გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ

მუხლი 34. უცხოეთში განხილული გაკოტრების საქმის

რედაქცია №8კონსოლიდირებული · 28 მარ. 2007

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

წარმოების ცნობა და საქართველოში გაკოტრების საქმის პარტიკულარული წარმოება 1. უცხოეთში განხილული გაკოტრების საქმე ან საგაკოტრებო მორიგების წარმოება, მიუხედავად საერთაშორისო ხელშეკრულების არსებობისა, ცნობილ უნდა იქნეს მთელი თავისი შედეგებით საქართველოში არსებულ უძრავ ქონებასა და კრედიტორებთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც: ა) სასამართლო, რომელმაც უცხოეთში გაკოტრების საქმე განიხილა, არ არის კომპეტენტური საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით; ბ) უცხოეთში გაკოტრების საქმის წარმოება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობის არსებით პრინციპებს, კერძოდ კი – ძირითად უფლებებს.

2.თუ ვალაუვალი მოვალე, რომლის ქონებაზეც უცხოეთში გახსნილია 34-ე მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული წარმოება, უძღვება საქართველოში ფილიალს, რომელიც თვითონ დებს გარიგებებს ან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელ ობიექტს, მაშინ უცხოეთში გაკოტრების საქმის წარმოების ცნობა არ გამორიცხავს იმას, რომ საქართველოშიც გაიხსნას გაკოტრების საქმის განცალკევებული წარმოება, რომელიც მოიცავს ვალაუვალი მოვალის მხოლოდ ქვეყნის შიგნით არსებულ  ქონებას და მასში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ კრედიტორებს, რომელთა მოთხოვნებიც წარმოიშვა უშუალოდ ფილიალის ან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელი ობიექტის საქმიანობიდან (გაკოტრების საქმის პარტიკულარული წარმოება).

3.გაკოტრების საქმის გახსნის შესახებ განცხადების შეტანის უფლება ვალაუვალი მოვალის ნაცვლად, აქვს პირადად გაკოტრების მმართველს, რომელიც დანიშნულია უცხოეთში გაკოტრების საქმის წარმოებაში. კრედიტორს შეუძლია შეიტანოს განცხადება, თუ იგი ამ კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტში დასახელებული პირია და თუ დაასაბუთებს თავის ინტერესს გაკოტრების პარტიკულარული წარმოებისადმი. გაკოტრების საქმის წარმოების საფუძვლის დასაბუთება ან შემოწმება საჭირო არ არის.

4.უცხოეთში გაკოტრების საქმის წარმოებაში მონაწილე კრედიტორებს საზღვარგარეთ ამ საქმის წარმოების დროს თავისი მოთხოვნების დაუკმაყოფილებელი ნაწილის გამო მხოლოდ მაშინ შეუძლიათ მონაწილეობა საქართველოში გაკოტრების საქმის პარტიკულარულ წარმოებაში, თუ ისინი დაასაბუთებენ თავიანთი განსაკუთრებული ინტერესის არსებობას.

5.გაკოტრების საქმის პარტიკალური წარმოებისათვის უნდა დაინიშნოს გაკოტრების ადგილობრივი მმართველი. მას მჭიდრო საქმიანი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს გაკოტრების მმართველთან, რომელიც დანიშნულია უცხოეთში გაკოტრების საქმის წარმოებაში. გაკოტრების უცხოელი მმართველი გაკოტრების საქმის პარტიკალურ წარმოებაში მონაწილეობს, როგორც უცხოეთში საქმის წარმოების ინტერესების წარმომადგენელი და, როგორც ასეთს, შეუძლია შეიტანოს საქმისათვის სასარგებლო ნებისმიერი განცხადება, განსაკუთრებით კი - სამომრიგებლო წინადადებები.

6.დარჩენილი ქონება უბრუნდება გაკოტრების უცხოელ მმართველს. საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
33⁵33⁴191756⁵5616014815811711610634
მნიშვნელობით ახლოსრეაბილიტაციისა და კრედ…დაზღვევის შესახებსაერთაშორისო კერძო სამ…საქართველოს საბაჟო კოდ…სისხლის სამართლის სფერ…