ინოვაციური სტარტაპის სტატუსის, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსისა და კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესის დამტკიცების, ინოვაციური სტარტაპის მიერ გაცემული ხელფასის მაქსიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ, რომელიც თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან და ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის ხელშემწყობი მექანიზმების თაობაზე

მუხლი 15 (დანართი 1). ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის გაუქმება

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 30 სექ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსი უქმდება : ა ) თუ სუბიექტის მიერ არ მოხდა ყოველწლიური შესაბამისობის დადასტურების მიზნით განაცხადის წარდგენა ან ყოველწლიური შესაბამისობის შემოწმების შედეგად გამოვლინდა ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტის შეუსაბამობა „ ინოვაციების შესახებ “ საქართველოს კანონითა და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან ; ბ ) ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტი გახდა „ ბუღალტრული აღრიცხვის , ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ “ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირველი ან მეორე კატეგორიის საწარმო ; გ ) გამოვლინდა ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტის მიერ სტატუსით ბოროტად სარგებლობის ფაქტი , ასევე სტატუსის მოპოვების ან სტატუსის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით , სააგენტოს განზრახ შეცდომაში შეყვანის ფაქტი არასწორი ინფორმაციის წარდგენით ; დ ) ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტი სააგენტოში წარადგენს განცხადებას ინოვაციური სტარტაპის სტატუსის გაუქმების მოთხოვნით .

2.ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა . სააგენტო სუბიექტისათვის ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად სათანადო მასალებს დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს , რომელიც მათ განსახილველად წარადგენს საქართველოს მთავრობის უახლოეს სხდომაზე .

3.ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის გაუქმება არ ზღუდავს სუბიექტის უფლებას , ხელახლა მოიპოვოს ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსი , კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში .

4.საქართველოს მთავრობა გამოსცემს განკარგულებას სუბიექტისთვის ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის გაუქმების შესახებ . საქართველოს მთავრობის განკარგულება ეგზავნება განმცხადებელს , საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს , სააგენტოს და სსიპ − შემოსავლების სამსახურს .

5.სტატუსი გაუქმებულად ითვლება : ა ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ ა “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − სტატუსის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების თვის დასაწყისიდან ; ბ ​) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ ბ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − პირველი ან მეორე კატეგორიის საწარმოსთვის , „ ბუღალტრული აღრიცხვის , ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ “ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირველი ან მეორე კატეგორიის საწარმოსთვის დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების მომენტიდან ; გ ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ გ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მინიჭების თარიღიდან ; დ ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ დ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − სტატუსის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების თვის დასაწყისიდან .

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ინოვაციური სტარტაპის სტატუსის, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსისა და კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესის დამტკიცების, ინოვაციური სტარტაპის მიერ გაცემული ხელფასის მაქსიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ, რომელიც თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან და ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის ხელშემწყობი მექანიზმების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
27¹858915⁴15¹15⁵9789114 (დ…8 (და…10 (დ…12 (დ…15 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსინოვაციური სტარტაპის ს…ინოვაციების შესახებსაქართველოს საგადასახა…მეწარმეთა შესახებდაზღვევის შესახებინტელექტუალურ საკუთრებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა