საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევა / დანიშვნა 1. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს მორიგი არჩევნებისთვის ირჩევს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 46- ე დღისა , ხოლო რიგგარეშე არჩევნებისთვის − არაუადრეს 50- ე დღისა და არაუგვიანეს 46- ე დღისა . საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევამდე შესაბამის კანდიდატთა სია ქვეყნდება უ სკოს ოფიციალურ ვებგვერდზე . გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები აირჩევიან არჩევნების დღემდე არაუადრეს მე -11 დღისა და არაუგვიანეს მე -10 დღისა .
2.ამ კანონის 30 - ე მუხლის მე -6 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი პარტიის გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის შესახებ წარედგინება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნების დღემდე არაუადრეს 45- ე დღისა და არაუგვიანეს მე -40 დღისა , გადაწყვეტილება გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში კომისიის წევრის დანიშვნის შესახებ – არჩევნების დღემდე არაუადრეს მე -14 დღისა და არაუგვიანეს მე -10 დღისა .
3.თუ საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის უფლების მქონე პარტია ამ კანონით დადგენილ ვადაში არ გამოიყენებს ამ უფლებას , ის კარგავს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის უფლებას იმავე არჩევნების საარჩევნო პერიოდში .
4.შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სიას უ სკოს ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 29- ე დღისა , გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სიას – არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე -5 დღისა .
5.თუ არჩევნების დღემდე 30- ე დღისთვის , გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიისთვის – არჩევნების დღემდე მე -8 დღისთვის საუბნო საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში დადგენილზე ნაკლები რაოდენობის წევრი აღმოჩნდა , ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას უფლება აქვს , საუბნო საარჩევნო კომისიის გამოკლებული წევრების ადგილზე 3 დღის ვადაში აირჩიოს კომისიის წევრები კონკურსში მონაწილე კანდიდატთაგან ან ხელახლა გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე .
6.საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესს , საკონკურსო პირობებს , ვადებს და აღნიშნულ წევრთა არჩევის წესს განკარგულებით ადგენს უ სკო .
7.საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევისა და მისი ადგილმონაცვლის დანიშვნის შესახებ უფლებამოსილი პარტიის გადაწყვეტილება წარედგინება შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიასა და ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას .
8.თუ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემდეგ მისი ადგილმონაცვლის დანიშვნის უფლების მქონე პარტიამ არ გამოიყენა ეს უფლება , აგრეთვე, თუ საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა და ამის გამო კომისიის შემადგენლობაში დადგენილზე ნაკლები რაოდენობის წევრი აღმოჩნდა , მისი შემადგენლობის შესავსებად კომისიის წევრის ახალი კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 5 დღეში არჩევის უფლება აქვს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას . ასეთ შემთხვევაში პარტია კარგავს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის ხელახლა დანიშვნის უფლებას იმავე არჩევნების საარჩევნო პერიოდში .
9.საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს ირჩევს სახელობითი კენჭისყრით . თითოეულ კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი . საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის არჩევისას არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი , რომელსაც მხარს დაუჭერს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი , იმ პირობით , რომ მას მხარი დაუჭირა , მათ შორის , ცესკოს მიერ 5 წლის ვადით არჩეულმა შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის 3- მა წევრმა მაინც . თუ კანდიდატთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა , არჩეულებად ჩაითვლებიან მათ შორის უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატები . თუ კანდიდატების მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა , ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად . ხელახალი კენჭისყრისას არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი , რომელსაც მხარს დაუჭერს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა . თუ გამარჯვებული კვლავ ვერ გამოვლინდა , იგი წილისყრით განისაზღვრება . თუ ამ პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის შედეგად ყველა ვაკანსია არ შეივსო , გადაწყვეტილებას იღებს უ სკო .
10.საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის არჩევის / დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებაში მიეთითება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად არჩეული / დანიშნული პირის სახელი და გვარი , აგრეთვე იმ საუბნო საარჩევნო კომისიის ნომერი , რომლის წევრადაც აირჩა / დაინიშნა იგი . საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის შესახებ პარტიის გადაწყვეტილებაში მიეთითება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად დანიშნული პირის საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომერი . ამ გადაწყვეტილებას თან ერთვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად დანიშნული პირის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი და ამ პირის თანხმობა .
11.უფლებამოსილი პარტიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად წარდგენილი პირი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად არ ჩაითვლება , თუ : ა ) დაირღვა ამ მუხლით განსაზღვრული საბუთების წარდგენის ვადა ; ბ ) წარდგენილი საბუთები არასრულია ან არაზუსტია და აღნიშნულ საბუთებში არსებული ხარვეზები ამ პუნქტით დადგენილ ვადაში არ აღმოიფხვრა . თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს , შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე 2 დღის ვადაში აცნობებს ამის შესახებ ( შეუსაბამობის მითითებით ) საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დამნიშვნელ / ამრჩევ სუბიექტს . შესწორებული საბუთები საოლქო საარჩევნო კომისიას 3 დღეში უნდა დაუბრუნდეს ; გ ) აღმოჩნდა , რომ ეს პირი საოლქო საარჩევნო კომისიისთვის მისი წარდგენის მომენტისთვის იმავე ან სხვა საარჩევნო კომისიის წევრია ; დ ) წარდგენილი პირი არ აკმაყოფილებს ამ კანონის 30 - ე მუხლის მე -10 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს . ასეთ შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილ პარტიას 2 დღის ვადაში აცნობებს ამის შესახებ და აძლევს დამატებით , 1- დღიან ვადას საუბნო საარჩევნო კომისიის ახალი წევრის წარსადგენად .
12.საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს უფლებამოსილება უწყდება მისი ადგილმონაცვლე კომისიის წევრის არჩევისთანავე .
