ინოვაციური სტარტაპის სტატუსის, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსისა და კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესის დამტკიცების, ინოვაციური სტარტაპის მიერ გაცემული ხელფასის მაქსიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ, რომელიც თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან და ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის ხელშემწყობი მექანიზმების თაობაზე

მუხლი 7 (დანართი 1). ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მოთხოვნებთან ყოველწლიური შესაბამისობის შემოწმება

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 30 სექ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სააგენტო ახდენს ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მოთხოვნებთან ყოველწლიური შესაბამისობის დადასტურების მიზნით წარმოდგენილი განაცხადის შემოწმებას მისი მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში .

2.თუ განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ წესის მე -6 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს , სააგენტო ადგენს ხარვეზს და ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე სუბიექტს განუსაზღვრავს 5 კალენდარულ დღეს ხარვეზის აღმოსაფხვრელად . სააგენტო 10 კალენდარული დღის ვადაში ამოწმებს ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით წარმოდგენილ ინფორმაციას / დოკუმენტაციას . აღნიშნულ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობა გულისხმობს „ ინოვაციების შესახებ “ საქართველოს კანონითა და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე სუბიექტის შეუსაბამობას , რა შემთხვევაშიც დგება ამ წესის მე -8 მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებული შედეგი .

3.„ ინოვაციების შესახებ “ საქართველოს კანონითა და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე სუბიექტის შესაბამისობის შემთხვევაში , სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სტატუსის მოქმედების ვადის ამ სტატუსისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ვადის ფარგლებში 1 წლით გაგრძელების შესახებ .

4.„ ინოვაციების შესახებ “ საქართველოს კანონითა და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან ინოვაციური სტარტაპის მქონე სუბიექტის შეუსაბამობის შემთხვევაში , დგება ამ წესის მე -8 მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებული შედეგი .

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ინოვაციური სტარტაპის სტატუსის, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსისა და კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესის დამტკიცების, ინოვაციური სტარტაპის მიერ გაცემული ხელფასის მაქსიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ, რომელიც თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან და ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის ხელშემწყობი მექანიზმების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
15232415²15⁸15¹321886 (და…8 (და…4 (და…14 (დ…21 (დ…7 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსინოვაციური სტარტაპის ს…ინოვაციების შესახებ,,მეწარმეთა და არასამე…ცხოველთა და მცენარეთა …საქონლის ადგილწარმოშობ…ელექტრონული კომერციის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა