Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საარჩევნო კოდექსიმუხლი 18

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

მუხლი 18. ცესკოს თავმჯდომარის, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილისა და ცესკოს მდივნის უფლებამოსილებები

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026
თემები:ტოკენომიკა და დიზაინი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ცესკოს თავმჯდომარე საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უმაღლესი თანამდებობის პირია.

2.ცესკოს თავმჯდომარე: ა) ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს ცესკოში; ბ) უძღვება ცესკოს სხდომას; გ) განკარგავს ცესკოს ფინანსურ სახსრებს; დ) „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე განკარგულებით განსაზღვრავს პარტიების დაფინანსების ოდენობას; ე) განკარგულებით განსაზღვრავს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობას; ვ) ამ კანონით დადგენილი წესით რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში მონაწილე პარტიებს და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებს (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებისთვის), ცესკოში მათ წარმომადგენლებს; ზ) რეგისტრაციაში ატარებს პარტიულ სიებს და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატებს; თ) სათანადო მოწმობებს აძლევს არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებისთვის) წარმომადგენლებს; ი) სათანადო მოწმობებს აძლევს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატებს; კ) სათანადო მოწმობებს აძლევს არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, საქართველოს პარლამენტის წევრისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კი – მათ ადგილმონაცვლეებს; ლ) საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას, ხოლო სათანადო მუდმივმოქმედი კომიტეტის შექმნის შემდეგ − ამ კომიტეტს გადასცემს საქართველოს პარლამენტის წევრად არჩეულ პირთა უფლებამოსილების შესამოწმებლად საჭირო დოკუმენტაციას; მ) ცესკოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული საკითხების გარდა, ადმინისტრაციული და საფინანსო ფუნქციების შესრულებას ცესკოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, განსაზღვრული ვადით ავალებს ცესკოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს; ნ) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის შესაბამისად დავალებას აძლევს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანს, კომისიის სხვა წევრებს, კომისიის აპარატის თანამშრომლებს (მოსამსახურეებს); ო) სათანადო საფუძვლის არსებობისას გამოსცემს განკარგულებას განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ; პ) ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3.ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე: ა) ამ კანონის მე-8 მუხლის 23-ე პუნქტის შესაბამისად ახორციელებს ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას; ბ) ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით და ცესკოს თანხმობით ახორციელებს ცესკოს თავმჯდომარის ცალკეულ უფლებამოსილებებს (განკარგულებით ზუსტად უნდა განისაზღვროს მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და ვადა).

4.ცესკოს მდივანი: ა) ანაწილებს ცესკოში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და ცესკოს სახელზე შესულ კორესპონდენციას; ბ) განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს და სათანადო მოწმობებს აძლევს საოლქო საარჩევნო კომისიებში საქართველოს პარლამენტის არჩევნებსა და მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილე პარტიისა და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებისთვის) წარმომადგენლებს; გ) განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს და სათანადო მოწმობებს აძლევს საოლქო საარჩევნო კომისიებში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილე პარტიისა და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებისთვის) წარმომადგენლებს; დ) განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს და დამკვირვებლის მოწმობებს აძლევს არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის დამკვირვებლის სტატუსის მქონე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის/საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ცესკოში დანიშნულ დამკვირვებლებს, სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოთა მიერ წარგზავნილ დამკვირვებლებს; ე) განკარგულებით ახორციელებს მედიის წარმომადგენლების აკრედიტაციას და აძლევს მათ სააკრედიტაციო ბარათებს; ვ) ადგენს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს; ზ) ამ კანონის მე-8 მუხლის 23-ე პუნქტის შესაბამისად ახორციელებს ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას; თ) ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

წინა მუხლი 17შემდეგი მუხლი 19

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მმართველობითი ტოკენის დიზაინი DAO-ებისთვის1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-10 · №2

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 8

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 17ცესკოს უფლებამოსილება
  • 25საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის , თავმჯდომარის მოადგილისა და კომისიის მდივნის უფლებამოსილებები
  • 14ცესკოს შემადგენლობა , ცესკოს არჩევითი წევრებისა და ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობებზე განწესება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

  • 23უსკოს
  • 29საოლქო
  • 34საუბნო

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 202ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის წესი

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

  • 35საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე
  • 33საკრებულოს თავმჯდომარე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 30კომიტეტის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის უფლებამოსილებები

საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ

  • 13საკრებულოს თანამდებობების პირები და მათი უფლებამოსილებანი

ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ

  • 13კომისიის თავმჯდომარე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1335331330202817251423293418
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საარჩევნო …აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს პარლამენტი…ადგილობრივი თვითმმართვ…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს დედაქალაქი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026