ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) (შემდგომ − ცხოველი) – პატრონიანი, მიკედლებული, უპატრონო, უმეთვალყურეო ძაღლი ან კატა, რომელიც გამოიყენება სოციალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ან/და ფუნქციური დანიშნულებით; ბ) (შემდგომ − მეპატრონე) − ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელსაც საკუთრებაში ჰყავს ცხოველი და რომელიც უზრუნველყოფს მის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, /, მოვლა-პატრონობას, მათ შორის, ვეტერინარულ მომსახურებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) − ცხოველი, რომელსაც ჰყავს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრირებული მეპატრონე; დ) − ცხოველი, რომელსაც არ ჰყავს ამ კანონით განსაზღვრული მეპატრონე ან ; ე) − გარკვეულ ტერიტორიაზე თავისუფლად ბინადარი ცხოველი, რომლის მეთვალყურეობას უზრუნველყოფს ცხოველის მიმკედლებელი; ვ) − ცხოველი, რომელსაც დროის კონკრეტულ მონაკვეთში არ უდგინდება მეპატრონე ან ცხოველის მიმკედლებელი; ზ) ცხოველის მიმკედლებელი (შემდგომ − მიმკედლებელი) – გარკვეულ ტერიტორიაზე თავისუფლად ბინადარი ცხოველის მეთვალყურე ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც უფლებამოსილ ორგანოში ცხოველის რეგისტრაციის საფუძველზე ახორციელებს მის კვება-დარწყულებას და რომელსაც უფლება აქვს, უზრუნველყოს იგი ვეტერინარული მომსახურებით; თ) − ცხოველის მოვლა-პატრონობისთვის საჭირო პირობების შექმნა, რომლებიც მოიცავს ცხოველის ხელმისაწვდომობას საკვებსა და წყალზე, დაავადების პრევენციას, მის დაცვას ტკივილისა და ტანჯვის მიყენებისგან; ი) – ცხოველისთვის აუცილებელი საარსებო გარემოს შექმნა შესაბამისი სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვით, მისი კვება-დარწყულება, რეგულარული გასეირნება, სოციალიზაცია, ვეტერინარული მომსახურებით უზრუნველყოფა, დაავადებების პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკა, მკურნალობა, ცოფისა და სხვა დაავადებების საწინააღმდეგო დროული , აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ცხოველის კეთილდღეობისთვის აუცილებელი სხვა პირობების უზრუნველყოფა; კ) − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული პირი, რომელიც ახორციელებს საკონსულტაციო/საგანმანათლებლო მომსახურებას, მათ შორის, ძაღლის მოშენების, წვრთნის, სოციალიზაციის, ქცევის კორექციისა და მოვლა-პატრონობის მიმართულებებით, აგრეთვე უზრუნველყოფს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილ მომსახურებას ცხოველთა (ძაღლების) მართვის სფეროში; ლ) − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული პირი, რომელიც ახორციელებს საკონსულტაციო/საგანმანათლებლო მომსახურებას, მათ შორის, კატის მოშენების, სოციალიზაციის, ქცევის კორექციისა და მოვლა-პატრონობის მიმართულებებით, აგრეთვე უზრუნველყოფს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილ მომსახურებას ცხოველთა (კატების) მართვის სფეროში; მ) − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული პირი, რომელიც ახორციელებს ვეტერინარულ მომსახურებას; ნ) − მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში უფლებამოსილი პირის (ვეტერინარის ან ვეტერინარი ტექნიკოსის) მიერ ცხოველისთვის სიცოცხლის შეწყვეტა ჰუმანურად, მყისიერად და უმტკივნეულოდ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებებით ან სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებებით; ო) − მიერ ცხოველის ნიშანდება , საყურე ნიშნით (საჭდით), ხოლო კატის შემთხვევაში − აგრეთვე ვეტერინარული წესებით დასაშვები სხვა მეთოდით; პ) – მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ იდენტიფიცირებული ცხოველის შესახებ ინფორმაციის მონაცემთა ერთიან ბაზაში შეტანა, აგრეთვე სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა; ჟ) − მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი იურიდიული პირი; რ) − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტო; ს) მარეგისტრირებელი ორგანო − მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო, ვეტერინარული დაწესებულება, და ; ტ) − საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს ცხოველის გადაადგილების კონტროლს; უ) − მოწყობილობა, რომელიც ძაღლს უმაგრდება დრუნჩზე ან თავზე და განკუთვნილია სხვა ცხოველისა და ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; ფ) − ცხოველის ისეთი ქცევითი დისბალანსი, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვა ცხოველის ან/და ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და შეუძლებელს ხდის ამ ცხოველის შემდგომ სოციალიზაციას; ქ) − ცხოველის გადაადგილება ღია სივრცეში ან სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში შესაბამისი მეთვალყურეობით; ღ) − ცხოველების მიზნობრივი და გეგმაზომიერი გამრავლება; ყ) − ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია და გამრავლების უნარის შეწყვეტა სტერილიზაციით/კასტრაციით; შ) ცხოველების თავშესაფარი (შემდგომ − თავშესაფარი) − მუნიციპალური თავშესაფარი ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული კერძო თავშესაფარი; ჩ) (სასტუმრო) − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული პირი, რომელიც მომსახურებას უწევს მეპატრონეს მიბარებული ცხოველის დროებითი განთავსებისა და მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფით; ც) − ცხოველის ორგანიზმიდან პარაზიტების გამოდევნა; ძ) ვაქცინაცია − ცხოველის ორგანიზმში დაავადებების საწინააღმდეგო ანტიგენის (ანტიგენების) შეყვანა დაავადებების მიმართ იმუნიტეტის (ორგანიზმის დამცველობითი უნარის) ჩამოსაყალიბებლად; წ) კასტრაცია − ხვადი ცხოველისთვის გამრავლების უნარის შეწყვეტა; ჭ) სტერილიზაცია − ძუ ცხოველისთვის გამრავლების უნარის შეწყვეტა; ხ) − ცხოველის შებრძოლება თავისივე ან სხვა სახეობის ცხოველთან შეჯიბრების ან სხვა მიზნით; ჯ) − ცხოველის საინფორმაციო ფურცელი, რომელშიც ვეტერინარმა ან ვეტერინარმა ტექნიკოსმა შეიძლება შეიტანოს ყოველწლიური ვაქცინაციის, სტერილიზაციის/კასტრაციის, ორგანიზმის ინდივიდუალური თავისებურების (მათ შორის, ალერგიული რეაქციის, ჯანმრთელობის კონდიციის, წონის) და ანტიპარაზიტული საშუალებების გამოყენების შესახებ ჩანაწერები, აგრეთვე მეპატრონის თაობაზე ინფორმაცია (საიდენტიფიკაციო მონაცემები და საკონტაქტო ინფორმაცია); ჰ) მიკროჩიპი − წაკითხვადი პასიური რადიოსიხშირული იდენტიფიკაციის საშუალება, სპეციალური ინფორმაციის მატარებელი იმპლანტი, რომლის საშუალებითაც მონაცემთა ერთიან ბაზაში ასახული იქნება ცხოველისა და მისი მეპატრონის შესახებ ინფორმაცია; ჰ 1 ) (საჭდე) − იდენტიფიკაციის საშუალება, რომელიც შეიცავს საიდენტიფიკაციო ნომერს და მონაცემთა ერთიან ბაზაში ცხოველის შესახებ ინფორმაციის ასახვის შესაძლებლობას იძლევა; ჰ 2 ) ცხოველების საშენი (შემდგომ − საშენი) − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული პირი, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით ახორციელებს ცხოველების მიზნობრივ და გეგმაზომიერ მოშენებას; ჰ 3 ) (შემდგომ − რეალიზატორი) − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული პირი, რომელიც ყიდის ცხოველებს; ჰ 4 ) − ძაღლი, რომელმაც თავისი ფიზიკური მახასიათებლიდან გამომდინარე (მათ შორის, ზომა, წონა) ან/და არასათანადო წვრთნისა და ქცევის საფუძველზე მომეტებული საფრთხე შეიძლება შეუქმნას სხვა ცხოველის ან/და ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას; ჰ 5 ) − პოტენციურად მომეტებული რისკის ძაღლის, აგრეთვე სხვა ცხოველის ჰიპერპოპულაციის მართვის მიზნით საქართველოს მთავრობის უფლებამოსილება, აკრძალოს ამგვარი ცხოველის დროებითი შემოყვანა და იმპორტი ან/და მოშენება; ჰ 6 ) − ფიზიკური პირის მიერ ცხოველების შეგროვება და, ამასთანავე, მათი მოვლა-პატრონობის წესების (საკვებზე ხელმისაწვდომობა, სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვა, ვეტერინარული მომსახურებით უზრუნველყოფა, რეგულარული გასეირნება) დაცვის შეუძლებლობა, ცხოველის მდგომარეობის (წონის კლება, ავადმყოფობა და ა. შ.) ან/და ცხოველის საარსებო გარემოს მნიშვნელოვანი გაუარესების მიუხედავად; ჰ 7 ) − ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი უნარები და ცოდნა ძაღლის მოშენების, წვრთნის, სოციალიზაციისა და ქცევის კორექციის მიმართულებებით; ჰ 8 ) − ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს საკონსულტაციო მომსახურებას კატის მოვლა-პატრონობის, მოშენების, სოციალიზაციისა და ქცევის კორექციის მიმართულებებით; ჰ 9 ) − ცხოველი, რომლის ჯანმრთელობა, ჯიშიანობა და მოსაშენებლად ვარგისობა დადასტურებულია ამ კანონით დადგენილი წესით და რომელიც განკუთვნილია მიზნობრივი და გეგმაზომიერი მოშენებისთვის; ჰ 10 ) – სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლი, რომლის მეპატრონე საჯარო დაწესებულებაა და რომელიც გამოიყენება დაცვის, საძიებო-სამაშველო სამუშაოების განხორციელების, დივერსიული ფაქტების აღმოფხვრის მიზნით, აგრეთვე ძაღლი, რომლის დანიშნულებაა მართლწესრიგის მასობრივი დარღვევის აღკვეთა, დანაშაულის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის დევნა, დაკავება და იდენტიფიცირება, დაკავებულის ან დაპატიმრებულის ბადრაგირება, პირზე ან/და პოლიციელზე/სამხედრო პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმის მოგერიება, აკრძალული ნივთების აღმოჩენა; ჰ 11 ) − ძაღლი, რომლის მეპატრონედ მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულია უსინათლო ან მხედველობადაქვეითებული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი.
შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ
მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
რედაქცია №0 გადამოწმებულია მოქმედ რედაქციასთან · 9 ივლ. 2025



