Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაშინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებმუხლი 6

შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ

მუხლი 6. ცხოველთა მართვის სფეროში უფლებამოსილი ორგანოები

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 9 ივლ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.ცხოველთა მართვის სფეროში უფლებამოსილი ორგანოები არიან მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო და სააგენტო.

2.მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით ახორციელებს: ა)  მეპატრონის მიერ ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობას; ბ) მიმკედლებლის მიერ ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობას; გ) საშენის რეგისტრაციას; დ) უპატრონო/მიკედლებული ცხოველის პოპულაციის მართვასა და ანტირაბიულ ვაქცინაციას; ე) მიკედლებული ცხოველის დაჭერის შესახებ ინფორმაციის მიმკედლებლისთვის შეტყობინებას; ვ) უპატრონო/მიკედლებული ცხოველის ლეშის განკარგვას; ზ) ცხოველთა მართვის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების მიერ ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვის გეგმურ და არაგეგმურ მონიტორინგს.

3.მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო უპატრონო/მიკედლებული ცხოველის დროებითი განთავსების, მოვლა-პატრონობის, პოპულაციის მართვისა და ანტირაბიული ვაქცინაციის უზრუნველსაყოფად დამოუკიდებლად ან სხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად ქმნის მუნიციპალურ თავშესაფარს ან აღნიშნულ საქმიანობებს ახორციელებს თავის მიერ უფლებამოსილი პირის მეშვეობით.

4.მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია უპატრონო/მიკედლებული ცხოველის პოპულაციის მართვა განახორციელოს ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი წესით.

5.სააგენტო ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით: ა) ახორციელებს მონაცემთა ერთიანი ბაზის მართვას ცხოველის მიკვლევადობის უზრუნველსაყოფად; ბ) ახორციელებს ცხოველთა მართვის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების მიერ ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვაზე სახელმწიფო კონტროლს; გ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

6.სააგენტოს უფლება აქვს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ცხოველის ჰიპერპოპულაციის მართვის დროებითი ღონისძიებების განსახორციელებლად უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, სტერილიზაცია/კასტრაცია და ანტირაბიული ვაქცინაცია.

7.საქართველოს საბაჟო საზღვარზე ცხოველის გადაადგილებისას ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ახორციელებენ სააგენტო და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური, თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

წინა მუხლი 5შემდეგი მუხლი 7

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-07-09

2
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 18

მიუთითებენ მასზე

მუხლი 11მუხლი 24

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ

  • 18უპატრონო/მიკედლებული ცხოველის პოპულაციის მართვა
  • 9ცხოველთა მართვის სფეროში მონაწილე სუბიექტები
  • 7მეპატრონე

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ

  • 36მუნიციპალიტეტებისთვის დელეგირებული უფლებამოსილებები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში

ცხოველთა სამყაროს შესახებ

  • 10საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა კომპეტენცია
  • 62სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა ცხოველთა სამყაროს დაცვასა და მისი ობიექტებით სარგებლობაზე
  • 12მუნიციპალიტეტის ორგანოთა კომპეტენცია ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სფეროში

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

  • 60უფლებამოსილი პირის მოვალეობები და პასუხისმგებლობა
  • 22სააგენტოს უფლებამოსილებები და ვალდებულებები სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში
  • 21¹სააგენტოს სამართლებრივი სტატუსი

სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ

  • 10გადამხდელი სააგენტო

სოციალური დახმარების შესახებ

  • 18მუნიციპალიტეტის ორგანოების კომპეტენციები და უფლება-მოვალეობანი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3618106212602221¹10181124976
მითითებამნიშვნელობით ახლოსშინაურ ბინადარ ცხოველთ…საზოგადოებრივი ჯანმრთე…ცხოველთა სამყაროს შესა…სურსათის/ცხოველის საკვ…სოფლის მეურნეობისა და …სოციალური დახმარების შ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 9 ივლ. 2025