Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაშინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებმუხლი 11

შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ

მუხლი 11. თავშესაფარი და მისი საქმიანობის ფარგლები

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 9 ივლ. 2025
თემები:ობიექტის ლიცენზირება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910111213

1.ამ კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მუნიციპალიტეტს უფლება აქვს, დამოუკიდებლად ან სხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად შექმნას მუნიციპალური თავშესაფარი ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის, სტერილიზაციის/კასტრაციის, ვაქცინაციისა და მისთვის მეპატრონის/მიმკედლებლის მოძიების უზრუნველსაყოფად.

2.ცხოველის კეთილდღეობის დაცვის, მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის მიზნით ნებისმიერ ფიზიკურ პირს ან იურიდიულ პირს შეუძლია შექმნას კერძო თავშესაფარი.

3.თავშესაფარი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მოაწყოს: ა) ვოლიერები და ვეტერინარული სივრცე შესაბამისი პროცედურების ჩასატარებლად; ბ) ვოლიერი, სადაც ცხოველი განთავსდება ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენამდე, განკურნებამდე, თავშესაფრიდან გაყვანამდე ან ევთანაზიამდე. ვოლიერი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ბ.ა) ცხოველს უნდა აძლევდეს გადაადგილებისა და საკვების მიღების საშუალებას; ბ.ბ) ცხოველს არ უნდა უზღუდავდეს თავისუფალი სივრცის ხედვის საშუალებას − არ უნდა იყოს ოთხმხრივად დახურული, აგრეთვე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ვოლიერის სათანადო ვენტილაცია; გ) საკარანტინო სივრცე ცხოველის იზოლაციის უზრუნველსაყოფად; დ) გასასეირნებელი სივრცე ცხოველის სათანადო ფიზიკური აქტივობის უზრუნველსაყოფად.

4.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თავშესაფრის საქმიანობა, მათ შორის, ცხოველის პოპულაციის მართვის მიზნით განსაზღვრული ღონისძიებები და პროცედურები, რეგულირდება ამ კანონის მე-18 მუხლით.

5.კერძო თავშესაფარი ვალდებულია ცხოველის მიღებისთანავე მონაცემთა ერთიან ბაზაში გადაამოწმოს მისი იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია.

6.ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის ჩატარების შემდეგ ვეტერინარი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეამოწმოს ცხოველი. ამ შემოწმების საფუძველზე, ვეტერინარის გადაწყვეტილებით, ცხოველი შეიძლება მოთავსდეს კარანტინში/იზოლაციაში.

7.თუ ცხოველის შესახებ ინფორმაცია შეტანილი არ არის მონაცემთა ერთიან ბაზაში, კერძო თავშესაფარს უფლება აქვს, თავად უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, სტერილიზაცია/კასტრაცია და ანტირაბიული ვაქცინაცია. ამ პროცედურების ჩატარების შეუძლებლობის შემთხვევაში კერძო თავშესაფარი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად.

8.ცხოველის მიერ სხვა ცხოველის ან/და ადამიანის დაკბენის/დაკაწვრის/დადორბვლის შემთხვევაში ცხოველი უნდა მოთავსდეს კარანტინში/იზოლაციაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

9.თუ კერძო თავშესაფარი მომსახურებას უწევს ცხოველს, რომელსაც გადაუდებელი ვეტერინარული მომსახურება ესაჭიროება, კერძო თავშესაფარი ვალდებულია მხოლოდ გადაუდებელი ვეტერინარული მომსახურების გაწევის შემდეგ უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილი წესით.

10.კერძო თავშესაფარს უფლება აქვს, იდენტიფიცირებულ-რეგისტრირებული, სტერილიზებული/კასტრირებული და ვაქცინირებული (ანტირაბიული ვაქცინაცია) ცხოველისთვის მოიძიოს მეპატრონე/მიმკედლებელი და მონაცემთა ერთიან ბაზაში განაახლოს მის შესახებ ინფორმაცია.

11.კერძო თავშესაფარს უფლება აქვს, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს გაუწიოს მომსახურება, მათ შორის, ცხოველის პოპულაციის მართვასა და დროებით შეფარებაში.

12.კერძო თავშესაფარში საშენის მოწყობა აკრძალულია.

13.კერძო თავშესაფარი ვალდებულია განახორციელოს აქტიური კომუნიკაცია და კოორდინაცია შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, მათ შორის, ცოფის ან სხვა ზოონოზური დაავადებების გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

წინა მუხლი 10შემდეგი მუხლი 12

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მოხუცთა თავშესაფრების სამართლებრივი რეგულირებასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-07-09

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
3
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 16მუხლი 18მუხლი 6

მიუთითებენ მასზე

მუხლი 24

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ

  • 7მეპატრონე
  • 8ცხოველის მიკედლება
  • 12ცხოველების დროებითი მოთავსების ობიექტი (სასტუმრო)

ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ

  • 17²მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებელი (თავშესაფარი)

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 67თავშესაფრის მაძიებლის მოვალეობები
  • 29თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში განთავსების მოთხოვნის უფლება

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 57თავშესაფრის მაძიებლის მოვალეობები
  • 67სამინისტრო

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

  • 19ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (თავშესაფრის) მოწყობა

საქართველოს ტყის კოდექსი

  • 63ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოწყობის სამართლებრივი საფუძვლები
  • 62ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოწყობის მიზანი

სოციალური დახმარების შესახებ

  • 18მუნიციპალიტეტის ორგანოების კომპეტენციები და უფლება-მოვალეობანი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
181917²57676362671618624781211
მითითებამნიშვნელობით ახლოსშინაურ ბინადარ ცხოველთ…ქალთა მიმართ ძალადობის…საერთაშორისო დაცვის შე…საერთაშორისო დაცვის შე…ადამიანით ვაჭრობის (ტრ…საქართველოს ტყის კოდექ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 9 ივლ. 2025