Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებმუხლი 11

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

მუხლი 11. სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობის შესრულება საქართველოს ტერიტორიაზე

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:ექსტრადიციაკოლიზიური სამართალიტრანსსასაზღვრო აღსრულებაუცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებასაერთაშორისო ინვესტიციაკრიპტო კომპლაიენსი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს პროკურატურა უზრუნველყოფს სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობის შესრულებას საქართველოს ტერიტორიაზე.

2.უცხო სახელმწიფოდან შემოსული სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობა სრულდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3.თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით, ინდივიდუალური შეთანხმებით ან ნაცვალგების პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სამართლებრივი დახმარების აღმოჩენისას, შესაბამისი თხოვნის არსებობის შემთხვევაში, გამოიყენება ასევე შუამდგომლობის ინიციატორი უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობა, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპებს.

4.თუ შესაბამისი უცხო სახელმწიფოს ეროვნული სამართალი სხვაგვარ მოთხოვნას არ აწესებს, საპროცესო მოქმედებები, რომლებიც დაკავშირებულია პირის იძულებასთან და მისი კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვასთან, ტარდება, თუ ისინი სანქციონირებულია უცხო სახელმწიფოს სასამართლოს ან სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ.

5.შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში უცხო სახელმწიფოდან შემოსული სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესრულების პროცესს საქართველოს პროკურატურის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში შეიძლება დაესწრონ ამ უცხო სახელმწიფოს წარმომადგენლები. საქართველოს პროკურატურა ვალდებულია დააკმაყოფილოს თხოვნა, თუ დაინტერესებულ პირთა დასწრება უკეთესად უპასუხებს შესაბამისი უცხო სახელმწიფოს საჭიროებებს და გამორიცხავს სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ დამატებითი შუამდგომლობის წარმოდგენის აუცილებლობას.

6.თუ უცხო სახელმწიფოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია არასაკმარისი აღმოჩნდება სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესასრულებლად, საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოდან გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია.

7.სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შედეგად მოპოვებული მასალები უცხო სახელმწიფოს ეგზავნება საქართველოს პროკურატურის მეშვეობით. საქართველოს 2013 წლის 30 მაისის კანონი № 671 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3156 – ვებგვერდი, 06.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3803 – ვებგვერდი, 13.12.2018წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს პროკურატურა უზრუნველყოფს სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობის შესრულებას საქართველოს ტერიტორიაზე. 2. უცხო სახელმწიფოდან შემოსული სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობა სრულდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 3. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით, ინდივიდუალური შეთანხმებით ან ნაცვალგების პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სამართლებრივი დახმარების აღმოჩენისას, შესაბამისი თხოვნის არსებობის შემთხვევაში, გამოიყენება ასევე შუამდგომლობის ინიციატორი უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობა, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპებს. 4. თუ შესაბამისი უცხო სახელმწიფოს ეროვნული სამართალი სხვაგვარ მოთხოვნას არ აწესებს, საპროცესო მოქმედებები, რომლებიც დაკავშირებულია პირის იძულებასთან და მისი კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვასთან, ტარდება, თუ ისინი სანქციონირებულია უცხო სახელმწიფოს სასამართლოს ან სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ. 5. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში უცხო სახელმწიფოდან შემოსული სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესრულების პროცესს საქართველოს პროკურატურის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში შეიძლება დაესწრონ ამ უცხო სახელმწიფოს წარმომადგენლები. საქართველოს პროკურატურა ვალდებულია დააკმაყოფილოს თხოვნა, თუ დაინტერესებულ პირთა დასწრება უკეთესად უპასუხებს შესაბამისი უცხო სახელმწიფოს საჭიროებებს და გამორიცხავს სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ დამატებითი შუამდგომლობის წარმოდგენის აუცილებლობას. 6. თუ უცხო სახელმწიფოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია არასაკმარისი აღმოჩნდება სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესასრულებლად, საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოდან გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია. 7. სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შედეგად მოპოვებული მასალები უცხო სახელმწიფოს ეგზავნება საქართველოს პროკურატურის მეშვეობით. საქართველოს 2013 წლის 30 მაისის კანონი № 671 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3156 – ვებგვერდი, 06.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3803 – ვებგვერდი, 13.12.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 13 დეკ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 10შემდეგი მუხლი 12

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბლოკჩეინის სამართლებრივი ჩარჩო2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • აქტივების მოძიება და დაბრუნება საზღვარგარეთსერვისის გვერდი
  • იურისდიქციის განსაზღვრა და ქვემდებარეობასერვისის გვერდი
  • კრიპტო გარიგებებისგან გამომდინარე დავების სამართლებრივი წარმომადგენლობასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 26 ივნ. 2025 · №12

  • 4 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 5საქართველოს კომპეტენტური ორგანოების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის უცხო სახელმწიფოში გადაგზავნის ზოგადი წესი და მი
  • 56⁵ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებული საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობის საქართველოში აღსრულების პროცედურები
  • 10კონფიდენციალურობის დაცვა

საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ

  • 63სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობის დაკმაყოფილება
  • 62შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარებისთვის
  • 71გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურა

პროკურატურის შესახებ

  • 30საერთაშორისო თანამშრომლობა

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 290უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთან შესაბამისობის დადასტურება

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 71საქართველოს პროკურატურა

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 80საქართველოს პროკურატურა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

  • 32თანამშრომლობის ფორმები
  • 39საგამოძიებო მოქმედებების წარმოება საქართველოს ტერიტორიაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3239290636271556⁵1071308011
მნიშვნელობით ახლოსსისხლის სამართლის სფერ…საერთაშორისო კერძო სამ…პროკურატურის შესახებსაქართველოს სისხლის სა…საერთაშორისო დაცვის შე…საერთაშორისო დაცვის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025 · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026