საერთაშორისო დაცვის შესახებ

მუხლი 47. ფსიქიკური ან გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევების მქონე უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვა

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს/თავშესაფრის მაძიებელს ფსიქიკური ან გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევები აქვს, სამინისტრომ საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ექსპერტიზის ჩატარებისა და მხარდამჭერის დანიშვნის მიზნით.

2.მყარი ფსიქიკური ან გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევების მქონე უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვა უნდა შეჩერდეს მისთვის მხარდამჭერის დანიშვნამდე. ამ პერიოდში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი სარგებლობს თავშესაფრის მაძიებლისთვის ამ კანონით გათვალისწინებული უფლებებით.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან/თავშესაფრის მაძიებელთან ანკეტირება და გასაუბრება უნდა ჩაატაროს იმ უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა, რომელსაც გავლილი აქვს სპეციალური მომზადება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ანკეტირებასა და გასაუბრებაში უნდა მონაწილეობდეს აგრეთვე შესაბამისი დარგის სპეციალისტი.

4.უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან/თავშესაფრის მაძიებელთან გასაუბრება შეიძლება არ ჩატარდეს, თუ მას მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო არ შეუძლია უფლებამოსილი თანამდებობის პირისთვის ადეკვატური ინფორმაციის მიწოდება. ამ შემთხვევაში საერთაშორისო დაცვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ კანონით გათვალისწინებული პროცედურებით მოპოვებული სხვა ინფორმაციისა და დოკუმენტაციის საფუძველზე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 სექ. 2026 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹²⁹21¹¹⁹21¹³⁴9¹1166¹53³64³41¹9775047
მნიშვნელობით ახლოსსაერთაშორისო დაცვის შე…უცხოელთა და მოქალაქეობ…პენიტენციური კოდექსისაქართველოს ადმინისტრა…სისხლის სამართლის სფერ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა