ინოვაციური სტარტაპის სტატუსის, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსისა და კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესის დამტკიცების, ინოვაციური სტარტაპის მიერ გაცემული ხელფასის მაქსიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ, რომელიც თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან და ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის ხელშემწყობი მექანიზმების თაობაზე

მუხლი 4 (დანართი 1). ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მინიჭების თაობაზე განაცხადის განხილვის წესი

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 30 სექ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მინიჭების თაობაზე განაცხადის მიღებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში სააგენტო ამოწმებს მის შესაბამისობ ას „ ინოვაციების შესახებ “ საქართველოს კანონის 15 1 მუხლის მე -2 პუნქტისა და ამ წესის მე -3 მუხლის მე -2 პუნქტის „ ა “, „ გ “ − „ ე “ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებთან , ხოლო ამ წესის მე -3 მუხლის მე -2 პუნქტის „ ბ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნასთან შესაბამისობას , ამავე ვადაში , ამოწმებს სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე შექმნილი კომისია .

2.თუ განაცხადი არ აკმაყოფილებს „ ინოვაციების შესახებ “ საქართველოს კანონისა და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს , სააგენტო ადგენს ხარვეზს და ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მაძიებელ სუბიექტს განუსაზღვრავს 10 სამუშაო დღეს ხარვეზის აღმოსაფხვრელად . სააგენტო 10 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით წარმოდგენილ ინფორმაციას / დოკუმენტაციას და განაცხადის შესაბამისაობას „ ინოვაციების შესახებ “ საქართველოს კანონის 15 1 მუხლის მე -2 პუნქტითა და ამ წესის მე -3 მუხლის მე -2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან . თუ აღნიშნულ ვადაში სუბიექტის მიერ არ იქნა აღმოფხვრილი ხარვეზი , სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ .

3.თუ განაცხადი აკმაყოფილებს „ ინოვაციების შესახებ “ საქართველოს კანონის 15 1 მუხლის მე -2 პუნქტითა და ამ წესის მე -3 მუხლის მე -2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს , სააგენტო განაცხადს წარუდგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს მთავრობის სხდომაზე წარსადგენად .

4.სუბიექტისთვის ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა , რის თაობაზე გამოსცემს განკარგულებას .

5.სუბიექტს ინოვაციური სტარტაპის სტატუსი ენიჭება 1 წლის ვადით , რომელიც შეიძლება გაგრძელდეს „ ინოვაციების შესახებ “ საქართველოს კანონისა და ამ წესის შესაბამისად .

6.სუბიექტი სტატუსის მქონედ ითვლება და შესაბამისი მხარდამჭერი მექანიზმით სარგებლობას შეძლებს სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან . ინოვაციური სტარტაპის სტატუსი , „ ინოვაციების შესახებ “ საქართველოს კანონისა და ამ წესის შესაბამისად დადგენილი წესით სტატუსის მოქმედების გაგრძელების შემთხვევაში , შეიძლება მოქმედებდეს არაუმეტეს 10 წლის ვადით .

7.სუბიექტისათვის ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მინიჭების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება ეგზავნება განმცხადებელს , საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს , სააგენტოს , სსიპ − შემოსავლების სამსახურსა და სსიპ − საფინანსო - ანალიტიკურ სამსახურს .

8.სააგენტო , სუბიექტისთვის ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მინიჭების თაობაზე განკარგულების მიღებიდან 1 სამუშაო დღის ვადაში ახდენს სუბიექტის რეგისტრაციას ინოვაციების რეესტრში .

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ინოვაციური სტარტაპის სტატუსის, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსისა და კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესის დამტკიცების, ინოვაციური სტარტაპის მიერ გაცემული ხელფასის მაქსიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ, რომელიც თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან და ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის ხელშემწყობი მექანიზმების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
15249 (და…15¹315⁸15²321883 (და…7 (და…12 (დ…19 (დ…4 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსინოვაციების შესახებინოვაციური სტარტაპის ს…მომხმარებლის უფლებების…ელექტრონული კომერციის …საქონლის ადგილწარმოშობ…ცხოველთა და მცენარეთა …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა