რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

მუხლი 107. გაკოტრების საქმის წარმოების კონვერსია

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.გაკოტრების მმართველი უფლებამოსილია სასამართლოში შეიტანოს განცხადება რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის მოთხოვნით.

2.რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის მოთხოვნის შესახებ გაკოტრების მმართველის განცხადებასთან ერთად, ამ კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, აგრეთვე წარდგენილი უნდა იქნეს: ა) განცხადების შეტანის თარიღის მდგომარეობით გაკოტრების რეჟიმის შესახებ დეტალური ინფორმაცია, გაკოტრების მმართველის დანიშვნის თარიღი, მისი საიდენტიფიკაციო მონაცემები და საკონტაქტო ინფორმაცია; ბ) ინფორმაცია იმ მიზეზების შესახებ, რომელთა გამოც მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის მოთხოვნით განცხადების შეტანა; გ) ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც, გაკოტრების მმართველის აზრით, სასამართლოს გაკოტრების საქმის წარმოების კონვერსიის საკითხის გადაწყვეტაში ხელს შეუწყობს.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო ხელმძღვანელობს რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის მოთხოვნით სასამართლოში შეტანილი განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნისთვის ამ კანონით დადგენილი პროცედურებით, მათ შორის, წყვეტს მორატორიუმთან დაკავშირებულ საკითხებს. თავი XI სპეციალური რეჟიმის სტატუსის მქონე მოვალე

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
207207¹33⁴33⁵33⁷351⁴351²351⁶444956263107
მითითებამნიშვნელობით ახლოსრეაბილიტაციისა და კრედ…დაზღვევის შესახებსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…ფინანსური გირავნობის, …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა