1.გაკოტრების მმართველის გასამრჯელო გამოითვლება გაკოტრების მასის იმ ღირებულებიდან, რომელიც მოცემულია სასამართლოს მიერ დამტკიცებულ საბოლოო ანგარიშში. გასამრჯელოს ოდენობა განისაზღვრება შესაბამისი კანონით დადგენილი პროპორციით. კრედიტორთა კრების გადაწყვეტილებით გაკოტრების მმართველს შეიძლება მიეცეს დამატებითი გასამრჯელო მისი საქმიანობის შედეგების გათვალისწინებით.
2.გაკოტრების მმართველს უფლება აქვს მოითხოვოს მის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება. გაკოტრების სასამართლო განსაზღვრავს ასანაზღაურებელი ხარჯების ოდენობას. საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41 თავი მეექვსე გაკოტრების საქმის განსაკუთრებული წარმოება

