უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

მუხლი 53³. უკანონო მიგრაციის გამოსავლენად უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმება

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის გამოვლენის ან/და უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის გადამოწმების ან მისი სამგზავრო დოკუმენტის მოძიების მიზნით შეამოწმოს უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილი ან სხვა კერძო საკუთრება/მფლობელობა რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის ბრძანების საფუძველზე. კერძო საკუთრების თანამესაკუთრის/თანამფლობელის ან სამუშაო ადგილზე დამსაქმებლის თანხმობა საკმარისია შემოწმების რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის ბრძანების გარეშე ჩასატარებლად.

2.თუ არსებობს შემოწმების ჩატარების გადაუდებელი აუცილებლობა და დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს უცხოელის მიმალვა ანდა მისი სამგზავრო დოკუმენტის განადგურება ან გადამალვა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, დაიწყოს უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმება და 24 საათის განმავლობაში წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეს. ამ შუამდგომლობის წარდგენისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს შემოწმების ჩატარების გადაუდებელი აუცილებლობა.

3.უცხოელის საცხოვრებელი ან/და სამუშაო ადგილის შემოწმებისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, განახორციელოს მისი გამოკითხვა, იდენტიფიკაცია, ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში − აგრეთვე სხვა პრევენციული და იძულების ღონისძიებები.

4.უცხოელის სამუშაო ადგილის შემოწმებისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დამსაქმებელს მოსთხოვოს, მისცეს მას იმ დოკუმენტების დათვალიერების შესაძლებლობა, რომლებითაც დასტურდება უცხოელის საქართველოში მუშაობის კანონიერი საფუძვლის არსებობა. საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №930 - ვებგვერდი, 08.07.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის გამოვლენის ან/და უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის გადამოწმების ან მისი სამგზავრო დოკუმენტის მოძიების მიზნით შეამოწმოს უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილი ან სხვა კერძო საკუთრება/მფლობელობა რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის ბრძანების საფუძველზე. კერძო საკუთრების თანამესაკუთრის/თანამფლობელის ან სამუშაო ადგილზე დამსაქმებლის თანხმობა საკმარისია შემოწმების რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის ბრძანების გარეშე ჩასატარებლად. 2. თუ არსებობს შემოწმების ჩატარების გადაუდებელი აუცილებლობა და დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს უცხოელის მიმალვა ანდა მისი სამგზავრო დოკუმენტის განადგურება ან გადამალვა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, დაიწყოს უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმება და 24 საათის განმავლობაში წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეს. ამ შუამდგომლობის წარდგენისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს შემოწმების ჩატარების გადაუდებელი აუცილებლობა. 3. უცხოელის საცხოვრებელი ან/და სამუშაო ადგილის შემოწმებისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, განახორციელოს მისი გამოკითხვა, იდენტიფიკაცია, ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში − აგრეთვე სხვა პრევენციული და იძულების ღონისძიებები. 4. უცხოელის სამუშაო ადგილის შემოწმებისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დამსაქმებელს მოსთხოვოს, მისცეს მას იმ დოკუმენტების დათვალიერების შესაძლებლობა, რომლებითაც დასტურდება უცხოელის საქართველოში მუშაობის კანონიერი საფუძვლის არსებობა. საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი  №930  - ვებგვერდი, 08.07.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №20 · ძალაშია 8 ივლ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 17 მარ. 2014 – 8 ივლ. 2025 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. ახალი 53³ მუხლი ადგენს საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის შემოწმების სასამართლო ბრძანების წესს, თანხმობის შემთხვევას, გადაუდებლობისას 24-საათიან ვადას და შემმოწმებლის უფლებამოსილებებს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მორის გიგაური

მორის გიგაური

ადვოკატი | მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹³²21⁸⁴21¹³⁴21¹³³27¹53¹5254¹9 (და…13477753³
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…უცხოელთა და მოქალაქეობ…საერთაშორისო დაცვის შე…საქართველოს მოქალაქეთა…საქართველოში ბინადრობი…შრომითი მიგრაციის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №23 · ბოლოს შემოწმდა