Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საარჩევნო კოდექსიმუხლი 87

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

მუხლი 87. არჩევნების მეორე ტურის ჩატარებისთვის საჭირო ვადები და ღონისძიებები

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112131415161718192021222324

1.არჩევნების მეორე ტურში მონაწილე ამომრჩევლები ხმას აძლევენ არჩევნების პირველ ტურში არსებული ამომრჩეველთა სიების მიხედვით, რომლებშიც ცვლილებები შეიტანება მხოლოდ შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით: ა) სააგენტოს მიერ ცესკოსთვის მიწოდებული საქართველოს იმ მოქალაქეთა შესახებ მონაცემების შესაბამისად, რომლებსაც არჩევნების პირველი ტურის შემდეგ შეუსრულდათ ან მეორე ტურის ჩატარების დღეს შეუსრულდებათ 18 წელი, აგრეთვე იმავე პერიოდში გარდაცვლილ პირთა შესახებ ინფორმაციის საფუძველზე; ბ) არჩევნების მეორე ტურის ჩატარების დღემდე არაუგვიანეს მე-8 დღისა საოლქო საარჩევნო კომისია ადგენს ამ კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირთა სპეციალურ სიას, შესაბამისი წესით ხმის მიცემის უფლების მქონე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შესახებ მონაცემების გათვალისწინებით; გ) არჩევნების მეორე ტურისთვის გამოიყენება სპეციალური სიები, რომლებიც მეორე ტურის ჩატარების დღისთვის აკმაყოფილებს ამ კანონის 35-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; დ) არჩევნების მეორე ტურის ჩატარების დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა ცესკოს მიერ დამოწმებული ამომრჩეველთა დაზუსტებული სიების (ამომრჩეველთა ერთიანი სიისა და ამომრჩეველთა სპეციალური სიის) საბოლოო ვერსიის (საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი ვერსიისა და საჯარო ვერსიის) 2 ეგზემპლარი გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიას. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანმა ამომრჩეველთა სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია დაუყოვნებლივ უნდა გამოაკრას საუბნო საარჩევნო კომისიის (კენჭისყრის) შენობაში თვალსაჩინო ადგილას; ე) არჩევნების მეორე ტურის ჩატარების დღეს კენჭისყრის შენობაში მისვლის შეუძლებლობის შემთხვევაში ამომრჩეველი კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 8 დღისა მიმართავს საუბნო საარჩევნო კომისიას ხმის გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მიცემის მოთხოვნით. მეორე ტურის ჩატარების დღემდე არაუგვიანეს მე-8 დღისა საუბნო საარჩევნო კომისია ადგენს გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას.

2.არჩევნების მეორე ტურის ჩატარების დღემდე არაუგვიანეს მე-8 დღისა საოლქო საარჩევნო კომისია ადგენს ამომრჩეველთა სპეციალურ სიას.

3.შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით წევრებს უფლებამოსილების ვადა უგრძელდებათ ცესკოს მიერ არჩევნების მეორე ტურის შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღის ჩათვლით.

4.შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მისი უფლებამონაცვლის არჩევა/დანიშვნა შესაძლებელია საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5.არჩევნების მეორე ტურისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების უფლებამოსილებას ახორციელებენ არჩევნების პირველი ტურისთვის საარჩევნო ოლქში შექმნილი შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიები, თუ ცესკო სხვა გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

6.ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა უფლებამოსილების ვადა აითვლება არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის დღიდან, საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის შედგენის დღის ჩათვლით.

7.პარტიის მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში შესაბამის პარტიას ეძლევა უფლება, დანიშნოს კომისიის წევრი საოლქო საარჩევნო კომისიის შეტყობინების მიღებიდან 2 დღის ვადაში. საოლქო საარჩევნო კომისიამ შესაბამის პარტიას საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს.

8.თუ პარტიამ ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილ ვადაში არ გამოიყენა იმავე პუნქტით მინიჭებული უფლება, საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში აირჩიოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი (წევრები) ამავე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად.

9.საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობის 17-ამდე შესავსებად საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია 1 დღის ვადაში, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით გამოაცხადოს კონკურსი, კონკურსის გამოცხადებიდან 1 დღის ვადაში მიიღოს საკონკურსო საბუთები და ამ საბუთების წარდგენის ვადის ამოწურვის მომდევნო დღეს აირჩიოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი (წევრები).

10.აკრძალულია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევა არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღემდე ბოლო 4 დღის განმავლობაში, კენჭისყრის დღეს და კენჭისყრის დღის მომდევნო დღეს.

11.არჩევნების მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს უფლებამოსილების ვადა უგრძელდებათ მეორე ტურის შედეგების გასაჩივრების ვადის ამოწურვამდე.

12.ამ მუხლით განსაზღვრულ საარჩევნო სუბიექტებს უფლება აქვთ, ამ კანონით დადგენილი წესით დანიშნონ ან/და შეცვალონ წარმომადგენლები.

13.არჩევნების მეორე ტურში საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად არ შეიძლება დაინიშნოს ამ საარჩევნო სუბიექტის მიერ არჩევნების პირველ ტურში წარდგენილი კანდიდატი.

14.ცესკოსა და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ დამკვირვებელ ორგანიზაციებსა და მათ რეგისტრირებულ დამკვირვებლებს უფლებამოსილების ვადა უგრძელდებათ არჩევნების მეორე ტურის შედეგების გასაჩივრების ვადის ამოწურვამდე.

15.ცესკოსა და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში აკრედიტებულ მედიის ორგანიზაციების წარმომადგენლებს აკრედიტაციის ვადა უგრძელდებათ არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგების გამოცხადების დღის ჩათვლით.

16.ამ მუხლით განსაზღვრულ დამკვირვებელ ორგანიზაციებს უფლება აქვთ, შესაბამისი საარჩევნო კომისიების მდივნებს არჩევნების მეორე ტურის ჩატარების დღემდე არაუგვიანეს მე-5 დღისა წარუდგინონ დამკვირვებელთა ახალი/დამატებითი სიები.

17.რეგისტრირებულ მედიის ორგანიზაციებს უფლება აქვთ, მედიის წარმომადგენელთა აკრედიტაციისთვის შესაბამისი საარჩევნო კომისიების მდივნებს არჩევნების მეორე ტურის ჩატარების დღემდე არაუგვიანეს მე-5 დღისა, ამ კანონით დადგენილი წესით წარუდგინონ დამატებითი სიები.

18.მთვლელებთან ერთად საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ ნამდვილი ან/და ბათილი საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესში მონაწილეობის მიზნით ამ კანონის 73-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წილისყრა არ იმართება და არჩევნების მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს ავტომატურად ენიჭებათ აღნიშნულ პროცედურაში მონაწილეობის უფლება.

19.ამ მუხლის მე-18 პუნქტით დადგენილი წესების შესრულების, ამ კანონის 73-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული არანაკლებ 3 მთვლელის გამოვლენისა და იმავე მუხლის მე-3 პუნქტის მეორე წინადადების მოთხოვნის შესრულების მიზნით საუბნო საარჩევნო კომისიაში გამართულ წილისყრაში არ მონაწილეობს იმ პარტიის მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი, რომლის წარმომადგენელსაც ავტომატურად მიენიჭა აღნიშნული მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პროცედურაში მონაწილეობის უფლება.

20.არჩევნების მეორე ტური ტარდება არჩევნებიდან მეოთხე შაბათს. არჩევნების მეორე ტურს განკარგულებით ნიშნავს ცესკო.

21.თუ არჩევნების მეორე ტურში მონაწილე ერთ-ერთმა საარჩევნო სუბიექტმა დაკარგა პასიური საარჩევნო უფლება, მეორე ტური არ ტარდება და ცესკო გამარჯვებულად აცხადებს მეორე საარჩევნო სუბიექტს.

22.წინასაარჩევნო რეკლამების განთავსებისთვის მოქმედებს არჩევნების პირველი ტურისთვის გამოქვეყნებული ტარიფები. შესაბამისი ტარიფის შეცვლა დასაშვებია პირველი ტურის დასრულებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა. ახალი ტარიფი ეგზავნება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ვებგვერდზე გამოქვეყნების მიზნით. ეს ტარიფი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. წინასაარჩევნო რეკლამებს მაუწყებლები გადასცემენ არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის დღის მომდევნო ორშაბათიდან.

23.იმ საარჩევნო ოლქში (ოლქებში), სადაც არჩევნების მეორე ტური ტარდება, უფასო საეთერო დრო ნაწილდება მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებს შორის იმ პროპორციით, რომლითაც არიან წარმოდგენილი ეს საარჩევნო სუბიექტები შესაბამის საარჩევნო ოლქში (ოლქებში) მეორე ტურში მონაწილეობისთვის.

24.ცესკო უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში დადგენილებით განსაზღვროს არჩევნების მეორე ტურის ჩატარებისთვის საჭირო სხვა, დამატებითი ღონისძიებები და ვადები. ამასთანავე, გამონაკლის შემთხვევაში, თუ ამ მუხლით დადგენილი ზოგიერთი მოთხოვნის შესრულება/ვადის დაცვა შეუძლებელია, ცესკო უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს ჩასატარებელი არჩევნების/კენჭისყრის საარჩევნო ღონისძიებები და ვადები. თავი XIII. საარჩევნო დავის განხილვა

წინა მუხლი 86შემდეგი მუხლი 88

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-10 · №2

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 35მუხლი 73

მიუთითებენ მასზე

მუხლი 86

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 86არჩევნების მეორე ტურის ჩატარება
  • 175მერის არჩევნების მეორე ტური და ხელახალი არჩევნები
  • 27საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევა/დანიშვნა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

  • 72კენჭისყრისა
  • 36საარჩევნო
  • 5საარჩევნო

ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ

  • 31ხელახალი ხმის მიცემა
  • 28კენჭისყრის ჩატარება

რეფერენდუმის შესახებ

  • 23კენჭისყრის მოწყობა
  • 21რეფერენდუმის მონაწილეთა სიები
  • 25კენჭისყრის შედეგების დათვლა საარჩევნო უბანში

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

  • 37—

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
312837232125863573175277236587
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საარჩევნო …აჭარის ავტონომიური რეს…ადგილობრივი წარმომადგე…რეფერენდუმის შესახებსაქართველოს საკონსტიტუ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026