Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაშინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებმუხლი 9

შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ

მუხლი 9. ცხოველთა მართვის სფეროში მონაწილე სუბიექტები

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 9 ივლ. 2025
თემები:საკვები და სასმელისპორტული ორგანიზაციები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით სახელმწიფო კონტროლს ექვემდებარებიან ცხოველთა მართვის სფეროში მონაწილე შემდეგი სუბიექტები: ა) ვეტერინარული დაწესებულება − პირი, რომელიც ახორციელებს ცხოველის ვეტერინარულ მომსახურებას, მათ შორის, ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, სტერილიზაციას/კასტრაციას, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის დაავადებების პროფილაქტიკასა და მკურნალობას, ზოონოზური დაავადებებისგან დაცვას (მათ შორის, ანტირაბიულ ვაქცინაციას), და ქვეყანაში ვეტერინარული კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფას; ბ) თავშესაფარი − პირი, რომელიც უზრუნველყოფს ცხოველის დროებით მოვლა-პატრონობას, იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, სტერილიზაციას/კასტრაციას, ვაქცინაციას ან/და უპატრონო ცხოველისთვის მეპატრონის/მიმკედლებლის მოძიებას; გ) ცხოველების დროებითი მოთავსების ობიექტი (სასტუმრო) − პირი, რომელიც უზრუნველყოფს მეპატრონის მიერ მიბარებული ცხოველის დროებით განთავსებასა და მოვლა-პატრონობას; დ) საშენი − პირი, რომელიც ახორციელებს ცხოველების მიზნობრივ და გეგმაზომიერ მოშენებას, აგრეთვე ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, სანაშენე წიგნის (დოკუმენტი, რომელშიც შეტანილია ინფორმაცია ცხოველის წინაპრების შესახებ) წარმოებას, სანაშენე ცხოველისა და მიღებული ნაყარის დოკუმენტურ აღრიცხვას; ე) კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულება − პირი, რომელიც ახორციელებს საკონსულტაციო/საგანმანათლებლო მომსახურებას, მათ შორის, ცხოველის მოშენების, წვრთნის, სოციალიზაციის, ქცევის კორექციისა და მოვლა-პატრონობის მიმართულებებით; ვ) რეალიზატორი − პირი, რომელიც ახორციელებს ცხოველის მოვლა-პატრონობას, ყიდის მას, აგრეთვე უზრუნველყოფს ცოფისა და სხვა საშიში დაავადებების საწინააღმდეგო დროულ ვაქცინაციას და სხვა სახის ვეტერინარულ მომსახურებას; ზ) ცხოველების მოვლისა და ჰიგიენური მომსახურების (გრუმინგი) ობიექტი − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული პირი, რომელიც ახორციელებს ცხოველის ჰიგიენური და გარეგნული მდგომარეობის შენარჩუნებასთან/გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ მომსახურებას.

2.ცხოველების მოვლისა და ჰიგიენური მომსახურების (გრუმინგი) ობიექტი: ა) ვალდებულია ცხოველის მიღებისთანავე გადაამოწმოს მისი იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია; ბ) უფლებამოსილი არ არის, მომსახურება გაუწიოს ცხოველს, რომელიც რეგისტრირებული არ არის მონაცემთა ერთიან ბაზაში.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სუბიექტები ცხოველის კეთილდღეობის დაცვის უზრუნველსაყოფად ვალდებული არიან შეასრულონ ცხოველის მოვლა-პატრონობის ზოგადი მოთხოვნები: ა) სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა; ბ) უსაფრთხოების წესების დაცვა; გ) ცხოველის დარწყულება და საჭიროების შემთხვევაში აგრეთვე კვება; დ) ცხოველის განსათავსებელი სივრცის სათანადო ინსოლაცია/განათება, დათბუნება და ვენტილაცია; ე) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს ან/და სააგენტოს მიმართვის საფუძველზე მოთხოვნილი ინფორმაციის წარდგენა; ვ) ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი სხვა მოთხოვნების დაცვა.

წინა მუხლი 8შემდეგი მუხლი 10

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მეცხოველეობის სამართალისერვისის გვერდი
  • ცხენოსნობის სამართალისერვისის გვერდი
  • ცხოველთა გარიგებებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-07-09

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 24

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ

  • 6ცხოველთა მართვის სფეროში უფლებამოსილი ორგანოები
  • 10ცხოველის ვეტერინარული მომსახურება
  • 3ტერმინთა განმარტება

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

  • 26²ვეტერინარული სახელმწიფო კონტროლის მექანიზმები
  • 19„სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო ორგანოთა უფლებამოსილებები და ვალდებულებები
  • 25სახელმწიფო კონტროლის სახეები

ცხოველთა სამყაროს შესახებ

  • 62სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა ცხოველთა სამყაროს დაცვასა და მისი ობიექტებით სარგებლობაზე
  • 4„ ცხოველთა სამყაროს შესახებ” საქართველოს კანონის რეგულირების საგანი
  • 10საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა კომპეტენცია

საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

  • 27სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოები

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 13¹რეგულირების სფერო

ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ

  • 28გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
276241013¹26²1925282461039
მითითებამნიშვნელობით ახლოსშინაურ ბინადარ ცხოველთ…სურსათის/ცხოველის საკვ…ცხოველთა სამყაროს შესა…საქართველოს „წითელი ნუ…პროდუქტის უსაფრთხოების…ცოცხალი გენმოდიფიცირებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 9 ივლ. 2025