გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ

მუხლი 35. გაკოტრების საქმის წარმოება სამკვიდროს ქონებაზე

რედაქცია №8კონსოლიდირებული · 28 მარ. 2007

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამკვიდროს ქონებაზე შეიძლება მამკვიდრებლის კრედიტორის (სამკვიდროს კრედიტორის) სასარგებლოდ ისე განხორციელდეს გაკოტრების საქმის დამოუკიდებელი წარმოება, თითქოს მამკვიდრებელი ცოცხალი ყოფილიყოს. განცხადების შეტანის უფლება აქვს აგრეთვე მემკვიდრეს ან ანდერძის აღმსრულებელს.

2.თუ გაკოტრების საქმის წარმოება გახსნილია მემკვიდრის ქონებაზე, სამკვიდროს კრედიტორებს შეუძლიათ წარადგინონ თავიანთი მოთხოვნები მხოლოდ იმ ნარჩენ თანხასთან დაკავშირებით, რომელიც მათ ვერ მიიღეს სამკვიდროს ქონებაზე გაკოტრების საქმის წარმოებისას.

3.ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული წესები აგრეთვე შესაბამისად გამოიყენება მეუღლეთა საერთო ქონებაზე გახსნილი გაკოტრების საქმის წარმოებისას, როდესაც ერთ-ერთი მეუღლე ცოცხალი არ არის. საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
33⁵33⁴133414211426877885106100998635
მნიშვნელობით ახლოსდაზღვევის შესახებრეაბილიტაციისა და კრედ…სანოტარო მოქმედებათა შ…საქართველოს სამოქალაქო…მეწარმეთა შესახებ