1.ეს კანონი არეგულირებს ძირითად სამართლებრივ ურთიერთობებს:
ა) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და ფიზიკურ და იურიდიულ (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის განურჩევლად) პირებს შორის ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სფეროში;
ბ) სამართლებრივ ურთიერთობებს ხმელეთზე, ნიადაგში, წყალში, ატმოსფეროში, ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ბუნებრივი თავისუფლების, ნახევრად თავისუფლების ან ხელოვნურად შექმნილ გარემო პირობებში მუდმივად ან დროებით მობინადრე გარეულ ცხოველთა და ცხოველთა სამყაროს ობიექტების დაცვის, აღწარმოებისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სფეროში.
2.ურთიერთობებს იმ სასოფლო-სამეურნეო, შინაურ და სხვა ცხოველთა დაცვის, აღწარმოებისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სფეროში, რომლებსაც აქვთ სამეურნეო, სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი, ესთეტიკური და სხვა დანიშნულება, აწესრიგებს საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობა.
3.პასუხისმგებლობას იმ სასოფლო-სამეურნეო, შინაურ და სხვა ცხოველთა დაცვის, მოვლა-პატრონობისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის წესების დარღვევისათვის, რომლებსაც აქვთ სამეურნეო, სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი, ესთეტიკური და სხვა დანიშნულება, ადგენს საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობა.
4.ურთიერთობები ცხოველთა სამყაროს საბინადრო გარემოს დაცვისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სფეროში რეგულირდება ამ კანონით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
5.ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის დროს ტყის, მიწის, წყლის და სხვა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობასა და მათ გამოყენებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს აწესრიგებს საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობა.
6.ეს კანონი მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ეს კანონი არეგულირებს ძირითად სამართლებრივ ურთიერთობებს:ა) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და ფიზიკურ და იურიდიულ (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის განურჩევლად) პირებს შორის ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სფეროში;ბ) სამართლებრივ ურთიერთობებს ხმელეთზე, ნიადაგში, წყალში, ატმოსფეროში, ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ბუნებრივი თავისუფლების, ნახევრად თავისუფლების ან ხელოვნურად შექმნილ გარემო პირობებში მუდმივად ან დროებით მობინადრე გარეულ ცხოველთა და ცხოველთა სამყაროს ობიექტების დაცვის, აღწარმოებისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სფეროში.2. ურთიერთობებს იმ სასოფლო-სამეურნეო, შინაურ და სხვა ცხოველთა დაცვის, აღწარმოებისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სფეროში, რომლებსაც აქვთ სამეურნეო, სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი, ესთეტიკური და სხვა დანიშნულება, აწესრიგებს საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობა.3. პასუხისმგებლობას იმ სასოფლო-სამეურნეო, შინაურ და სხვა ცხოველთა დაცვის, მოვლა-პატრონობისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის წესების დარღვევისათვის, რომლებსაც აქვთ სამეურნეო, სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი, ესთეტიკური და სხვა დანიშნულება, ადგენს საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობა.4. ურთიერთობები ცხოველთა სამყაროს საბინადრო გარემოს დაცვისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სფეროში რეგულირდება ამ კანონით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.5. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის დროს ტყის, მიწის, წყლის და სხვა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობასა და მათ გამოყენებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს აწესრიგებს საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობა.6. ეს კანონი მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №15
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
3 ივნ. 2019 – 1 სექ. 2020ტექსტი უცნობია
1 იან. 2019 – 3 ივნ. 2019ტექსტი უცნობია
1 იან. 2018 – 1 იან. 2019ტექსტი უცნობია
14 დეკ. 2017 – 1 იან. 2018ტექსტი უცნობია
… – 14 დეკ. 2017ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.
მნიშვნელობით ახლოსცხოველთა სამყაროს შესა…გარემოს დაცვის შესახებბუნების ძეგლების შექმნ…არაგვის დაცული ლანდშაფ…შინაურ ბინადარ ცხოველთ…კვერეთის აღკვეთილის შე…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №20 · ბოლოს შემოწმდა