საქართველოს საარჩევნო კოდექსი

მუხლი 49. ადგილობრივი

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივი დამკვირვებლისთვის , პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენლისა და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლისთვის დადგენილი მოთხოვნები 1. ამ კანონით განსაზღვრული ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივი დამკვირვებელი/პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენელი არ შეიძლება იმავდროულად იყოს: ა) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი; ბ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრი; გ) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო – მერი, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე; დ) მოსამართლე; ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის, ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი; [ ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის, ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის, ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამშრომელი; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 ნოემბრიდან)] ვ) პროკურატურის თანამდებობის პირი; ზ) პირი, რომელიც არჩევნების დანიშვნიდან იყო/არის საარჩევნო სუბიექტი/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი ან/და მისი წარმომადგენელი; თ) საარჩევნო კომისიის წევრი; ი) სხვა დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელი/პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენელი (ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივი დამკვირვებლის შემთხვევაში); კ) პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენელი/დამკვირვებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი, დამკვირვებელი (პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენლის შემთხვევაში); ლ) პირი, რომელიც არჩევნების დანიშვნიდან იყო/არის პარტიის ხელმძღვანელი პირი; მ) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, – თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან 4 წლის განმავლობაში; ნ) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო სასამართლომ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 4 წლის განმავლობაში.

2.ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივი დამკვირვებელი ასევე არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც: ა) ბოლოს ჩატარებული ორი საერთო არჩევნებიდან ან ბოლოს ჩატარებული ორი შუალედური არჩევნებიდან რომელიმეს დანიშვნის შემდეგ იყო პარტიის მიერ დანიშნული საარჩევნო კომისიის წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი; ბ) ბოლოს ჩატარებული საერთო არჩევნების წლის დასაწყისიდან ან ბოლოს ჩატარებული შუალედური არჩევნების წლის დასაწყისიდან იყო რომელიმე პარტიის შემომწირველი.

3.საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად არ შეიძლება დაინიშნოს: ა) პირი, რომელიც არჩევნების დანიშვნიდან იყო/არის საარჩევნო სუბიექტი ან საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი; ბ) სხვა საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი; გ) საარჩევნო კომისიის წევრი; დ) ადგილობრივი დამკვირვებელი, საერთაშორისო დამკვირვებელი; ე) პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენელი; ვ) დამკვირვებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი; ზ) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, – თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან 4 წლის განმავლობაში; თ) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო სასამართლომ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 4 წლის განმავლობაში.

4.საქართველოს პარლამენტის წევრობის/მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის/მერობის კანდიდატად რეგისტრაციის შემთხვევაში პირს უუქმდება საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად, დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლად, პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენლად რეგისტრაცია (ასეთი რეგისტრაციის არსებობის შემთხვევაში). საქართველოს 2026 წლის 13 ოქტომბრის ორგანული კანონი №1880 – ვებგვერდი, 16.10.2026წ. თავი VII. წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია)

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 1 ნოე. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 დეკ. 2025 – 1 ნოე. 2026 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 16 ოქტ. 2026

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
27¹290290⁶1066¹2¹444814256515549
მნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს საარჩევნო …კორუფციის წინააღმდეგ ბ…მოქალაქეთა პოლიტიკური …საქართველოს მთავრობის …საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა