Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაერთაშორისო დაცვის შესახებმუხლი 27

საერთაშორისო დაცვის შესახებ

მუხლი 27. საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა იმ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულის ან მსჯავრდებულის მიერ, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.უცხოელ ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულს ან მსჯავრდებულს (გარდა განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, აგრეთვე ოჯახური დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირისა) პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებისთანავე, არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა, პენიტენციური დაწესებულების უფლებამოსილი თანამდებობის პირი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, წერილობით, მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, აწვდის ინფორმაციას: ა) სასჯელის მოხდის შემდეგ ან სასჯელის მოხდისგან ნებისმიერი სხვა საფუძვლით გათავისუფლების შემდეგ საქართველოდან მისი შესაძლო გაძევების შესახებ; ბ) საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის უფლებისა და ამ უფლების რეალიზების ვადის შესახებ; გ) სამინისტროს მიერ საერთაშორისო დაცვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემთხვევაში 5 სამუშაო დღის ვადაში სამინისტროში გამოცხადების, მობილური ტელეფონის ნომრის, ელექტრონული ფოსტის მისამართისა და საცხოვრებელი ადგილის მისამართის (მისი არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებისა და ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებული ან მსჯავრდებული ხელმოწერით ადასტურებს. ამ ოქმის დედანი 3 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს, ხოლო მისი ასლი გადაეცემა უცხოელ ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულს ან მსჯავრდებულს.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უცხოელ ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულს ან მსჯავრდებულს, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება, უფლება აქვს, საერთაშორისო დაცვა მოითხოვოს პენიტენციურ დაწესებულებაში, თავის მშობლიურ ენაზე ან მისთვის გასაგებ სხვა ენაზე, ხოლო შესაბამისი მინდობილობის მქონე ადვოკატის მეშვეობით − აგრეთვე სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით ინფორმაციის მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულის ან მსჯავრდებულის მიერ აღნიშნული ვადის არასაპატიო მიზეზით დარღვევის შემთხვევაში სამინისტრო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულისთვის ან მსჯავრდებულისთვის ჩაბარების შემდეგ, აგრეთვე მის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების ამ კანონით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში არ ფერხდება უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულის ან მსჯავრდებულის საქართველოდან გაძევება ან საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ მისი ექსტრადიციის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და ამ გადაწყვეტილების აღსრულება.

5.საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადა შეიძლება აღდგეს არაუმეტეს საპატიო მიზეზის არსებობის ვადისა. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულმა ან მსჯავრდებულმა საპატიო მიზეზთან დაკავშირებული გარემოების აღმოფხვრისთანავე, დაუყოვნებლივ (პირველივე შესაძლებლობისთანავე) უნდა მოითხოვოს საერთაშორისო დაცვა. საპატიო მიზეზის არსებობის მტკიცების ტვირთი ეკისრება უცხოელ ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულს ან მსჯავრდებულს.

6.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულის ან მსჯავრდებულის მიერ საერთაშორისო დაცვის პირადად მოთხოვნის შემთხვევაში პენიტენციური დაწესებულება მის განცხადებას არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა უგზავნის სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს.

7.პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უცხოელ ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულს ან მსჯავრდებულს, რომელმაც საერთაშორისო დაცვა მოითხოვა, სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირი მასთან ანკეტირების ჩატარებისას განუმარტავს მისთვის ამ კანონით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს და თავშესაფრის პროცედურას, აგრეთვე პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემთხვევაში 5 სამუშაო დღის ვადაში სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში გამოცხადების, მობილური ტელეფონის ნომრის, ელექტრონული ფოსტის მისამართისა და საცხოვრებელი ადგილის მისამართის (მისი არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებას და ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგებს.

8.თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებული ან მსჯავრდებული, რომელმაც საერთაშორისო დაცვა მოითხოვა, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემთხვევაში ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ გამოცხადდება სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში და არ წარადგენს სავალდებულო საკონტაქტო ინფორმაციას, თავშესაფრის პროცედურა შეწყდება. ამ პუნქტით განსაზღვრული თავშესაფრის პროცედურის შეწყვეტის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ამ კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით ჩაბარების შემდეგ, აგრეთვე მის მიერ აღნიშნული აქტის ამ კანონით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი თავშესაფრის მაძიებლად არ მიიჩნევა, მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი არგაძევების პრინციპი და აღნიშნული აქტის უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ჩაბარების მომენტიდან დასაშვებია მისი საქართველოდან გაძევება ან ექსტრადიცია.

9.ამ მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი არ სარგებლობს ამ კანონის 66-ე მუხლით დადგენილი უფლებებით, მათ შორის, იმავე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასამართლო დავის წარმოებისას უფასო იურიდიული დახმარების უფლებითა და სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების უფლებით.

10.პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი შესაბამისი უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულისთვის ან მსჯავრდებულისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის განმარტების წესი და ფორმა, სამინისტროსა და პენიტენციურ დაწესებულებას შორის ინფორმაციის გაცვლის წესი განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 სექ. 2026 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 26შემდეგი მუხლი 28

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №2

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 25საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა
  • 26საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა იმ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ, რომლის მიმართაც მიმდინარეობს საქართველოდან გაძევების ან საექსტრადიციო პროცედურა
  • 48საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობა

პენიტენციური კოდექსი

  • 41¹უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულისთვის ან მსჯავრდებულისთვის ინფორმაციის მიწოდება

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 24საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა სამინისტროში, საქართველოს პროკურატურაში ან პენიტენციურ დაწესებულებაში
  • 23საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა
  • 54საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 79¹უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი ბრალდებულისთვის ან მსჯავრდებულისთვის ინფორმაციის მიწოდება

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 52¹საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების წესი
  • 66¹იმ უცხოელის დაკავება და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება, რომელიც მისი საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას ან/და მისი საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მოით

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹¹⁴სასამართლოსთვის მიმართვა
  • 21¹¹⁸სასამართლოს გადაწყვეტილების, განჩინების ან სასამართლო უწყების მხარეებისთვის ჩაბარების წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹¹⁴21¹¹⁸52¹66¹79¹24235441¹25264827
მნიშვნელობით ახლოსპენიტენციური კოდექსისაერთაშორისო დაცვის შე…საერთაშორისო დაცვის შე…არასრულწლოვანთა მართლმ…უცხოელთა და მოქალაქეობ…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026