Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაერთაშორისო დაცვის შესახებმუხლი 26

საერთაშორისო დაცვის შესახებ

მუხლი 26. საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა იმ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ, რომლის მიმართაც მიმდინარეობს საქართველოდან გაძევების ან საექსტრადიციო პროცედურა

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:124567891011121314

1.საქართველოდან გაძევების ან საექსტრადიციო პროცედურის დაწყებისთანავე სამინისტროს, აგრეთვე საქართველოს პროკურატურის ან პროკურორის დავალებით უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის დამკავებელი ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, დაუყოვნებლივ აწვდის ინფორმაციას საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის უფლებისა და ამ უფლების რეალიზების ვადის შესახებ. უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდება დასტურდება უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ შედგენილი წერილობითი დოკუმენტით.

2.უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლის მიმართაც მიმდინარეობს საქართველოდან გაძევების ან საექსტრადიციო პროცედურა, უფლება აქვს, მოითხოვოს საერთაშორისო დაცვა თავის მშობლიურ ენაზე ან მისთვის გასაგებ სხვა ენაზე, პირადად ან შესაბამისი მინდობილობის მქონე ადვოკატის მეშვეობით, სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში ან პენიტენციურ დაწესებულებაში. [ 2. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლის მიმართაც მიმდინარეობს საქართველოდან გაძევების ან საექსტრადიციო პროცედურა, უფლება აქვს, მოითხოვოს საერთაშორისო დაცვა თავის მშობლიურ ენაზე ან მისთვის გასაგებ სხვა ენაზე, პირადად ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული შესაბამისი მინდობილობის/რწმუნებულების მქონე ადვოკატის (შემდგომ − შესაბამისი მინდობილობის მქონე ადვოკატი) მეშვეობით, სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში ან პენიტენციურ დაწესებულებაში. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] 3. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლის მიმართაც მიმდინარეობს საქართველოდან გაძევების ან საექსტრადიციო პროცედურა, უფლება აქვს, საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სახელმწიფო უწყებებს ამავე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით ინფორმაციის მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ აღნიშნული ვადის არასაპატიო მიზეზით დარღვევის შემთხვევაში სამინისტრო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ.

4.უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ, აგრეთვე მის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების ამ კანონით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში არ ფერხდება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევება ან საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ მისი ექსტრადიციის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და ამ გადაწყვეტილების აღსრულება.

5.საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადა შეიძლება აღდგეს არაუმეტეს საპატიო მიზეზის არსებობის ვადისა. უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა საპატიო მიზეზთან დაკავშირებული გარემოების აღმოფხვრისთანავე, დაუყოვნებლივ (პირველივე შესაძლებლობისთანავე) უნდა მოითხოვოს საერთაშორისო დაცვა. საპატიო მიზეზის არსებობის მტკიცების ტვირთი ეკისრება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს.

6.თუ საერთაშორისო დაცვა მოითხოვა იმ უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა, რომლის მიმართაც მიმდინარეობს საქართველოდან გაძევების პროცედურა და რომელიც არ არის მოთავსებული პენიტენციურ დაწესებულებაში ან სამინისტროს დროებითი განთავსების ცენტრში, სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირი უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ამისამართებს სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის შესაბამის დანაყოფში და წერილობით, მისთვის გასაგებ ენაზე აწვდის ინფორმაციას 5 სამუშაო დღის ვადაში აღნიშნულ დანაყოფში გამოცხადების, მობილური ტელეფონის ნომრის, ელექტრონული ფოსტის მისამართისა და საცხოვრებელი ადგილის მისამართის (მისი არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებისა და ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი ხელს აწერს ამ ინფორმაციას.

7.უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოთხოვნის შემთხვევაში პენიტენციური დაწესებულების უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია იმ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის შესახებ, რომელმაც საერთაშორისო დაცვა მოითხოვა, და არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა უნდა გაუგზავნოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადება.

8.თუ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ექსტრადიციას ითხოვს უსაფრთხო მესამე ქვეყანა, სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას ამ კანონის 31-ე მუხლის შესაბამისად საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაუშვებლად ცნობის შესახებ. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, მათ შორის, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების ამ კანონით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში, იგი თავშესაფრის მაძიებლად არ მიიჩნევა, არ ფერხდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ მისი ექსტრადიციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და ამ გადაწყვეტილების აღსრულება.

9.ამ მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი არ სარგებლობს ამ კანონის 66-ე მუხლით დადგენილი უფლებებით, მათ შორის, იმავე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასამართლო დავის წარმოებისას უფასო იურიდიული დახმარების უფლებითა და სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების უფლებით.

10.უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში სამინისტროში გამოუცხადებლობის ან/და მის მიერ სავალდებულო საკონტაქტო ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში თავშესაფრის პროცედურა შეწყდება.

11.უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის სამინისტროს სისტემის შესაბამის დაწესებულებაში მოთხოვნის შემთხვევაში სამინისტროს სათანადო დანაყოფებს შორის ინფორმაციის გაცვლის წესი დგინდება მინისტრის ბრძანებით.

12.უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვის დაწყების შემდეგ, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემთხვევაში გაძევების საკითხის განხილვა და თავშესაფრის პროცედურა მიმდინარეობს ერთდროულად, ერთი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში. ამ პუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო დაცვაზე განცხადებისა და გაძევების საკითხის განხილვის პროცედურა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

13.ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხოელის საქართველოდან გაძევების ან მის გაძევებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება და საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან/მინიჭებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიიღება ერთი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

14.ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან/მინიჭებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ცალკე არ საჩივრდება. ეს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს უცხოელის საქართველოდან გაძევების ან მის გაძევებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებასთან ერთად, მისი ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 21 122 და 21 126 მუხლებით დადგენილი წესებით. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1804  – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 1 სექ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 სექ. 2026 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 სექ. 2026· გამოქვეყნდა 29 ივნ. 2026
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 25შემდეგი მუხლი 27

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №2

  • 1 ცვლილება · ბოლო 29 ივნ. 2026

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 25საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა
  • 27საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა იმ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულის ან მსჯავრდებულის მიერ, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება
  • 33საერთაშორისო დაცვაზე განცხადების საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე განხილვის წესი

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 24საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა სამინისტროში, საქართველოს პროკურატურაში ან პენიტენციურ დაწესებულებაში
  • 23საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა
  • 54საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 52¹საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების წესი
  • 66¹იმ უცხოელის დაკავება და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება, რომელიც მისი საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას ან/და მისი საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მოით

პენიტენციური კოდექსი

  • 41¹უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულისთვის ან მსჯავრდებულისთვის ინფორმაციის მიწოდება

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹¹⁴სასამართლოსთვის მიმართვა
  • 21¹¹⁷საზღვრის პროცედურის ფარგლებში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტის წესი

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 34ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილება და მისი გასაჩივრების წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹¹⁴21¹¹⁷3452¹66¹24235441¹25273326
მნიშვნელობით ახლოსსაერთაშორისო დაცვის შე…საერთაშორისო დაცვის შე…უცხოელთა და მოქალაქეობ…პენიტენციური კოდექსისაქართველოს ადმინისტრა…სისხლის სამართლის სფერ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026