საქართველოს საარჩევნო კოდექსი

მუხლი 25. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის , თავმჯდომარის მოადგილისა და კომისიის მდივნის უფლებამოსილებები

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე: ა) ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს საოლქო საარჩევნო კომისიაში; ბ) უძღვება საარჩევნო კომისიის სხდომას; გ) განკარგავს საოლქო საარჩევნო კომისიის ფინანსურ სახსრებს; დ) შრომით ხელშეკრულებებს დებს საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე და ტექნიკური პერსონალის წევრებთან; ე) საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის შესაბამისად დავალებას აძლევს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანს, კომისიის სხვა წევრებს, დამხმარე და ტექნიკურ პერსონალს; ვ) რეგისტრაციაში ატარებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებს, პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საარჩევნო ოლქში წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს, აგრეთვე პარტიულ სიებს და მერობის კანდიდატებს მუნიციპალიტეტისორგანოთა არჩევნებისთვის (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არჩევნებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებისა); ზ) სათანადო მოწმობებს აძლევს პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატებს; თ) სათანადო მოწმობას აძლევს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩეულ წევრს (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრისა), მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კი – მის ადგილმონაცვლეს, აგრეთვე მერს (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერისა); ი) ცესკოს გადასცემს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრებად არჩეულ პირთა, აგრეთვე მერის უფლებამოსილების შესამოწმებლად საჭირო დოკუმენტაციასა და საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა საარჩევნო საბუთებს; კ) სათანადო საფუძვლის არსებობისას გამოსცემს განკარგულებას განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ; ლ) ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2.საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე: ა) ასრულებს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას, თუ კომისიას არ ჰყავს თავმჯდომარე ან მას არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება; ბ) საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის ცალკეულ უფლებამოსილებებს (განკარგულებით ზუსტად უნდა განისაზღვროს მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და ვადა).

3.საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი: ა) ანაწილებს საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე შესულ კორესპონდენციას; ბ) განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს და სათანადო მოწმობებს აძლევს საუბნო საარჩევნო კომისიებში არჩევნებში მონაწილე პარტიისა და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს; გ) განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს და დამკვირვებლის მოწმობებს აძლევს არჩევნების/რეფერენდუმის დამკვირვებლის სტატუსის მქონე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნულ დამკვირვებლებს; დ) განკარგულებით ახორციელებს მედიის წარმომადგენლების აკრედიტაციას და აძლევს მათ სააკრედიტაციო ბარათებს; ე) ადგენს საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომათა ოქმებს, მათ შორის, კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს; ვ) ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 8

ყველა გადაწყვეტილება
  • საკასაციო არსებითი (T2)

    საარჩევნო ოლქებში არჩევნების შედეგების ბათილად ცნობისა და ხელახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულების ბათილობა

    პოლიტიკური გაერთიანება და დამკვირვებელი ასოციაცია ითხოვდნენ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულების ბათილად ცნობას, რომლითაც ორ საარჩევნო ოლქში არჩევნების შედეგები ბათილად გამოცხადდა და ხელახალი არჩევნები დაინიშნა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული პირობების არსებობისას კომისიას შეეძლო შედეგების გადამოწმება, ოლქში არჩევნების შედეგების ბათილად ცნობა და ხელახალი არჩევნების დანიშვნა. პალატამ არ გაიზიარა ქვედა სასამართლოს მოტივაცია სარჩელების დაუშვებლობის შესახებ, თუმცა მისი გადაწყვეტილების შედეგი სწორად მიიჩნია. საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და სარჩელების დაკმაყოფილებაზე უარის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

  • საკასაციო არსებითი (T2)

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილების მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობა

    დავა შეეხებოდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილების მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ბათილად ცნობის სარჩელის დასაშვებობა მოითხოვს მოსარჩელის უფლების ან ინტერესის პირდაპირ და უშუალო დაზიანებას ან უფლების უკანონოდ შეზღუდვას. პალატამ მიიჩნია, რომ ამომრჩევლისათვის დადგენილი პროცედურა უფლება იყო და არა ვალდებულება, ხოლო მისი გამოუყენებლობა არჩევნებში მონაწილეობის უფლებას არ აკარგვინებდა. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

  • არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და მისი თავმჯდომარის საარჩევნო აქტების ბათილად ცნობა

    საქართველოს სოციალისტურმა პარტიამ ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და მისი თავმჯდომარის საარჩევნო აქტების ბათილად ცნობა მოითხოვა. თბილისის საოლქო სასამართლომ განსახილველად მიღებული მოთხოვნები არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც პარტიამ საკასაციო საჩივარზე უარი განაცხადა. უზენაესმა სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სარჩელზე უარისა და კანონის ანალოგიის წესები გამოიყენა და საკასაციო წარმოება შეწყვიტა. საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

  • არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    ხელახალი არჩევნების ახალი ვადისა და სპეციალური ჯგუფების შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის აქტების ბათილად ცნობა და არჩევნების შედეგების შესახებ განკარგულები

    საქართველოს სოციალისტური პარტია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ხელახალი არჩევნების ვადისა და სპეციალური ჯგუფების შესახებ მიღებულ აქტებს ასაჩივრებდა. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ არჩევნებში მონაწილე პარტიის სარჩელი დასაშვები იყო და აქტების გამოცემისას კანონით დადგენილი მოთხოვნები არსებითად დაირღვა. კერძოდ, ორ აქტს გამოცემისას კომისიის მდივანი ხელს არ აწერდა, ხოლო ახალი საარჩევნო ვადის განსაზღვრა სათანადოდ არ იყო დასაბუთებული. სასამართლომ გასაჩივრებულ ნაწილში გააუქმა საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება და სამი სადავო აქტი ბათილად ცნო.

  • არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    არჩევნების შედეგების შემაჯამებელი განკარგულებების ბათილობა და შედეგების გადამოწმება

    დავა შეეხებოდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების დამტკიცებას. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ კომისიამ შედეგები შეაჯამა საუბნო ოქმების მონაცემთა გამოკვლევისა და შესაბამის საჩივრებზე გადაწყვეტილების მიღების გარეშე. სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო ორივე განკარგულება და კომისიას გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა დაავალა. შემაჯამებელი აქტების ბათილობა არჩევნების ბათილობას არ ნიშნავს.

  • №3გ-ად-35-022002-06-2125
    არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნის შესახებ განკარგულების ბათილად ცნობა და ახალი თარიღის განსაზღვრა

    საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნის შესახებ განკარგულება გაასაჩივრეს და კენჭისყრის სხვა თარიღის განსაზღვრა მოითხოვეს. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობა განმეორებითი კენჭისყვის დანიშვნის საფუძველია, ხოლო ხელახალი არჩევნები არჩევნების არჩატარებულად გამოცხადების შემთხვევაში ინიშნება. პალატამ დაადგინა, რომ კომისიამ კენჭისყრა კანონით გათვალისწინებულ ვადაში და სათანადო ფორმის აქტით დანიშნა. სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა და სადავო განკარგულება ძალაში დატოვა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე: ა) ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს საოლქო საარჩევნო კომისიაში; ბ) უძღვება საარჩევნო კომისიის სხდომას; გ) განკარგავს საოლქო საარჩევნო კომისიის ფინანსურ სახსრებს; დ) შრომით ხელშეკრულებებს დებს საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე და ტექნიკური პერსონალის წევრებთან; ე) საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის შესაბამისად დავალებას აძლევს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანს, კომისიის სხვა წევრებს, დამხმარე და ტექნიკურ პერსონალს; ვ) რეგისტრაციაში ატარებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებს, პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საარჩევნო ოლქში წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს, აგრეთვე პარტიულ სიებს და მერობის კანდიდატებს მუნიციპალიტეტისორგანოთა არჩევნებისთვის (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არჩევნებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებისა); ზ) სათანადო მოწმობებს აძლევს პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატებს; თ) სათანადო მოწმობას აძლევს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩეულ წევრს (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრისა), მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კი – მის ადგილმონაცვლეს, აგრეთვე მერს (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერისა); ი) ცესკოს გადასცემს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრებად არჩეულ პირთა, აგრეთვე მერის უფლებამოსილების შესამოწმებლად საჭირო დოკუმენტაციასა და საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა საარჩევნო საბუთებს; კ) სათანადო საფუძვლის არსებობისას გამოსცემს განკარგულებას განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ; ლ) ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე: ა) ასრულებს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას, თუ კომისიას არ ჰყავს თავმჯდომარე ან მას არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება; ბ) საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის ცალკეულ უფლებამოსილებებს (განკარგულებით ზუსტად უნდა განისაზღვროს მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და ვადა). 3. საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი: ა) ანაწილებს საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე შესულ კორესპონდენციას; ბ) განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს და სათანადო მოწმობებს აძლევს საუბნო საარჩევნო კომისიებში არჩევნებში მონაწილე პარტიისა და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს; გ) განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს და დამკვირვებლის მოწმობებს აძლევს არჩევნების/რეფერენდუმის დამკვირვებლის სტატუსის მქონე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნულ დამკვირვებლებს; დ) განკარგულებით ახორციელებს მედიის წარმომადგენლების აკრედიტაციას და აძლევს მათ სააკრედიტაციო ბარათებს; ე) ადგენს საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომათა ოქმებს, მათ შორის, კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს; ვ) ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 29 დეკ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3735959584030241829342825
მნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს საარჩევნო …საქართველოს პარლამენტი…ადგილობრივი თვითმმართვ…აჭარის ავტონომიური რეს…ფიზიკური და კერძო სამა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა