Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაერთაშორისო დაცვის შესახებმუხლი 68

საერთაშორისო დაცვის შესახებ

მუხლი 68. ლტოლვილისა და დამატებითი დაცვის მქონე პირის უფლებები

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:ლტოლვილის სტატუსიადამიანის უფლებათა სამართალისტუდენტის უფლებებიპერსონალის უფლებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ლტოლვილს, დამატებითი დაცვის მქონე პირს უფლება აქვს: ა) იყოს ინფორმირებული ამ კანონით მისთვის მინიჭებული საერთაშორისო დაცვის ფორმის (სტატუსის), აგრეთვე აღნიშნული სტატუსიდან გამომდინარე უფლებებისა და მოვალეობების შესახებ; ბ) მიიღოს დროებითი ბინადრობის მოწმობა და ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭების შესახებ ცნობა; გ) თავისუფლად აირჩიოს საცხოვრებელი ადგილი და გადაადგილდეს საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის საჭიროებიდან გამომდინარე, გამონაკლისი შემთხვევებისა; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოახდინოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია; ე) ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭებიდან 10 დღის განმავლობაში დარჩეს მიმღებ ცენტრში; ვ) წერილობითი მოთხოვნისა და ბინადრობის მოწმობის წარდგენის თვის მომდევნო თვიდან მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყოველთვიური შემწეობა; ზ) „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მისაღებად მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს; თ) იმოგზაუროს სხვა ქვეყანაში (გარდა წარმოშობის ქვეყნისა) ამ კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტითა და 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადების დაცვით; ი) საქართველოს მოქალაქის მსგავსად ისარგებლოს სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადი განათლების მიღების უფლებით, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს პროფესიული განათლებისა და უმაღლესი განათლების მიღების უფლებითა და სხვა ქვეყანაში მიღებული განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების პროცედურებით; კ) საქართველოს მოქალაქის მსგავსად ისარგებლოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სახელმწიფო პროგრამებით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა; ლ) საქართველოს მოქალაქის მსგავსად ისარგებლოს შრომის უფლებით, კერძოდ, დასაქმდეს დამოუკიდებლად ან სხვა დამსაქმებლის მეშვეობით; მ) ისარგებლოს ოჯახის გაერთიანების უფლებით; ნ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს ადმინისტრაციული ორგანოებისა და სასამართლოსადმი მიმართვის უფლებით; ო) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით უცხოელისა და მოქალაქეობის არმქონე პირისთვის მინიჭებული უფლებებით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი; პ) სამინისტროს მიერ ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილების ან დამატებითი დაცვის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, აგრეთვე აღნიშნული გადაწყვეტილების ამ კანონით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაიბრუნოს სამინისტროსთვის ჩაბარებული სამგზავრო დოკუმენტი/სამგზავრო პასპორტი.

2.სამინისტროს მიმართვის საფუძველზე ლტოლვილზე გაიცემა „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციის 27-ე და 28-ე მუხლებით განსაზღვრული დროებითი ბინადრობის მოწმობა 3 წლის ვადით და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტი.

3.სამინისტროს მიმართვის საფუძველზე დამატებითი დაცვის მქონე პირზე გაიცემა დროებითი ბინადრობის მოწმობა მისი სტატუსის მოქმედების ვადით და სამგზავრო პასპორტი.

4.ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტისა და სამგზავრო პასპორტის ფორმებსა და გაცემის წესებს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

წინა მუხლი 67შემდეგი მუხლი 69

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ლტოლვილის ოჯახის გაერთიანება2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ვეტერანთა უფლებებისა და შეღავათების დაცვასერვისის გვერდი
  • სტუდენტის უფლებებისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით ღოლიჯაშვილი

დავით ღოლიჯაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №2

3
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
4
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 28მუხლი 60მუხლი 61მუხლი 70

მიუთითებენ მასზე

მუხლი 70მუხლი 83მუხლი 84

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 69ლტოლვილისა და დამატებითი დაცვის მქონე პირის მოვალეობები
  • 71დროებითი დაცვის მქონე პირის უფლებები
  • 56დამატებითი დაცვის მქონე პირის მიერ ლტოლვილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენა

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 58ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის უფლებები
  • 61დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უფლებები
  • 59ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის მოვალეობები

საქართველოს კონსტიტუცია

  • 33უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებები

პენიტენციური კოდექსი

  • 94ბრალდებულისა და მსჯავრდებულის სამართლებრივი მდგომარეობის საფუძვლები. ბრალდებულისა და მსჯავრდებულის უფლებები

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ

  • 8სხვა სახელმწიფოს მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობა

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 25უცხოელის საქართველოს მოქალაქესთან თანასწორობა უფლებებსა და მოვალეობებში. უცხოელის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის გარანტიები
  • 46თავშესაფრის მიღების უფლება

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ

  • 17—

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3385861599470286061838469715668
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაერთაშორისო დაცვის შე…საერთაშორისო დაცვის შე…საქართველოს კონსტიტუცი…პენიტენციური კოდექსისაქართველოს მოქალაქეობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026