გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ

მუხლი 23. სამომრიგებლო ინიციატივა და წინადადებები

რედაქცია №8კონსოლიდირებული · 28 მარ. 2007

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გაკოტრების საქმის წარმოება შეიძლება დასრულდეს საგაკოტრებო მორიგებით.

2.საგაკოტრებო მორიგების თაობაზე გაკოტრების საქმის განმხილველ სასამართლოში განცხადების შეტანის უფლება აქვს ვალაუვალ მოვალეს, გაკოტრების ყოველ კრედიტორს, კრედიტორთა კრებას ან კრედიტორთა კომიტეტს, ყოველ პარტნიორს ან კაპიტალის მფლობელს, აგრეთვე გაკოტრების მმართველს. სამომრიგებლო წინადადების შემუშავება ეკისრება გაკოტრების მმართველს, რაც არ უშლის სხვა ნებისმიერი განმცხადებლის მიერ განსხვავებული წინადადების წარდგენას. ამას გარდა, სასამართლოს შეუძლია თავადაც შეიმუშაოს წინადადება.

3.სამომრიგებლო წინადადებაში უნდა მიეთითოს, თუ როგორ უნდა დააკმაყოფილონ კრედიტორები, მოხდეს თუ არა მათი უზრუნველყოფა და რა სახით. ამასთან, უზრუნველყოფილი და პრივილეგირებული კრედიტორები უნდა დაკმაყოფილდნენ არანაკლებ ორი მესამედით მაინც. ერთი რიგის ყველა კრედიტორს მიენიჭება თანაბარი უფლებები.

4.სამომრიგებლო წინადადება შეიძლება ითვალისწინებდეს ვალაუვალი მოვალის საწარმოს საქმიანობის გაგრძელებას რეაბილიტაციის ან სხვა სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელებით, აგრეთვე მესამე პირისათვის საწარმოს გადაცემას მისი საქმიანობის შემდგომი გაგრძელების მიზნით. საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20791⁸185733⁴33⁵182238151061009923
მნიშვნელობით ახლოსრეაბილიტაციისა და კრედ…საქართველოს სამოქალაქო…დაზღვევის შესახებსაქართველოს საგადასახა…საჯარო და კერძო თანამშ…სააღსრულებო წარმოებათა…