Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებმუხლი 2

ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ

მუხლი 2

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 5 ოქტ. 2022

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სელექციონერი: ა.ა) პირი, რომელმაც გამოავლინა და გააუმჯობესა ან რომელმაც გამოიყვანა ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიში; ა.ბ) ამ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული პირის სამუშაოს მიმცემი ან დავალების გამცემი; ა.გ) ამ ქვეპუნქტის „ა.ა“ ან „ა.ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული პირის უფლებამონაცვლე; ბ) განაცხადი – ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად გაფორმებული, ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციისა და მოწმობის გაცემისათვის აუცილებელი საბუთების ერთობლიობა; გ) მოწმობა – ამ კანონის შესაბამისად ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციისა და სელექციონერის უფლების დამადასტურებელი, დამცავი დოკუმენტი; დ) ცხოველის ჯიში – ცხოველთა ჯგუფი, რომელსაც, დაცვისუნარიანობის მიუხედავად, აქვს გენეტიკურად განპირობებული კონსტიტუციურ-ექსტერიერული ნიშან-თვისებები; ამასთანავე, ზოგი მათგანი სპეციფიკურია და განასხვავებს მას სხვა ცხოველთა ჯგუფებისაგან. ჯიში შეიძლება წარმოდგენილი იყოს მდედრი ან მამრი ინდივიდით ან სანაშენე მასალით; ე) ცხოველის ჯიშის დაცვის კატეგორიები – ტიპი, ხაზი; ვ) სანაშენე ცხოველი – ჯიშის აღწარმოებისა და გამრავლებისათვის გათვალისწინებული ცხოველი; ზ) სანაშენე მასალა – სანაშენე ცხოველი, მისი თესლი და ემბრიონი; თ) საწარმოო დანიშნულების ცხოველი – ცხოველი, რომელიც გამოიყენება ჯიშის აღწარმოების მიზნებისაგან განსხვავებული მიზნებისათვის; ი) საწყისი ჯიში – სელექციონერის მიერ ახალი ჯიშის გამოსაყვანად შერჩეული ცხოველის ან/და მცენარის ჯიში; კ) მცენარის ჯიში – მცენარეთა ჯგუფი, ცნობილი ბოტანიკური ტაქსონის უდაბლესი საფეხურის ფარგლებში, რომელიც, მიუხედავად იმისა, აკმაყოფილებს თუ არა სრულად სელექციონერის უფლების მინიჭების პირობებს, შესაძლებელია განისაზღვროს მოცემული გენოტიპით ან გენოტიპთა კომბინაციით განპირობებულ მახასიათებელთა გამომჟღავნებით, განსხვავდება სხვა მცენარეთა ჯგუფებისაგან მითითებული განპირობებული მახასიათებლებიდან სულ მცირე ერთის გამომჟღავნებით და შეიძლება განხილულ იქნეს მთლიანად მისი უცვლელად კვლავწარმოებისათვის გამოდგომის თვალსაზრისით; ლ) გასამრავლებელი მასალა – მცენარის ჯიშის გამრავლებისათვის განკუთვნილი თესლი, მცენარე ან მისი ნაწილი; მ) მოსავალი – მცენარის ჯიშის გამრავლების შედეგად მიღებული ნებისმიერი სახის პროდუქტი; ნ) მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის საერთაშორისო კონვენცია – 1961 წლის 2 დეკემბრის „მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის საერთაშორისო კონვენცია“; ო) კავშირი – მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის კავშირი, რომელიც დაფუძნებულია მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის საერთაშორისო კონვენციით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 14 დეკ. 2017 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 1შემდეგი მუხლი 3

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 5 ოქტ. 2022 · №2

  • 1 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ

  • 33
  • 12
  • 20

სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

  • 26²ტერმინთა განმარტება

საქართველოს კანონი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ

  • 4ტერმინთა განმარტება

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ

  • 4ტერმინთა განმარტება

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26²331220442232232
მნიშვნელობით ახლოსსავალდებულო სერტიფიცირ…ცხოველთა და მცენარეთა …საქართველოს „წითელი ნუ…საქართველოს კანონი ოჯა…სურსათად/ცხოველის საკვ…საქონლის ადგილწარმოშობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 5 ოქტ. 2022 · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა 31 ოქტ. 2026