Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაცხოველთა სამყაროს შესახებმუხლი 2

ცხოველთა სამყაროს შესახებ

მუხლი 2. ძირითადი ცნებების განმარტებანი

რედაქცია №20 კონსოლიდირებული · 29 ივნ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011121314151617181920212223242526272829303132333435363739

1.ცხოველთა სამყარო _ ყველა სახის გარეული ცხოველების ერთობლიობა, რომლებიც მუდმივად ან დროებით ბინადრობენ საქართველოს ტერიტორიაზე, მის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და იმყოფებიან ბუნებრივი თავისუფლების მდგომარეობაში.

2.გარეული ცხოველები _ ცხოველთა სამყაროს მიკუთვნებულ ცოცხალ ორგანიზმთა ყველა სისტემატიკური კატეგორია, მათში შემავალი სახეობები და პოპულაციები.

3.ქორდიანი ცხოველები _ გარეული ცხოველები, რომელთაც აქვთ ქორდა (ზურგის სიმი).

4.ხერხემლიანი ცხოველები _ ქორდიან გარეულ ცხოველთა ერთ-ერთი ტიპი, რომელიც აერთიანებს ხერხემლისა და ქალის მქონე მაღალორგანიზებულ ცხოველებს. მათ მიეკუთვნება მრგვალპირიანები, თევზები, ამფიბიები, ქვეწარმავლები, ფრინველები და ძუძუმწოვრები.

5.უხერხემლო ცხოველები _ გარეული ცხოველები, რომელთაც ქორდა (ზურგის სიმი) არ გააჩნიათ. მათ მიეკუთვნება ცხოველთა სამყაროში შემავალი ყველა ცოცხალი ორგანიზმი, ხერხემლიან ცხოველთა გარდა.

6.ეგზოტური ცხოველები _ ქვეყნის ფარგლებს გარედან შემოყვანილი გარეული ცხოველები, რომლებიც ადგილობრივი პირობებისათვის (კლიმატი და სხვა) არ არიან დამახასიათებელი.

7.პოპულაცია _ გარკვეულ ტერიტორიაზე მობინადრე ერთი სახეობის ინდივიდთა ერთობლიობა.

8.გარეულ ცხოველთა ჯგუფი _ ერთი სახეობის ინდივიდთა ბუნებრივი გაერთიანება.

9.ტაქსონომიური ერთეული _ მეტ-ნაკლები ხარისხით ურთიერთისაგან ნათესაურად განსხვავებულ გარეულ ცხოველთა დაქვემდებარებული სისტემატიკური ჯგუფი.

10.დერივატები _ გარეულ ცხოველთა სხეულის ნაწილები (ორგანოები, ტყავი, ბეწვი, რქები და სხვა).

11.ცხოველთა სამყაროს (გარეულ ცხოველთა) საბინადრო გარემო (ჰაბიტატი) _ ადგილი ან ადგილმდებარეობის ტიპი, სადაც ბუნებრივი თავისუფლების პირობებში იმყოფებიან გარეულ ცხოველთა ცალკეული ინდივიდები ან პოპულაციები.

12.ცხოველთა სამყაროს სახეობრივი მრავალფეროვნება _ ცხოველთა მრავალფეროვნება სახეობებს შორის, ერთი სახეობის ფარგლებში და ეკოლოგიურ სისტემებში.

13.ცხოველთა სამყაროს გენეტიკური რესურსები _ ბიოლოგიური რესურსების ნაწილი, რომელიც შეიცავს ცხოველური წარმოშობის მემკვიდრეობის ფუნქციონალური ერთეულების მატარებელ გენეტიკურ მასალას.

14.მდგრადი განვითარება _ საზოგადოების განვითარების ისეთი სისტემა, რომელიც გარემოს დაცვისა და საზოგადოების ეკონომიკური განვითარების ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ადამიანის ცხოვრების დონის ზრდას და მომავალი თაობების უფლებას _ ისარგებლონ შეუქცევადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებებისაგან მაქსიმალურად დაცული ბუნებრივი რესურსებითა და გარემოთი.

15.მდგრადი განვითარების პრინციპები _ პრინციპები, რომლებიც ინტეგრირებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1992 წლის რიო-დე-ჟანეიროს გარემოსა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციის (United Nations Conference on Environment and Development, Rio de Janeiro, 1992) მიერ მიღებულ „გარემოსა და განვითარების რიოს დეკლარაციის“, „21-ე საუკუნის გლობალური მდგრადი განვითარების პროგრამის _ დღის წესრიგ 21-ის“ და „ტყეების დაცვის, მდგრადი განვითარებისა და მართვის პრინციპების შესახებ არასაკანონმდებლო ვალდებულებათა განცხადების“ დასკვნით დოკუმენტებში.

16.ცხოველთა სამყაროს მდგრადობა _ ცხოველთა სამყაროს სახეობრივი მრავალფეროვნების არსებობა განუსაზღვრელი დროის განმავლობაში.

17.ცხოველთა სამყაროს მდგრადი გამოყენება _ ცხოველთა სამყაროს ისეთი გამოყენება, რომლის დროსაც განუსაზღვრელი დროის განმავლობაში უზრუნველყოფილია ცხოველთა სამყაროს სახეობრივი მრავალფეროვნების შენარჩუნება, მდგრადობა და აღწარმოების უნარი.

18.გადარჩენის სტაცია _ ტერიტორია, სადაც გარეული ცხოველები თავს აფარებენ ექსტრემალური პირობების დროს.

19.ცხოველთა სამყაროს in-situ კონსერვაცია _ გარეულ ცხოველთა სახეობების დაცვა ბუნებრივ პირობებში.

20.ცხოველთა სამყაროს ex-situ კონსერვაცია _ გარეულ ცხოველთა სახეობების დაცვა ხელოვნურ პირობებში.

21.გენოფონდის რეზერვატი _ ტერიტორია, სადაც ხელოვნურ პირობებში ხდება გარეულ ცხოველთა სახეობების შენარჩუნება და გამრავლება ბუნებაში მათი აღდგენის მიზნით.

22.ტრანსლოკაცია _ კრებსითი შინაარსის ტერმინი, რომელიც მოიცავს რეინტროდუქციის, ინტროდუქციისა და რესტოკინგის ცნებებს.

23.ინტროდუქცია _ ფაუნისთვის უცხო სახეობების შემოყვანა მათი ბუნებაში გაშვების მიზნით.

24.რეინტროდუქცია _ გარეულ ცხოველთა სახეობების ბუნებაში აღდგენის ღონისძიება. გარეული ცხოველის შეყვანა მისი გავრცელების ისტორიულ არეალში, სადაც ამ სახეობის არც ერთი ინდივიდი აღარ არის შენარჩუნებული.

25.რესტოკინგი _ გარეულ ცხოველთა სახეობების ბუნებაში აღდგენის ღონისძიება. გარეული ცხოველის შეყვანა მისი გავრცელების ისტორიულ არეალში, სადაც შემორჩენილია ამ სახეობის ძალზე მცირერიცხოვანი პოპულაცია.

26.ჰიბრიდიზაცია _ გარეულ ცხოველთა სხვადასხვა სახეობების, ქვესახეობებისა და ფორმების, ასევე გარეულ და შინაურ ცხოველთა ერთმანეთთან შეჯვარება, რომლის შედეგადაც მიიღება ნაჯვარი _ ჰიბრიდი.

27.დაცული ტერიტორია _ ბიოლოგიური მრავალფეროვნების, ბუნებრივი რესურსებისა და ბუნებრივ გარემოში ჩართული კულტურული ფენომენების შენარჩუნების თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სახმელეთო ტერიტორია და (ან) აკვატორია, რომლის დაცვა და მართვა ხორციელდება გრძელვადიან და მყარ სამართლებრივ საფუძველზე. დაცული ტერიტორია იქმნება უმნიშვნელოვანესი ეროვნული მემკვიდრეობის _ უნიკალური, იშვიათი და დამახასიათებელი ეკოსისტემების, მცენარეთა და ცხოველთა სახეობების, ბუნებრივი წარმონაქმნებისა და კულტურული არეალების დასაცავად და აღსადგენად, მათი სამეცნიერო, საგანმანათლებლო, რეკრეაციული და ბუნებრივი რესურსების დამზოგავი მეურნეობის განვითარებისათვის გამოყენების უზრუნველსაყოფად.

28.სახელმწიფო ნაკრძალი _ დაცული ტერიტორია, რომელიც შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების I კატეგორიას _ მკაცრი ბუნებრივი რეზერვატი (Strict Narure Reserve / Wilderness Area).

29.ეროვნული პარკი _ დაცული ტერიტორია, რომელიც შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების II კატეგორიას _ „ეროვნული პარკი“ (National Park).

30.ბუნების ძეგლი _ დაცული ტერიტორია, რომელიც შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების III კატეგორიას _ ბუნების ძეგლი (Natural Monument).

31.აღკვეთილი _ დაცული ტერიტორია, რომელიც შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების IV კატეგორიას _ ჰაბიტატების/სახეობების მართვის ტერიტორია (Habitat / Species Management Area).

32.დაცული ლანდშაფტი _ დაცული ტერიტორია, რომელიც შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების V კატეგორიას _ დაცული ლანდშაფტი (Protected Landscape).

33.მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია _ დაცული ტერიტორია, რომელიც შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების VI კატეგორიას _ რესურსების მართვის დაცული ტერიტორია (Managed Resource Protected Area).

34.სამინისტრო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

35.(ამოღებულია - 07.12.2017, №1697).

36.საქმიანობა – სამეწარმეო, სამეურნეო ან ნებისმიერი სხვა საქმიანობა, მათ შორის, განსახლებისა და განვითარების გეგმებისა და პროექტების განხორციელება, ინფრასტრუქტურული პროექტების, ქალაქთმშენებლობითი გეგმების, დარგობრივი გეგმების, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული წყლის, ტყის, მიწის, წიაღისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვის და მათი გამოყენებისა და სარგებლობის პროექტებისა და პროგრამების განხორციელება, აგრეთვე იმ საწარმოების მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია და ტექნიკური და ტექნოლოგიური განახლება, რომლებიც ახდენენ გავლენას ან შეიძლება მოახდინონ გავლენა გარემოს მდგომარეობის ხარისხზე.

37.გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება – გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი გადაწ ყვეტილება. [37 1 . ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა − „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა. (ამოქმედდეს  2026 წლის 1 სექტემბრიდან) ] 38. მანიპულაციები _ მეცნიერული კვლევისა და მოვლა-პატრონობის აქტიური ქმედება და საქმიანობა, კერძოდ ბუნებრივი მასალის მოპოვება, ლაბორატორიებისა და საცდელი სადგურების მოწყობა, გარეულ ცხოველთა სახეობების ინტროდუქცია, რეინტროდუქცია, ტრანსლოკაცია, სანიტარიული, სამეცნიერო-საცდელი და სხვა მოვლითი და აღდგენითი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებები (მათ შორის ყველა სახეობის საცდელი ჭრა) და სხვა.

39.გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა სახეობები - საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი გარეული ცხოველების სახეობები. საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი № 2380 - სსმ I, № 18 24.06.200 3 წ., მუხ. 120 საქართველოს 2014 წლის 26 დეკემბრის კანონი №2997 – ვებგვერდი, 12.01.2015წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №903 - ვებგვერდი, 21.06.2017წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1697 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3236 – ვებგვერდი, 13.07.2018წ. საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1452 – ვებგვერდი, 24.03.2022წ. საქართველოს 2023 წლის 29 ივნისის კანონი №3385 – ვებგვერდი, 30.06.2023წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ცხოველთა სამყარო _ ყველა სახის გარეული ცხოველების ერთობლიობა, რომლებიც მუდმივად ან დროებით ბინადრობენ საქართველოს ტერიტორიაზე, მის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და იმყოფებიან ბუნებრივი თავისუფლების მდგომარეობაში. 2. გარეული ცხოველები _ ცხოველთა სამყაროს მიკუთვნებულ ცოცხალ ორგანიზმთა ყველა სისტემატიკური კატეგორია, მათში შემავალი სახეობები და პოპულაციები. 3. ქორდიანი ცხოველები _ გარეული ცხოველები, რომელთაც აქვთ ქორდა (ზურგის სიმი). 4. ხერხემლიანი ცხოველები _ ქორდიან გარეულ ცხოველთა ერთ-ერთი ტიპი, რომელიც აერთიანებს ხერხემლისა და ქალის მქონე მაღალორგანიზებულ ცხოველებს. მათ მიეკუთვნება მრგვალპირიანები, თევზები, ამფიბიები, ქვეწარმავლები, ფრინველები და ძუძუმწოვრები. 5. უხერხემლო ცხოველები _ გარეული ცხოველები, რომელთაც ქორდა (ზურგის სიმი) არ გააჩნიათ. მათ მიეკუთვნება ცხოველთა სამყაროში შემავალი ყველა ცოცხალი ორგანიზმი, ხერხემლიან ცხოველთა გარდა. 6. ეგზოტური ცხოველები _ ქვეყნის ფარგლებს გარედან შემოყვანილი გარეული ცხოველები, რომლებიც ადგილობრივი პირობებისათვის (კლიმატი და სხვა) არ არიან დამახასიათებელი. 7. პოპულაცია _ გარკვეულ ტერიტორიაზე მობინადრე ერთი სახეობის ინდივიდთა ერთობლიობა. 8. გარეულ ცხოველთა ჯგუფი _ ერთი სახეობის ინდივიდთა ბუნებრივი გაერთიანება. 9. ტაქსონომიური ერთეული _ მეტ-ნაკლები ხარისხით ურთიერთისაგან ნათესაურად განსხვავებულ გარეულ ცხოველთა დაქვემდებარებული სისტემატიკური ჯგუფი. 10. დერივატები _ გარეულ ცხოველთა სხეულის ნაწილები (ორგანოები, ტყავი, ბეწვი, რქები და სხვა). 11. ცხოველთა სამყაროს (გარეულ ცხოველთა) საბინადრო გარემო (ჰაბიტატი) _ ადგილი ან ადგილმდებარეობის ტიპი, სადაც ბუნებრივი თავისუფლების პირობებში იმყოფებიან გარეულ ცხოველთა ცალკეული ინდივიდები ან პოპულაციები. 12. ცხოველთა სამყაროს სახეობრივი მრავალფეროვნება _ ცხოველთა მრავალფეროვნება სახეობებს შორის, ერთი სახეობის ფარგლებში და ეკოლოგიურ სისტემებში. 13. ცხოველთა სამყაროს გენეტიკური რესურსები _ ბიოლოგიური რესურსების ნაწილი, რომელიც შეიცავს ცხოველური წარმოშობის მემკვიდრეობის ფუნქციონალური ერთეულების მატარებელ გენეტიკურ მასალას. 14. მდგრადი განვითარება _ საზოგადოების განვითარების ისეთი სისტემა, რომელიც გარემოს დაცვისა და საზოგადოების ეკონომიკური განვითარების ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ადამიანის ცხოვრების დონის ზრდას და მომავალი თაობების უფლებას _ ისარგებლონ შეუქცევადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებებისაგან მაქსიმალურად დაცული ბუნებრივი რესურსებითა და გარემოთი. 15. მდგრადი განვითარების პრინციპები _ პრინციპები, რომლებიც ინტეგრირებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1992 წლის რიო-დე-ჟანეიროს გარემოსა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციის (United Nations Conference on Environment and Development, Rio de Janeiro, 1992) მიერ მიღებულ „გარემოსა და განვითარების რიოს დეკლარაციის“, „21-ე საუკუნის გლობალური მდგრადი განვითარების პროგრამის _ დღის წესრიგ 21-ის“ და „ტყეების დაცვის, მდგრადი განვითარებისა და მართვის პრინციპების შესახებ არასაკანონმდებლო ვალდებულებათა განცხადების“ დასკვნით დოკუმენტებში. 16. ცხოველთა სამყაროს მდგრადობა _ ცხოველთა სამყაროს სახეობრივი მრავალფეროვნების არსებობა განუსაზღვრელი დროის განმავლობაში. 17. ცხოველთა სამყაროს მდგრადი გამოყენება _ ცხოველთა სამყაროს ისეთი გამოყენება, რომლის დროსაც განუსაზღვრელი დროის განმავლობაში უზრუნველყოფილია ცხოველთა სამყაროს სახეობრივი მრავალფეროვნების შენარჩუნება, მდგრადობა და აღწარმოების უნარი. 18. გადარჩენის სტაცია _ ტერიტორია, სადაც გარეული ცხოველები თავს აფარებენ ექსტრემალური პირობების დროს. 19. ცხოველთა სამყაროს in-situ კონსერვაცია _ გარეულ ცხოველთა სახეობების დაცვა ბუნებრივ პირობებში. 20. ცხოველთა სამყაროს ex-situ კონსერვაცია _ გარეულ ცხოველთა სახეობების დაცვა ხელოვნურ პირობებში. 21. გენოფონდის რეზერვატი _ ტერიტორია, სადაც ხელოვნურ პირობებში ხდება გარეულ ცხოველთა სახეობების შენარჩუნება და გამრავლება ბუნებაში მათი აღდგენის მიზნით. 22. ტრანსლოკაცია _ კრებსითი შინაარსის ტერმინი, რომელიც მოიცავს რეინტროდუქციის, ინტროდუქციისა და რესტოკინგის ცნებებს. 23. ინტროდუქცია _ ფაუნისთვის უცხო სახეობების შემოყვანა მათი ბუნებაში გაშვების მიზნით. 24. რეინტროდუქცია _ გარეულ ცხოველთა სახეობების ბუნებაში აღდგენის ღონისძიება. გარეული ცხოველის შეყვანა მისი გავრცელების ისტორიულ არეალში, სადაც ამ სახეობის არც ერთი ინდივიდი აღარ არის შენარჩუნებული. 25. რესტოკინგი _ გარეულ ცხოველთა სახეობების ბუნებაში აღდგენის ღონისძიება. გარეული ცხოველის შეყვანა მისი გავრცელების ისტორიულ არეალში, სადაც შემორჩენილია ამ სახეობის ძალზე მცირერიცხოვანი პოპულაცია. 26. ჰიბრიდიზაცია _ გარეულ ცხოველთა სხვადასხვა სახეობების, ქვესახეობებისა და ფორმების, ასევე გარეულ და შინაურ ცხოველთა ერთმანეთთან შეჯვარება, რომლის შედეგადაც მიიღება ნაჯვარი _ ჰიბრიდი. 27. დაცული ტერიტორია _ ბიოლოგიური მრავალფეროვნების, ბუნებრივი რესურსებისა და ბუნებრივ გარემოში ჩართული კულტურული ფენომენების შენარჩუნების თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სახმელეთო ტერიტორია და (ან) აკვატორია, რომლის დაცვა და მართვა ხორციელდება გრძელვადიან და მყარ სამართლებრივ საფუძველზე. დაცული ტერიტორია იქმნება უმნიშვნელოვანესი ეროვნული მემკვიდრეობის _ უნიკალური, იშვიათი და დამახასიათებელი ეკოსისტემების, მცენარეთა და ცხოველთა სახეობების, ბუნებრივი წარმონაქმნებისა და კულტურული არეალების დასაცავად და აღსადგენად, მათი სამეცნიერო, საგანმანათლებლო, რეკრეაციული და ბუნებრივი რესურსების დამზოგავი მეურნეობის განვითარებისათვის გამოყენების უზრუნველსაყოფად. 28. სახელმწიფო ნაკრძალი _ დაცული ტერიტორია, რომელიც შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების I კატეგორიას _ მკაცრი ბუნებრივი რეზერვატი (Strict Narure Reserve / Wilderness Area). 29. ეროვნული პარკი _ დაცული ტერიტორია, რომელიც შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების II კატეგორიას _ „ეროვნული პარკი“ (National Park). 30. ბუნების ძეგლი _ დაცული ტერიტორია, რომელიც შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების III კატეგორიას _ ბუნების ძეგლი (Natural Monument). 31. აღკვეთილი _ დაცული ტერიტორია, რომელიც შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების IV კატეგორიას _ ჰაბიტატების/სახეობების მართვის ტერიტორია (Habitat / Species Management Area). 32. დაცული ლანდშაფტი _ დაცული ტერიტორია, რომელიც შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების V კატეგორიას _ დაცული ლანდშაფტი (Protected Landscape). 33. მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია _ დაცული ტერიტორია, რომელიც შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების VI კატეგორიას _ რესურსების მართვის დაცული ტერიტორია (Managed Resource Protected Area). 34. სამინისტრო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. 35. (ამოღებულია - 07.12.2017, №1697). 36. საქმიანობა – სამეწარმეო, სამეურნეო ან ნებისმიერი სხვა საქმიანობა, მათ შორის, განსახლებისა და განვითარების გეგმებისა და პროექტების განხორციელება, ინფრასტრუქტურული პროექტების, ქალაქთმშენებლობითი გეგმების, დარგობრივი გეგმების, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული წყლის, ტყის, მიწის, წიაღისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვის და მათი გამოყენებისა და სარგებლობის პროექტებისა და პროგრამების განხორციელება, აგრეთვე იმ საწარმოების მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია და ტექნიკური და ტექნოლოგიური განახლება, რომლებიც ახდენენ გავლენას ან შეიძლება მოახდინონ გავლენა გარემოს მდგომარეობის ხარისხზე. 37. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება – გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება.გადაწ ყვეტილება. [37 1 . ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა − „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა. (ამოქმედდეს  2026 წლის 1 სექტემბრიდან) ] 38. მანიპულაციები _ მეცნიერული კვლევისა და მოვლა-პატრონობის აქტიური ქმედება და საქმიანობა, კერძოდ ბუნებრივი მასალის მოპოვება, ლაბორატორიებისა და საცდელი სადგურების მოწყობა, გარეულ ცხოველთა სახეობების ინტროდუქცია, რეინტროდუქცია, ტრანსლოკაცია, სანიტარიული, სამეცნიერო-საცდელი და სხვა მოვლითი და აღდგენითი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებები (მათ შორის ყველა სახეობის საცდელი ჭრა) და სხვა. 39. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა სახეობები - საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი გარეული ცხოველების სახეობები. საქართველოს 200 32003 წლის 6 ივნის ისივნისის კანონი № 2380 - სსმ I, № 18 24.06 . 20024.06.200 3 წ., მუხ. 120 საქართველოს 2014 წლის 26 დეკემბრის კანონი №2997  – ვებგვერდი, 12.01.2015წ. საქართველოს 2017 წლის  1  ივნისის  კანონი №903  - ვებგვერდი, 21.06.2017წ. საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის  კანონი №1697  –  ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 20  ივლისის  კანონი №3236  –  ვებგვერდი, 13.07.2018წ. საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1452 – ვებგვერდი, 24.03.2022წ. საქართველოს 2023 წლის 29 ივნისის კანონი №3385 – ვებგვერდი, 30.06.2023წ.
რედაქციების შედარება

1. ცხოველთა სამყარო _ ყველა სახის გარეული ცხოველების ერთობლიობა, რომლებიც მუდმივად ან დროებით ბინადრობენ საქართველოს ტერიტორიაზე, მის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და იმყოფებიან ბუნებრივი თავისუფლების მდგომარეობაში. 2. გარეული ცხოველები _ ცხოველთა სამყაროს მიკუთვნებულ ცოცხალ ორგანიზმთა ყველა სისტემატიკური კატეგორია, მათში შემავალი სახეობები და პოპულაციები. 3. ქორდიანი ცხოველები _ გარეული ცხოველები, რომელთაც აქვთ ქორდა (ზურგის სიმი). 4. ხერხემლიანი ცხოველები _ ქორდიან გარეულ ცხოველთა ერთ-ერთი ტიპი, რომელიც აერთიანებს ხერხემლისა და ქალის მქონე მაღალორგანიზებულ ცხოველებს. მათ მიეკუთვნება მრგვალპირიანები, თევზები, ამფიბიები, ქვეწარმავლები, ფრინველები და ძუძუმწოვრები. 5. უხერხემლო ცხოველები _ გარეული ცხოველები, რომელთაც ქორდა (ზურგის სიმი) არ გააჩნიათ. მათ მიეკუთვნება ცხოველთა სამყაროში შემავალი ყველა ცოცხალი ორგანიზმი, ხერხემლიან ცხოველთა გარდა. 6. ეგზოტური ცხოველები _ ქვეყნის ფარგლებს გარედან შემოყვანილი გარეული ცხოველები, რომლებიც ადგილობრივი პირობებისათვის (კლიმატი და სხვა) არ არიან დამახასიათებელი. 7. პოპულაცია _ გარკვეულ ტერიტორიაზე მობინადრე ერთი სახეობის ინდივიდთა ერთობლიობა. 8. გარეულ ცხოველთა ჯგუფი _ ერთი სახეობის ინდივიდთა ბუნებრივი გაერთიანება. 9. ტაქსონომიური ერთეული _ მეტ-ნაკლები ხარისხით ურთიერთისაგან ნათესაურად განსხვავებულ გარეულ ცხოველთა დაქვემდებარებული სისტემატიკური ჯგუფი. 10. დერივატები _ გარეულ ცხოველთა სხეულის ნაწილები (ორგანოები, ტყავი, ბეწვი, რქები და სხვა). 11. ცხოველთა სამყაროს (გარეულ ცხოველთა) საბინადრო გარემო (ჰაბიტატი) _ ადგილი ან ადგილმდებარეობის ტიპი, სადაც ბუნებრივი თავისუფლების პირობებში იმყოფებიან გარეულ ცხოველთა ცალკეული ინდივიდები ან პოპულაციები. 12. ცხოველთა სამყაროს სახეობრივი მრავალფეროვნება _ ცხოველთა მრავალფეროვნება სახეობებს შორის, ერთი სახეობის ფარგლებში და ეკოლოგიურ სისტემებში. 13. ცხოველთა სამყაროს გენეტიკური რესურსები _ ბიოლოგიური რესურსების ნაწილი, რომელიც შეიცავს ცხოველური წარმოშობის მემკვიდრეობის ფუნქციონალური ერთეულების მატარებელ გენეტიკურ მასალას. 14. მდგრადი განვითარება _ საზოგადოების განვითარების ისეთი სისტემა, რომელიც გარემოს დაცვისა და საზოგადოების ეკონომიკური განვითარების ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ადამიანის ცხოვრების დონის ზრდას და მომავალი თაობების უფლებას _ ისარგებლონ შეუქცევადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებებისაგან მაქსიმალურად დაცული ბუნებრივი რესურსებითა და გარემოთი. 15. მდგრადი განვითარების პრინციპები _ პრინციპები, რომლებიც ინტეგრირებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1992 წლის რიო-დე-ჟანეიროს გარემოსა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციის (United Nations Conference on Environment and Development, Rio de Janeiro, 1992) მიერ მიღებულ „გარემოსა და განვითარების რიოს დეკლარაციის“, „21-ე საუკუნის გლობალური მდგრადი განვითარების პროგრამის _ დღის წესრიგ 21-ის“ და „ტყეების დაცვის, მდგრადი განვითარებისა და მართვის პრინციპების შესახებ არასაკანონმდებლო ვალდებულებათა განცხადების“ დასკვნით დოკუმენტებში. 16. ცხოველთა სამყაროს მდგრადობა _ ცხოველთა სამყაროს სახეობრივი მრავალფეროვნების არსებობა განუსაზღვრელი დროის განმავლობაში. 17. ცხოველთა სამყაროს მდგრადი გამოყენება _ ცხოველთა სამყაროს ისეთი გამოყენება, რომლის დროსაც განუსაზღვრელი დროის განმავლობაში უზრუნველყოფილია ცხოველთა სამყაროს სახეობრივი მრავალფეროვნების შენარჩუნება, მდგრადობა და აღწარმოების უნარი. 18. გადარჩენის სტაცია _ ტერიტორია, სადაც გარეული ცხოველები თავს აფარებენ ექსტრემალური პირობების დროს. 19. ცხოველთა სამყაროს in-situ კონსერვაცია _ გარეულ ცხოველთა სახეობების დაცვა ბუნებრივ პირობებში. 20. ცხოველთა სამყაროს ex-situ კონსერვაცია _ გარეულ ცხოველთა სახეობების დაცვა ხელოვნურ პირობებში. 21. გენოფონდის რეზერვატი _ ტერიტორია, სადაც ხელოვნურ პირობებში ხდება გარეულ ცხოველთა სახეობების შენარჩუნება და გამრავლება ბუნებაში მათი აღდგენის მიზნით. 22. ტრანსლოკაცია _ კრებსითი შინაარსის ტერმინი, რომელიც მოიცავს რეინტროდუქციის, ინტროდუქციისა და რესტოკინგის ცნებებს. 23. ინტროდუქცია _ ფაუნისთვის უცხო სახეობების შემოყვანა მათი ბუნებაში გაშვების მიზნით. 24. რეინტროდუქცია _ გარეულ ცხოველთა სახეობების ბუნებაში აღდგენის ღონისძიება. გარეული ცხოველის შეყვანა მისი გავრცელების ისტორიულ არეალში, სადაც ამ სახეობის არც ერთი ინდივიდი აღარ არის შენარჩუნებული. 25. რესტოკინგი _ გარეულ ცხოველთა სახეობების ბუნებაში აღდგენის ღონისძიება. გარეული ცხოველის შეყვანა მისი გავრცელების ისტორიულ არეალში, სადაც შემორჩენილია ამ სახეობის ძალზე მცირერიცხოვანი პოპულაცია. 26. ჰიბრიდიზაცია _ გარეულ ცხოველთა სხვადასხვა სახეობების, ქვესახეობებისა და ფორმების, ასევე გარეულ და შინაურ ცხოველთა ერთმანეთთან შეჯვარება, რომლის შედეგადაც მიიღება ნაჯვარი _ ჰიბრიდი. 27. დაცული ტერიტორია _ ბიოლოგიური მრავალფეროვნების, ბუნებრივი რესურსებისა და ბუნებრივ გარემოში ჩართული კულტურული ფენომენების შენარჩუნების თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სახმელეთო ტერიტორია და (ან) აკვატორია, რომლის დაცვა და მართვა ხორციელდება გრძელვადიან და მყარ სამართლებრივ საფუძველზე. დაცული ტერიტორია იქმნება უმნიშვნელოვანესი ეროვნული მემკვიდრეობის _ უნიკალური, იშვიათი და დამახასიათებელი ეკოსისტემების, მცენარეთა და ცხოველთა სახეობების, ბუნებრივი წარმონაქმნებისა და კულტურული არეალების დასაცავად და აღსადგენად, მათი სამეცნიერო, საგანმანათლებლო, რეკრეაციული და ბუნებრივი რესურსების დამზოგავი მეურნეობის განვითარებისათვის გამოყენების უზრუნველსაყოფად. 28. სახელმწიფო ნაკრძალი _ დაცული ტერიტორია, რომელიც შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების I კატეგორიას _ მკაცრი ბუნებრივი რეზერვატი (Strict Narure Reserve / Wilderness Area). 29. ეროვნული პარკი _ დაცული ტერიტორია, რომელიც შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების II კატეგორიას _ „ეროვნული პარკი“ (National Park). 30. ბუნების ძეგლი _ დაცული ტერიტორია, რომელიც შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების III კატეგორიას _ ბუნების ძეგლი (Natural Monument). 31. აღკვეთილი _ დაცული ტერიტორია, რომელიც შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების IV კატეგორიას _ ჰაბიტატების/სახეობების მართვის ტერიტორია (Habitat / Species Management Area). 32. დაცული ლანდშაფტი _ დაცული ტერიტორია, რომელიც შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების V კატეგორიას _ დაცული ლანდშაფტი (Protected Landscape). 33. მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია _ დაცული ტერიტორია, რომელიც შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების VI კატეგორიას _ რესურსების მართვის დაცული ტერიტორია (Managed Resource Protected Area). 34. სამინისტრო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. 35. (ამოღებულია - 07.12.2017, №1697). 36. საქმიანობა – სამეწარმეო, სამეურნეო ან ნებისმიერი სხვა საქმიანობა, მათ შორის, განსახლებისა და განვითარების გეგმებისა და პროექტების განხორციელება, ინფრასტრუქტურული პროექტების, ქალაქთმშენებლობითი გეგმების, დარგობრივი გეგმების, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული წყლის, ტყის, მიწის, წიაღისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვის და მათი გამოყენებისა და სარგებლობის პროექტებისა და პროგრამების განხორციელება, აგრეთვე იმ საწარმოების მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია და ტექნიკური და ტექნოლოგიური განახლება, რომლებიც ახდენენ გავლენას ან შეიძლება მოახდინონ გავლენა გარემოს მდგომარეობის ხარისხზე. 37. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება – გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გარემოსდაცვითიგადაწყვეტილება, გადაწყვეტილება.რომელსაც გასცემს სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 38. მანიპულაციები _ მეცნიერული კვლევისა და მოვლა-პატრონობის აქტიური ქმედება და საქმიანობა, კერძოდ ბუნებრივი მასალის მოპოვება, ლაბორატორიებისა და საცდელი სადგურების მოწყობა, გარეულ ცხოველთა სახეობების ინტროდუქცია, რეინტროდუქცია, ტრანსლოკაცია, სანიტარიული, სამეცნიერო-საცდელი და სხვა მოვლითი და აღდგენითი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებები (მათ შორის ყველა სახეობის საცდელი ჭრა) და სხვა. 39. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა სახეობები - საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი გარეული ცხოველების სახეობები. საქართველოს 200 3 წლის 6 ივნის ის კანონი № 2380 - სსმ I, № 18 24.06 . 200 3 წ., მუხ. 120 საქართველოს 2014 წლის 26 დეკემბრის კანონი №2997 – ვებგვერდი, 12.01.2015წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №903 - ვებგვერდი, 21.06.2017წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1697 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3236 – ვებგვერდი, 13.07.2018წ. საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1452 – ვებგვერდი, 24.03.2022წ.

ამ მუხლის ისტორია· 7

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 სექ. 2026· გამოქვეყნდა 30 ივნ. 2023
  2. 1 მაი. 2022· გამოქვეყნდა 24 მარ. 2022
  3. 3 ივნ. 2019· გამოქვეყნდა 13 აგვ. 2018
  4. 1 იან. 2018· გამოქვეყნდა 21 ივნ. 2017
  5. 14 დეკ. 2017
  6. 15 იან. 2015· გამოქვეყნდა 12 იან. 2015
  7. 8 ივლ. 2003· გამოქვეყნდა 24 ივნ. 2003
წინა მუხლი 1შემდეგი მუხლი 3

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-06-29 · №20

1
ციტირებულია მუხლი
7
ცვლილება
ბოლო 2023-06-30
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 1

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ცხოველთა სამყაროს შესახებ

  • 7ცხოველთა სამყაროს ობიექტები
  • 8ცხოველთა სამყაროს ობიექტთა დაყოფა ჯგუფების მიხედვით
  • 4„ ცხოველთა სამყაროს შესახებ” საქართველოს კანონის რეგულირების საგანი

გარემოს დაცვის შესახებ

  • 4ძირითადი ცნებების განმარტებანი
  • 46ველურ მცენარეთა და გარეულ ცხოველთა დაცვა

შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

  • 1კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 1ტერმინების განმარტება

თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 1ტერმინების განმარტება

დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

  • 1¹ტერმინთა განმარტება

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

  • 2ტერმინების განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11121¹4461784332
მითითებამნიშვნელობით ახლოსცხოველთა სამყაროს შესა…გარემოს დაცვის შესახებშინაურ ბინადარ ცხოველთ…საქართველოს „წითელი ნუ…კოლხეთის დაცული ტერიტო…თუშეთის, ბაწარა-ბაბანე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 29 ივნ. 2023