Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაერთაშორისო დაცვის შესახებმუხლი 66

საერთაშორისო დაცვის შესახებ

მუხლი 66. თავშესაფრის მაძიებლის უფლებები

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:თავშესაფრის განცხადებებისაერთაშორისო ექსტრადიცია და ინტერპოლი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თავშესაფრის მაძიებელს უფლება აქვს: ა) თავშესაფრის პროცედურის განმავლობაში არ იქნეს პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით ექსტრადირებული ან საქართველოდან გაძევებული წარმოშობის ქვეყანაში; ბ) მიიღოს ინფორმაცია თავისი უფლებებისა და მოვალეობებისა და თავშესაფრის პროცედურის შესახებ; გ) გასაუბრება მისი დასაბუთებული მოთხოვნით, ასეთი შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში ჩაუტაროს მისთვის სასურველი სქესის უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა და ისარგებლოს სასურველი სქესის თარჯიმნის მომსახურებით; დ) თავშესაფრის პროცედურის განხორციელებისას ისარგებლოს თარჯიმნის უფასო მომსახურებით; ე) საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, აგრეთვე დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებასთან ან მის გაგრძელებაზე უარის თქმასთან დაკავშირებული სასამართლო დავის წარმოებისას ისარგებლოს უფასო იურიდიული დახმარების უფლებით „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ვ) სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების არსებითი განხილვის პერიოდში, ამ კანონისა და მინისტრის ბრძანების შესაბამისად, დარჩეს მიმღებ ცენტრში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი პენიტენციურ დაწესებულებაში, სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორში ან დროებითი განთავსების ცენტრში ანდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება; ზ) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებად ცნობის შემთხვევაში მიიღოს თავშესაფრის მაძიებლის ცნობა, ხოლო ამ ცნობის საფუძველზე – დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა. დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა არ გაიცემა იმ შემთხვევაში, როდესაც თავშესაფრის მაძიებელი პენიტენციურ დაწესებულებაში ან სამინისტროს დროებითი განთავსების ცენტრში იმყოფება; [ ზ) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებად ცნობის შემთხვევაში მიიღოს თავშესაფრის მაძიებლის ცნობა, ხოლო ამ ცნობის საფუძველზე – დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა. თავშესაფრის მაძიებლის ცნობა და დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა არ გაიცემა იმ შემთხვევაში, როდესაც თავშესაფრის მაძიებელი პენიტენციურ დაწესებულებაში ან სამინისტროს დროებითი განთავსების ცენტრში/დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] თ) სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებად ცნობის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში უზრუნველყოფილი იყოს სოციალურ-ეკონომიკური და საყოფაცხოვრებო პირობებით; ი) საქართველოს მოქალაქის მსგავსად ისარგებლოს სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიღების უფლებით, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს პროფესიული განათლებისა და უმაღლესი განათლების მიღების უფლებით; კ) საქართველოს მოქალაქის მსგავსად ისარგებლოს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა; ლ) ნებაყოფლობით გამოიხმოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადება; მ) საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, აგრეთვე დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებასთან ანდა დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებაზე უარის თქმასთან დაკავშირებული სასამართლო დავის წარმოებისას გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან; ნ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ისარგებლოს შრომის უფლებით, კერძოდ, დასაქმდეს დამოუკიდებლად ან სხვა დამსაქმებლის მეშვეობით; ო) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს ადმინისტრაციული ორგანოებისა და სასამართლოსადმი მიმართვის უფლებით; პ) იყოს ინფორმირებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობასთან დაკავშირების შესაძლებლობის შესახებ; ჟ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით უცხოელისა და მოქალაქეობის არმქონე პირისთვის მინიჭებული უფლებებით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2.თუ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი თავშესაფრის მაძიებლად არ მიიჩნევა, მასზე არ გავრცელდება ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებები. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1804  – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. თავშესაფრის მაძიებელს უფლება აქვს: ა) თავშესაფრის პროცედურის განმავლობაში არ იქნეს პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით ექსტრადირებული ან საქართველოდან გაძევებული წარმოშობის ქვეყანაში; ბ) მიიღოს ინფორმაცია თავისი უფლებებისა და მოვალეობებისა და თავშესაფრის პროცედურის შესახებ; გ) გასაუბრება მისი დასაბუთებული მოთხოვნით, ასეთი შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში ჩაუტაროს მისთვის სასურველი სქესის უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა და ისარგებლოს სასურველი სქესის თარჯიმნის მომსახურებით; დ) თავშესაფრის პროცედურის განხორციელებისას ისარგებლოს თარჯიმნის უფასო მომსახურებით; ე) საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, აგრეთვე დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებასთან ან მის გაგრძელებაზე უარის თქმასთან დაკავშირებული სასამართლო დავის წარმოებისას ისარგებლოს უფასო იურიდიული დახმარების უფლებით „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ვ) სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების არსებითი განხილვის პერიოდში, ამ კანონისა და მინისტრის ბრძანების შესაბამისად, დარჩეს მიმღებ ცენტრში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი პენიტენციურ დაწესებულებაში, სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორში ან დროებითი განთავსების ცენტრში ანდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება; ზ) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებად ცნობის შემთხვევაში მიიღოს თავშესაფრის მაძიებლის ცნობა, ხოლო ამ ცნობის საფუძველზე – დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა. დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა არ გაიცემა იმ შემთხვევაში, როდესაც თავშესაფრის მაძიებელი პენიტენციურ დაწესებულებაში ან სამინისტროს დროებითი განთავსების ცენტრში იმყოფება; [ ზ) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებად ცნობის შემთხვევაში მიიღოს თავშესაფრის მაძიებლის ცნობა, ხოლო ამ ცნობის საფუძველზე – დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა. თავშესაფრის მაძიებლის ცნობა და დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა არ გაიცემა იმ შემთხვევაში, როდესაც თავშესაფრის მაძიებელი პენიტენციურ დაწესებულებაში ან სამინისტროს დროებითი განთავსების ცენტრში/დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] თ) სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებად ცნობის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში უზრუნველყოფილი იყოს სოციალურ-ეკონომიკური და საყოფაცხოვრებო პირობებით; ი) საქართველოს მოქალაქის მსგავსად ისარგებლოს სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიღების უფლებით, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს პროფესიული განათლებისა და უმაღლესი განათლების მიღების უფლებით; კ) საქართველოს მოქალაქის მსგავსად ისარგებლოს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა; ლ) ნებაყოფლობით გამოიხმოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადება; მ) საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, აგრეთვე დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებასთან ანდა დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებაზე უარის თქმასთან დაკავშირებული სასამართლო დავის წარმოებისას გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან; ნ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ისარგებლოს შრომის უფლებით, კერძოდ, დასაქმდეს დამოუკიდებლად ან სხვა დამსაქმებლის მეშვეობით; ო) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს ადმინისტრაციული ორგანოებისა და სასამართლოსადმი მიმართვის უფლებით; პ) იყოს ინფორმირებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობასთან დაკავშირების შესაძლებლობის შესახებ; ჟ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით უცხოელისა და მოქალაქეობის არმქონე პირისთვის მინიჭებული უფლებებით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. თუ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი თავშესაფრის მაძიებლად არ მიიჩნევა, მასზე არ გავრცელდება ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებები. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1804  – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 სექ. 2026· გამოქვეყნდა 29 ივნ. 2026
წინა მუხლი 65შემდეგი მუხლი 67

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • პოლიტიკური თავშესაფარი (სისხლის სამართლე)3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • თავშესაფარი რელიგიური დევნის საფუძველზე2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • თავშესაფრის განაცხადები2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
მარიამ ჯორბენაძე

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით ღოლიჯაშვილი

დავით ღოლიჯაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №2

9
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2026-06-29
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 25მუხლი 32მუხლი 31მუხლი 33მუხლი 48მუხლი 49მუხლი 83მუხლი 84მუხლი 52

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 67თავშესაფრის მაძიებლის მოვალეობები
  • 71დროებითი დაცვის მქონე პირის უფლებები
  • 29თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში განთავსების მოთხოვნის უფლება

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 56თავშესაფრის მაძიებლის უფლებები
  • 57თავშესაფრის მაძიებლის მოვალეობები
  • 61დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უფლებები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹²⁹მოსამართლის ბრძანება თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 46თავშესაფრის მიღების უფლება
  • 66¹იმ უცხოელის დაკავება და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება, რომელიც მისი საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას ან/და მისი საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მოით
  • 66დაკავებული უცხოელის განთავსების ადგილი და პირობები

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 25ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის სტატუსი, ამნისტია, შეწყალება

დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

  • 37სამუშაოს მაძიებლის უფლებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
56576125323133484983845267712966
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაერთაშორისო დაცვის შე…საერთაშორისო დაცვის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026