Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამიკრობანკების საქმიანობის შესახებმუხლი 2

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2027
თემები:მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ადმინისტრატორი – მიკრობანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, დირექტორატის წევრი ან/და სხვა პირი, რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ აქვს მიკრობანკის საქმიანობის დაგეგმვის, მართვის ან/და კონტროლის უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა. აღნიშნულ პირთა პოზიციების ჩამონათვალს ამტკიცებს მიკრობანკის სამეთვალყურეო საბჭო; ბ) მიკრობანკი – სააქციო საზოგადოების სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული იურიდიული პირი, რომელიც ლიცენზირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ და ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ საბანკო საქმიანობას; გ) მიკრობანკთან დაკავშირებული პირი – ადმინისტრატორი, აქციონერი, მასთან ნათესაური კავშირის მქონე პირი, რომელიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, I რიგის ან II რიგის კანონით მემკვიდრეა, ან მასთან საქმიანი ინტერესებით დაკავშირებული პირი; დ) ბენეფიციარი მესაკუთრე – პირი, რომელიც კანონის ან გარიგების საფუძველზე იღებს ფულად ან სხვა სარგებელს და რომელსაც ამ სარგებლის სხვა პირისთვის გადაცემის ვალდებულება არ აკისრია, ხოლო თუ ბენეფიციარი მესაკუთრე არის არასამეწარმეო (არაკომერციული) მიზნებისთვის შექმნილი იურიდიული პირი ან მესაკუთრე იურიდიულ პირს არ ჰყავს მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე პირი – მისი მმართველი ორგანოს წევრი; ე) ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფი – პარტნიორების (აქციონერების) ჯგუფი, რომლებსაც აქვთ ახლონათესაური კავშირი, პარტნიორები (აქციონერები), რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებული არიან, გარდა მიკრობანკისა, სხვა კომერციული ინტერესებით, პარტნიორები (აქციონერები), რომელთა შორისაც არსებობს მიკრობანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ აშკარა ან ფარული შეთანხმება ნებისმიერი ფორმით; ვ) მიკრობანკის საქმიანობა – ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული საქმიანობები; ზ) ფინანსური ინსტიტუტი – „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფინანსური ინსტიტუტი; თ) შვილობილი საწარმო (შვილობილი ორგანიზაცია) – იურიდიული პირი ან იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელსაც სათავო საწარმო (სათავო ორგანიზაცია) აკონტროლებს; ი) სათავო საწარმო (სათავო ორგანიზაცია) – იურიდიული პირი, რომელსაც აქვს ერთი ან ერთზე მეტი შვილობილი საწარმო (შვილობილი ორგანიზაცია); კ) კონტროლი – საწარმოს ხმის უფლების მქონე აქციების/წილის 50 პროცენტის ან 50 პროცენტზე მეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფლობა ან/და საწარმოსთან დადებული ხელშეკრულების, მისი წესდების ან/და სხვა აქციონერებთან ან პარტნიორებთან დადებული შეთანხმების საფუძველზე მინიჭებული საწარმოს საქმიანობის მართვის უფლებამოსილება, რომელიც მაკონტროლებელ პირს აძლევს ეკონომიკური სარგებლის მიღებისა და მის ოდენობაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობას, მათ შორის, ადმინისტრატორთა უმრავლესობის დანიშვნის ან გათავისუფლების უფლებამოსილებას; ლ) მაკონტროლებელი პირი – კონტროლის განმახორციელებელი პირი; მ) მონათესავე საწარმო – იურიდიული პირის კონტროლისადმი დაქვემდებარებული საწარმო, აგრეთვე მისი მაკონტროლებელი პირები და მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საწარმოები; ნ) პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც იურიდიული პირი არ არის; ო) მნიშვნელოვანი წილი – პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფის პირდაპირ ან არაპირდაპირ მფლობელობაში არსებული მიკრობანკის განაღდებული კაპიტალის ან ნებადართული კაპიტალის ან/და ხმის უფლების მქონე აქციების 10 პროცენტზე მეტი წილი ან/და პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფის მიერ მიკრობანკზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა ან/და კონტროლი, მიუხედავად კაპიტალში ან/და ხმის უფლების მქონე აქციებში წილის ოდენობისა; პ) მნიშვნელოვანი გავლენა – საწარმოს ფინანსურ და საოპერაციო პოლიტიკასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლება, რომელიც არ არის ამ პოლიტიკის კონტროლი ან ერთობლივი კონტროლი; ჟ) არაპირდაპირი მონაწილეობა (ფლობა) – იურიდიული პირის კაპიტალში წილის ფლობა შესაბამისი მესამე პირის მეშვეობით; რ) საზედამხედველო კაპიტალი – კაპიტალის სახეობა, რომელიც იქმნება მიკრობანკის საქმიანობის განსახორციელებლად, მოსალოდნელი თუ მოულოდნელი ფინანსური დანაკარგების/ზარალის გასანეიტრალებლად და სხვადასხვა სახის რისკისგან დასაცავად; ს) სააქციო კაპიტალი – მიკრობანკის აქციონერთა კაპიტალი, რომელიც არის მიკრობანკის მთლიან აქტივებსა და მთლიან ვალდებულებებს შორის სხვაობა; ტ) ნებადართული კაპიტალი – სააქციო საზოგადოების აქციონერთა მიერ დათქმული და მისი წესდებით გათვალისწინებული კაპიტალი; უ) განაღდებული კაპიტალი – ნებადართული კაპიტალის ფულადი ფორმით შევსებული ნაწილი; ფ) ახლო ნათესავი − „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ახლო ნათესავი; [ ქ) ფაქტორინგი − „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული გარიგება. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან) ] 2. ამ კანონში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა. საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1462 - ვებგვერდი, 06.04.2026წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ადმინისტრატორი – მიკრობანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, დირექტორატის წევრი ან/და სხვა პირი, რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ აქვს მიკრობანკის საქმიანობის დაგეგმვის, მართვის ან/და კონტროლის უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა. აღნიშნულ პირთა პოზიციების ჩამონათვალს ამტკიცებს მიკრობანკის სამეთვალყურეო საბჭო; ბ) მიკრობანკი – სააქციო საზოგადოების სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული იურიდიული პირი, რომელიც ლიცენზირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ და ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ საბანკო საქმიანობას; გ) მიკრობანკთან დაკავშირებული პირი – ადმინისტრატორი, აქციონერი, მასთან ნათესაური კავშირის მქონე პირი, რომელიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, I რიგის ან II რიგის კანონით მემკვიდრეა, ან მასთან საქმიანი ინტერესებით დაკავშირებული პირი; დ) ბენეფიციარი მესაკუთრე – პირი, რომელიც კანონის ან გარიგების საფუძველზე იღებს ფულად ან სხვა სარგებელს და რომელსაც ამ სარგებლის სხვა პირისთვის გადაცემის ვალდებულება არ აკისრია, ხოლო თუ ბენეფიციარი მესაკუთრე არის არასამეწარმეო (არაკომერციული) მიზნებისთვის შექმნილი იურიდიული პირი ან მესაკუთრე იურიდიულ პირს არ ჰყავს მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე პირი – მისი მმართველი ორგანოს წევრი; ე) ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფი – პარტნიორების (აქციონერების) ჯგუფი, რომლებსაც აქვთ ახლონათესაური კავშირი, პარტნიორები (აქციონერები), რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებული არიან, გარდა მიკრობანკისა, სხვა კომერციული ინტერესებით, პარტნიორები (აქციონერები), რომელთა შორისაც არსებობს მიკრობანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ აშკარა ან ფარული შეთანხმება ნებისმიერი ფორმით; ვ) მიკრობანკის საქმიანობა – ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული საქმიანობები; ზ) ფინანსური ინსტიტუტი – „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფინანსური ინსტიტუტი; თ) შვილობილი საწარმო (შვილობილი ორგანიზაცია) – იურიდიული პირი ან იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელსაც სათავო საწარმო (სათავო ორგანიზაცია) აკონტროლებს; ი) სათავო საწარმო (სათავო ორგანიზაცია) – იურიდიული პირი, რომელსაც აქვს ერთი ან ერთზე მეტი შვილობილი საწარმო (შვილობილი ორგანიზაცია); კ) კონტროლი – საწარმოს ხმის უფლების მქონე აქციების/წილის 50 პროცენტის ან 50 პროცენტზე მეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფლობა ან/და საწარმოსთან დადებული ხელშეკრულების, მისი წესდების ან/და სხვა აქციონერებთან ან პარტნიორებთან დადებული შეთანხმების საფუძველზე მინიჭებული საწარმოს საქმიანობის მართვის უფლებამოსილება, რომელიც მაკონტროლებელ პირს აძლევს ეკონომიკური სარგებლის მიღებისა და მის ოდენობაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობას, მათ შორის, ადმინისტრატორთა უმრავლესობის დანიშვნის ან გათავისუფლების უფლებამოსილებას; ლ) მაკონტროლებელი პირი – კონტროლის განმახორციელებელი პირი; მ) მონათესავე საწარმო – იურიდიული პირის კონტროლისადმი დაქვემდებარებული საწარმო, აგრეთვე მისი მაკონტროლებელი პირები და მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საწარმოები; ნ) პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც იურიდიული პირი არ არის; ო) მნიშვნელოვანი წილი – პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფის პირდაპირ ან არაპირდაპირ მფლობელობაში არსებული მიკრობანკის განაღდებული კაპიტალის ან ნებადართული კაპიტალის ან/და ხმის უფლების მქონე აქციების 10 პროცენტზე მეტი წილი ან/და პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფის მიერ მიკრობანკზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა ან/და კონტროლი, მიუხედავად კაპიტალში ან/და ხმის უფლების მქონე აქციებში წილის ოდენობისა; პ) მნიშვნელოვანი გავლენა – საწარმოს ფინანსურ და საოპერაციო პოლიტიკასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლება, რომელიც არ არის ამ პოლიტიკის კონტროლი ან ერთობლივი კონტროლი; ჟ) არაპირდაპირი მონაწილეობა (ფლობა) – იურიდიული პირის კაპიტალში წილის ფლობა შესაბამისი მესამე პირის მეშვეობით; რ) საზედამხედველო კაპიტალი – კაპიტალის სახეობა, რომელიც იქმნება მიკრობანკის საქმიანობის განსახორციელებლად, მოსალოდნელი თუ მოულოდნელი ფინანსური დანაკარგების/ზარალის გასანეიტრალებლად და სხვადასხვა სახის რისკისგან დასაცავად; ს) სააქციო კაპიტალი – მიკრობანკის აქციონერთა კაპიტალი, რომელიც არის მიკრობანკის მთლიან აქტივებსა და მთლიან ვალდებულებებს შორის სხვაობა; ტ) ნებადართული კაპიტალი – სააქციო საზოგადოების აქციონერთა მიერ დათქმული და მისი წესდებით გათვალისწინებული კაპიტალი; უ) განაღდებული კაპიტალი – ნებადართული კაპიტალის ფულადი ფორმით შევსებული ნაწილი; ფ) ახლო ნათესავი − „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ახლო ნათესავი.ნათესავი; [ ქ) ფაქტორინგი − „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული გარიგება. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან) ] 2. ამ კანონში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა. საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1462 - ვებგვერდი, 06.04.2026წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2027 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 6 აპრ. 2026
წინა მუხლი 1შემდეგი მუხლი 3

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბენეფიციარული მესაკუთრის გამჟღავნება5 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №5

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2026-04-06
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 3

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 7ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმები

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 1ტერმინთა განმარტება

ფაქტორინგის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
  • 7შესაფერისობის კრიტერიუმები

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

მაუწყებლობის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

დაგროვებითი პენსიის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ

  • 2—

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
22272122223722
მითითებამნიშვნელობით ახლოსმიკრობანკების საქმიანო…კომერციული ბანკების სა…ფაქტორინგის შესახებფულის გათეთრებისა და ტ…მიკროსაფინანსო ორგანიზ…საქართველოს ეროვნული ბ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026