ინოვაციური სტარტაპის სტატუსის, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსისა და კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესის დამტკიცების, ინოვაციური სტარტაპის მიერ გაცემული ხელფასის მაქსიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ, რომელიც თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან და ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის ხელშემწყობი მექანიზმების თაობაზე

მუხლი 8 (დანართი 1). ინოვაციური სტარტაპის სტატუსის გაუქმება

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 30 სექ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ინოვაციური სტარტაპის სტატუსი უქმდება : ა ) ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მინიჭების / გაგრძელების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილებით დადგენილი ვადის გასვლით , თუ სუბიექტის მიერ არ მოხდა ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მოქმედების გაგრძელებისა და ყოველწლიური შესაბამისობის დადასტურების მიზნით განაცხადის წარდგენა ან / და ყოველწლიური შესაბამისობის შემოწმების შედეგად გამოვლინდა ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე სუბიექტის შეუსაბამობა „ ინოვაციების შესახებ “ საქართველოს კანონითა და ამ წესით სტატუსისთვის დადგენილ მოთხოვნებთან ; ბ ) ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე სუბიექტისთვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის ან ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში ; გ ) გამოვლინდა ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე სუბიექტის მიერ სტატუსით ბოროტად სარგებლობის ფაქტი , ასევე სტატუსის მოპოვების ან სტატუსის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით , სააგენტოს განზრახ შეცდომაში შეყვანის ფაქტი არასწორი ინფორმაციის წარდგენით ; დ ) ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე სუბიექტი სააგენტოში წარადგენს განცხადებას ინოვაციური სტარტაპის სტატუსის გაუქმების მოთხოვნით .

2.ინოვაციური სტარტაპის სტატუსის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა . სააგენტო სუბიექტისათვის ინოვაციური სტარტაპის სტატუსის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად სათანადო მასალებს დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს , რომელიც მათ განსახილველად წარადგენს საქართველოს მთავრობის უახლოეს სხდომაზე .

3.ინოვაციური სტარტაპის სტატუსის გაუქმების შემთხვევაში , სუბიექტი არ არის უფლებამოსილი , მიმართოს სააგენტოს ინოვაციური სტრატაპის სტატუსის ხელახლა მინიჭების თაობაზე მოთხოვნით .

4.საქართველოს მთავრობა გამოსცემს განკარგულებას სუბიექტისთვის ინოვაციური სტარტაპის სტატუსის გაუქმების შესახებ . საქართველოს მთავრობის განკარგულება ეგზავნება განმცხადებელს , საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს , სააგენტოს , სსიპ − შემოსავლების სამსახურსა და სსიპ − საფინანსო - ანალიტიკურ სამსახურს .

5.სტატუსი გაუქმებულად ითვლება : ა ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ ა “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − სტატუსის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების თვის დასაწყისიდან ; ბ ​) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ ბ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − საერთაშორისო კომპანიის ან ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭების თარიღიდან ; გ ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ გ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მინიჭების თარიღიდან ; დ ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ დ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − სტატუსის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების თვის დასაწყისიდან .

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ინოვაციური სტარტაპის სტატუსის, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსისა და კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესის დამტკიცების, ინოვაციური სტარტაპის მიერ გაცემული ხელფასის მაქსიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ, რომელიც თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან და ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის ხელშემწყობი მექანიზმების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5479125456⁴1615²15⁸15¹7 (და…15 (დ…4 (და…8 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსინოვაციური სტარტაპის ს…ინოვაციების შესახებსაქართველოს საპატენტო …უმაღლესი განათლების შე…ინვესტიციების სახელმწი…განათლების ხარისხის გა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა