1.გაკოტრების საქმის წარმოება შეიძლება დამთავრდეს გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების ან შეწყვეტის შემთხვევაში. სასამართლო გაკოტრების საქმის წარმოების დამთავრების შესახებ იღებს შესაბამის დადგენილებას.
2.გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება: ა) ამონაგების განაწილების და სასამართლოს მიერ გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიშისა და საბოლოო მოხსენების შემოწმების შემდეგ; ბ) საგაკოტრებო მორიგების დამტკიცების შესახებ დადგენილების ძალაში შესვლისთანავე.
3.ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დადგენილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
4.გაკოტრების საქმის წარმოება შეწყდება, თუ: ა) მოვალე გაკოტრების საქმის წარმოებისას მოითხოვს მის შეწყვეტას და ამას ყველა კრედიტორი დაეთანხმება; ბ) გაკოტრების საქმის წარმოებისას აღმოიფხვრება გაკოტრების საფუძველი; გ) გაკოტრების საქმის წარმოებისას აღმოჩნდება, რომ ვერ დაიფარება გაკოტრების საქმის წარმოების ხარჯები.
5.დადგენილება გაკოტრების საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ უნდა გამოქვეყნდეს ამ კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად.
6.გაკოტრების საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დადგენილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება, თუ გაკოტრების საქმის წარმოება შეწყდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41 თავი მეხუთე სხვა ზოგადი წესები

