ცხოველთა სამყაროს შესახებ

მუხლი 26. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით საერთო სარგებლობა

რედაქცია №20 კონსოლიდირებული · 29 ივნ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საქართველოს მოქალაქეებს პირადი ( ინდივიდუალური ) მოხმარებისა და ესთეტიკური , რეკრეაციული , გამაჯანსაღებელი და სხვა მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით უფლება აქვთ ისარგებლონ ცხოველთა სამყაროს ობიექტებით საერთო სარგებლობის ფორმით .

2.საერთო სარგებლობა ხორციელდება ცხოველთა სამყაროსათვის რაიმე ზიანის მიყენებისა და მისი ობიექტების ბუნებრივი გარემოდან ამოღების გარეშე ( გარდა ამ კანონის 21- ე მუხლის მე -6 პუნქტსა და 30- ე მუხლის მე -3 პუნქტში მოყვანილი შემთხვევებისა ) . ასეთებია : ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობა სამეცნიერო , კულტურულ - საგანმანათლებლო , აღმზრდელობითი , რეკრეაციული , ესთეტიკური , სამოყვარულო კოლექციების შექმნის , აღდგენითი და ვეტერინარული მიზნებისათვის .

3.ცხოველთა სამყაროს ობიექტებით საერთო ფორმით სარგებლობისას აკრძალულია გარეულ ცხოველთა განადგურება , მათი საცხოვრებლების და სხვა ნაგებობების ( სოროები , სახლები , ბუნაგები , ფრინველთა ბუდეები , და სხვა ) დანგრევა , გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს დარღვევა და გამრავლების პირობების გაუარესება .

4.ცხოველთა სამყაროს ობიექტებით საერთო ფორმით სარგებლობა უფასოა და არ საჭიროებს ლიცენზიას .

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოს მოქალაქეებს პირადი ( ინდივიდუალური ) მოხმარებისა და ესთეტიკური , რეკრეაციული , გამაჯანსაღებელი და სხვა მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით უფლება აქვთ ისარგებლონ ცხოველთა სამყაროს ობიექტებით საერთო სარგებლობის ფორმით . 2. საერთო სარგებლობა ხორციელდება ცხოველთა სამყაროსათვის რაიმე ზიანის მიყენებისა და მისი ობიექტების ბუნებრივი გარემოდან ამოღების გარეშე ( გარდა ამ კანონის 21- ე მუხლის მე -6 პუნქტსა და 30- ე მუხლის მე -3 პუნქტში მოყვანილი შემთხვევებისა ) . ასეთებია : ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობა სამეცნიერო , კულტურულ - საგანმანათლებლო , აღმზრდელობითი , რეკრეაციული , ესთეტიკური , სამოყვარულო კოლექციების შექმნის , აღდგენითი და ვეტერინარული მიზნებისათვის . 3. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით საერთო ფორმით სარგებლობისას აკრძალულია გარეულ ცხოველთა განადგურება , მათი საცხოვრებლების და სხვა ნაგებობების ( სოროები , სახლები , ბუნაგები , ფრინველთა ბუდეები , და სხვა ) დანგრევა , გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს დარღვევა და გამრავლების პირობების გაუარესება . 4. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით საერთო ფორმით სარგებლობა უფასოა და არ საჭიროებს ლიცენზიას .

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №9 · ძალაშია 23 სექ. 2013-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 12 მაი. 2000 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
38124662521306343822 (დ…361541226
მითითებამნიშვნელობით ახლოსცხოველთა სამყაროს შესა…კოლხეთის დაცული ტერიტო…გარემოს დაცვის შესახებდაცული ტერიტორიების სი…საქართველოს გარემოს და…შინაურ ბინადარ ცხოველთ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №20 · ბოლოს შემოწმდა