გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ

მუხლი 22². კრედიტორთა კომიტეტი

რედაქცია №8კონსოლიდირებული · 28 მარ. 2007

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კრედიტორთა კრებას შეუძლია შექმნას კრედიტორთა კომიტეტი, რომელიც შედგება გაკოტრების კრედიტორებისა და სხვა კომპეტენტური პირებისაგან. კრედიტორთა კომიტეტის წევრთა რაოდენობას განსაზღვრავს კრედიტორთა კრება. საჭიროების შემთხვევაში გაკოტრების სასამართლოს შეუძლია კრედიტორთა კრების მიერ კომიტეტის წევრთა არჩევამდე შექმნას კრედიტორთა დროებითი კომიტეტი.

2.კრედიტორთა კომიტეტი ვალდებულია დაეხმაროს და კონტროლი გაუწიოს გაკოტრების მმართველს მისი საქმიანობის განხორციელებისას. იგი უფლებამოსილია გაკოტრების მმართველს მოსთხოვოს მოხსენებისა და საფინანსო ანგარიშის წარდგენა და უშუალოდ გააკონტროლოს იგი. კრედიტორთა კომიტეტის თანხმობას საჭიროებს გაკოტრების მმართველის იურიდიული ქმედებები, მათ შორის, კრედიტის მიღება, ვალდებულებების აღება, მიწის ნაკვეთების შეძენა ან გასხვისება, გაკოტრების მასისათვის სასამართლო პროცესების წარმართვა და სხვა ქმედებები, რომლებსაც დიდი გავლენა აქვთ სამართავი ქონების მდგომარეობაზე და რომლებიც გამოწვეულია საწარმოს საქმიანობის გაგრძელებით.

3.კრედიტორთა კომიტეტი გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა ხმების უბრალო უმრავლესობით.

4.კრედიტორთა კომიტეტის წევრის გასამრჯელოსა და ხარჯების ანაზღაურების საკითხს წყვეტს გაკოტრების სასამართლო. საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41 თავი მესამე საგაკოტრებო მორიგება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
71099¹82⁴16131476100133622²
მნიშვნელობით ახლოსრეაბილიტაციისა და კრედ…არასაბანკო სადეპოზიტო …კომერციული ბანკების სა…ფასიანი ქაღალდების ბაზ…სააღსრულებო წარმოებათა…მეწარმეთა შესახებ