეკ. 2023
თემები:უზრუნველყოფილი მოთხოვნების აღსრულებასამშენებლო ხელშეკრულებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.ეს კანონი ვრცელდება უზრუნველყოფის ფინანსური გირავნობის ხელშეკრულებაზე, თუ იგი დადებულია წერილობითი ფორმით (მათ შორის, ელექტრონული ფორმით ან სხვა სანდო საშუალებით) და მოგირავნეს ან მისი სახელით მოქმედ პირს შეუძლია ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ფლობდეს ან/და აკონტროლებდეს ფინანსური გირავნობის საგანს.

2.მოგირავნე ან მისი სახელით მოქმედი პირი ფლობს ან/და აკონტროლებს ფინანსური გირავნობის საგანს: ა) თუ ფინანსური გირავნობის საგანია წარმომდგენზე ფინანსური ინსტრუმენტი − მისი ფიზიკურ მფლობელობაში გადაცემით; ბ) თუ ფინანსური გირავნობის საგანია ჩანაწერის სახით არსებული ფინანსური ინსტრუმენტი − მისი მოგირავნის ანგარიშზე ან მოგირავნის სახელით მოქმედ ლიცენზირებულ ფინანსურ ინსტიტუტში/ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორში მოგირავნის ან მესამე პირის სახელზე გახსნილ ანგარიშზე ჩარიცხვით ან მოგირავნის ან ასეთი ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტის/ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ შესაბამისი ფორმით ფინანსურ ინსტრუმენტზე გირავნობის არსებობის აღრიცხვით; გ) თუ ფინანსური გირავნობის საგანია ანგარიშზე რიცხული ფულადი სახსრები − მათი მოგირავნის ან მისი სახელით მოქმედ ბანკში/მიკრობანკში მოგირავნის ან მესამე პირის სახელზე გახსნილ ანგარიშზე ჩარიცხვით; დ) თუ ფინანსური გირავნობის საგანია საკრედიტო მოთხოვნა − მოგირავნისთვის წერილობითი ან სხვა, თანაბარმნიშვნელოვანი ფორმით მოთხოვნების სიის წარდგენით და მათი საჯარო რეესტრში რეგისტრაციით.

3.საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოსცეს სამართლებრივი აქტი ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საკითხის მოსაწესრიგებლად.

4.ეს კანონი ვრცელდება საკუთრების გადაცემის ფინანსური გირავნობის ხელშეკრულებაზე, თუ იგი დადებულია წერილობითი ფორმით (მათ შორის, ელექტრონული ფორმით ან სხვა სანდო საშუალებით) და დამგირავებელი ფინანსური გირავნობის საგანზე საკუთრების უფლებას მოგირავნეს ან მისი სახელით მოქმედ პირს გადასცემს. საკუთრების გადაცემის ფინანსური გირავნობა წარმოიშობა მას შემდეგ, რაც მოგირავნეს ან მისი სახელით მოქმედ პირს გადაეცემა ფინანსური გირავნობის საგანზე საკუთრების უფლება და შეეძლება განკარგოს ფინანსური გირავნობის საგანი (მათ შორის, გაასხვისოს ან დააგირაოს ის), როგორც მესაკუთრემ.

5.ფინანსური გირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შემთხვევაში მოგირავნე ფინანსური გირავნობის საგანს დამგირავებელს უბრუნებს ან მოქმედებს ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების შესაბამისად.

6.ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, აღსრულებადობისათვის და მტკიცებულების სახით დასაშვებადობისათვის არ არის აუცილებელი მისი მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაცია (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან მის მიმართ ნებისმიერი სახის ფორმალური ქმედების განხორციელება, მათ შორის, სანოტარო მოქმედებების განხორციელება და ქართულ ენაზე თარგმნა.

7.დამგირავებელს უფლება არ აქვს, ამ კანონის შესაბამისად დაგირავებული ფინანსური გირავნობის საგანი გამოიყენოს სხვა ვალდებულებების უზრუნველსაყოფად (მათ შორის, გამოიყენოს იგი, როგორც უზრუნველყოფის აქტივი, „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად).

8.მოგირავნეს აქვს ფინანსური გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის სხვა უზრუნველყოფილ კრედიტორებთან შედარებით უპირატესი და უპირობო დაკმაყოფილების უფლება ამ კანონის შესაბამისად. საქართველოს 2022 წლის 29 ნოემბრის კანონი №2119 – ვებგვერდი, 16.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2608 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ეს კანონი ვრცელდება უზრუნველყოფის ფინანსური გირავნობის ხელშეკრულებაზე, თუ იგი დადებულია წერილობითი ფორმით (მათ შორის, ელექტრონული ფორმით ან სხვა სანდო საშუალებით) და მოგირავნეს ან მისი სახელით მოქმედ პირს შეუძლია ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ფლობდეს ან/და აკონტროლებდეს ფინანსური გირავნობის საგანს. 2. მოგირავნე ან მისი სახელით მოქმედი პირი ფლობს ან/და აკონტროლებს ფინანსური გირავნობის საგანს: ა) თუ ფინანსური გირავნობის საგანია წარმომდგენზე ფინანსური ინსტრუმენტი − მისი ფიზიკურ მფლობელობაში გადაცემით; ბ) თუ ფინანსური გირავნობის საგანია ჩანაწერის სახით არსებული ფინანსური ინსტრუმენტი − მისი მოგირავნის ანგარიშზე ან მოგირავნის სახელით მოქმედ ლიცენზირებულ ფინანსურ ინსტიტუტში/ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორში მოგირავნის ან მესამე პირის სახელზე გახსნილ ანგარიშზე ჩარიცხვით ან მოგირავნის ან ასეთი ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტის/ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ შესაბამისი ფორმით ფინანსურ ინსტრუმენტზე გირავნობის არსებობის აღრიცხვით; გ) თუ ფინანსური გირავნობის საგანია ანგარიშზე რიცხული ფულადი სახსრები − მათი მოგირავნის ან მისი სახელით მოქმედ ბანკში/მიკრობანკში მოგირავნის ან მესამე პირის სახელზე გახსნილ ანგარიშზე ჩარიცხვით; დ) თუ ფინანსური გირავნობის საგანია საკრედიტო მოთხოვნა − მოგირავნისთვის წერილობითი ან სხვა, თანაბარმნიშვნელოვანი ფორმით მოთხოვნების სიის წარდგენით და მათი საჯარო რეესტრში რეგისტრაციით. 3. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოსცეს სამართლებრივი აქტი ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საკითხის მოსაწესრიგებლად. 4. ეს კანონი ვრცელდება საკუთრების გადაცემის ფინანსური გირავნობის ხელშეკრულებაზე, თუ იგი დადებულია წერილობითი ფორმით (მათ შორის, ელექტრონული ფორმით ან სხვა სანდო საშუალებით) და დამგირავებელი ფინანსური გირავნობის საგანზე საკუთრების უფლებას მოგირავნეს ან მისი სახელით მოქმედ პირს გადასცემს. საკუთრების გადაცემის ფინანსური გირავნობა წარმოიშობა მას შემდეგ, რაც მოგირავნეს ან მისი სახელით მოქმედ პირს გადაეცემა ფინანსური გირავნობის საგანზე საკუთრების უფლება და შეეძლება განკარგოს ფინანსური გირავნობის საგანი (მათ შორის, გაასხვისოს ან დააგირაოს ის), როგორც მესაკუთრემ. 5. ფინანსური გირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შემთხვევაში მოგირავნე ფინანსური გირავნობის საგანს დამგირავებელს უბრუნებს ან მოქმედებს ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების შესაბამისად. 6. ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, აღსრულებადობისათვის და მტკიცებულების სახით დასაშვებადობისათვის არ არის აუცილებელი მისი მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაცია (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან მის მიმართ ნებისმიერი სახის ფორმალური ქმედების განხორციელება, მათ შორის, სანოტარო მოქმედებების განხორციელება და ქართულ ენაზე თარგმნა. 7. დამგირავებელს უფლება არ აქვს, ამ კანონის შესაბამისად დაგირავებული ფინანსური გირავნობის საგანი გამოიყენოს სხვა ვალდებულებების უზრუნველსაყოფად (მათ შორის, გამოიყენოს იგი, როგორც უზრუნველყოფის აქტივი, „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად). 8. მოგირავნეს აქვს ფინანსური გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის სხვა უზრუნველყოფილ კრედიტორებთან შედარებით უპირატესი და უპირობო დაკმაყოფილების უფლება ამ კანონის შესაბამისად. საქართველოს 2022 წლის 29 ნოემბრის კანონი №2119 – ვებგვერდი, 16.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2608 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 1 ივლ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 ივლ. 2023· გამოქვეყნდა 10 მარ. 2023
  2. 16 დეკ. 2022
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 7შემდეგი მუხლი 9

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • გირავნობის მოწმობის საფუძველზე ქონების გადაცემა მოგირავნისთვის1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • რეგისტრირებული გირავნობით დატვირთული მოთხოვნის აღსრულება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მექანიკოსის გირავნობასერვისის გვერდი
  • სამშენებლო გირავნობის დავები სერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 დეკ. 2023 · №4

  • 2 ცვლილება · ბოლო 10 მარ. 2023
  • ციტირებულია 3 მუხლი
  • 4 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

საჯარო რეესტრის შე… 16მუხლი 13მუხლი 9

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ

  • 9ფინანსური გირავნობის აღსრულება
  • 7ფინანსური გირავნობის მხარეები, ფინანსური გირავნობის საგანი და სფერო
  • 10ფინანსური გირავნობის საგნის გამოყენების უფლება უზრუნველყოფის ფინანსური გირავნობის ხელშეკრულებაში, ფინანსური გირავნობის საგნის გაზრდა, შემცირება და ჩანაცვლება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 276მოგირავნის დაკმაყოფილება
  • 258რეგისტრირებული გირავნობა
  • 283გირავნობის საგნის რეალიზაცია

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 83¹გირავნობის მოწმობის საფუძველზე მოგირავნისათვის მოძრავი ნივთის გადაცემა

დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ

  • 4დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების მიღება და გადაცემა
  • 14საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები

საჯარო რეესტრის შესახებ

  • 16მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებული უფლებები

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ

  • 29²საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრი

საზღვაო კოდექსი

  • 213

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
83¹1629²2132762582839137104148
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო რეესტრის შესახე…ფინანსური გირავნობის, …საქართველოს სამოქალაქო…სააღსრულებო წარმოებათა…დემატერიალიზებული ფასი…უძრავ ნივთებზე უფლებათ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 დეკ. 2023 · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა 23 ოქტ. 2026