საქართველოს საარჩევნო კოდექსი

მუხლი 32. ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისთვის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს ქმნიან შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიები, ხოლო ქალაქ თბილისისა და სხვა თვითმმართველი ქალაქების საკრებულოების არჩევნებისთვის ასეთ საარჩევნო ოლქებს ქმნის ცესკო არაუგვიანეს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წლის 1 ივლისისა, შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიული და ადმინისტრაციული თავისებურებების გათვალისწინებით.

2.ცესკო (ქალაქ თბილისისა და სხვა თვითმმართველი ქალაქების საკრებულოების არჩევნებისთვის) და საოლქო საარჩევნო კომისიები ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებს აზუსტებენ არჩევნების დანიშვნის დღიდან 5 დღის ვადაში.

3.მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს რიგგარეშე არჩევნებისთვის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს ქმნიან და მათ საზღვრებს აზუსტებენ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიები, ხოლო ქალაქ თბილისისა და სხვა თვითმმართველი ქალაქების საკრებულოების რიგგარეშე არჩევნებისთვის ასეთ საარჩევნო ოლქებს ქმნის და მათ საზღვრებს აზუსტებს ცესკო არჩევნების დანიშვნის დღიდან 5 დღის ვადაში.

4.ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების შექმნიდან 2 დღის ვადაში ცესკო და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიები ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებენ ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების შესახებ ცნობას მათი საზღვრების მითითებით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისთვის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს ქმნიან შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიები, ხოლო ქალაქ თბილისისა და სხვა თვითმმართველი ქალაქების საკრებულოების არჩევნებისთვის ასეთ საარჩევნო ოლქებს ქმნის ცესკო არაუგვიანეს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წლის 1 ივლისისა, შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიული და ადმინისტრაციული თავისებურებების გათვალისწინებით. 2. ცესკო (ქალაქ თბილისისა და სხვა თვითმმართველი ქალაქების საკრებულოების არჩევნებისთვის) და საოლქო საარჩევნო კომისიები ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებს აზუსტებენ არჩევნების დანიშვნის დღიდან 5 დღის ვადაში. 3. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს რიგგარეშე არჩევნებისთვის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს ქმნიან და მათ საზღვრებს აზუსტებენ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიები, ხოლო ქალაქ თბილისისა და სხვა თვითმმართველი ქალაქების საკრებულოების რიგგარეშე არჩევნებისთვის ასეთ საარჩევნო ოლქებს ქმნის და მათ საზღვრებს აზუსტებს ცესკო არჩევნების დანიშვნის დღიდან 5 დღის ვადაში. 4. ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების შექმნიდან 2 დღის ვადაში ცესკო და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიები ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებენ ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების შესახებ ცნობას მათი საზღვრების მითითებით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 29 დეკ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
74201615023224311448436782832
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საარჩევნო …აჭარის ავტონომიური რეს…ადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს კონსტიტუცი…რეფერენდუმის შესახებსაქართველოს პარლამენტი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა