შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ

მუხლი 12. ცხოველების დროებითი მოთავსების ობიექტი (სასტუმრო)

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 9 ივლ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ლიანა ზაგაშვილიგურანდა გრიგოლიაგიორგი ფანცულაია

1.ცხოველის კეთილდღეობის დაცვის მიზნით ცხოველის დროებით განთავსებასა და მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფს ცხოველების დროებითი მოთავსების ობიექტი (სასტუმრო) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2.ცხოველების დროებითი მოთავსების ობიექტი (სასტუმრო) ვალდებულია უზრუნველყოს: ა) სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა; ბ)  ცხოველის კვება-დარწყულება; გ) ცხოველის განსათავსებელი სივრცის სათანადო ინსოლაცია/განათება, დათბუნება და ვენტილაცია; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესრულება.

3.ცხოველების დროებითი მოთავსების ობიექტი (სასტუმრო) ვალდებულია ცხოველის მიღებისთანავე გადაამოწმოს მისი იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში. ცხოველების დროებითი მოთავსების ობიექტს (სასტუმროს) უფლება არ აქვს, მომსახურება გაუწიოს იმ ცხოველს, რომელიც რეგისტრირებული არ არის მონაცემთა ერთიან ბაზაში.

4.თუ ცხოველების დროებითი მოთავსების ობიექტი (სასტუმრო) მიიღებს უმეთვალყურეო ძაღლს, რომელსაც 2 თვის ვადაში არ გამოუჩნდება მეპატრონე/მიმკედლებელი, იგი ვალდებულია ცხოველისთვის მოიძიოს მეპატრონე/მიმკედლებელი, ხოლო მისთვის მეპატრონის/მიმკედლებლის მოძიების შეუძლებლობის შემთხვევაში − მიმართოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების უზრუნველსაყოფად.

5.ცხოველების დროებითი მოთავსების ობიექტის (სასტუმროს) მოწყობა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში დასაშვებია ბინათმესაკუთრეთა უმრავლესობის თანხმობის საფუძველზე.

6.მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში მოწყობილ ცხოველების დროებითი მოთავსების ობიექტში (სასტუმროში) არ შეიძლება ერთდროულად განთავსდეს 15-ზე მეტი ცხოველი.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების სამართალი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი, AI, კრიპტო

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
17²39625831764³66779182473812
მითითებამნიშვნელობით ახლოსშინაურ ბინადარ ცხოველთ…ცხოველთა სამყაროს შესა…უცხოელთა და მოქალაქეობ…“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს საბაჟო კოდ…ქალთა მიმართ ძალადობის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა