Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს პარლამენტის რეგლამენტიმუხლი 40

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 40. კომიტეტის თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილებები

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.კომიტეტის თავმჯდომარე თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სამართლიანად და მიუკერძოებლად.

2.კომიტეტის თავმჯდომარე: ა) ხელმძღვანელობს კომიტეტის საქმიანობას, იწვევს და წარმართავს კომიტეტის სხდომებს; ბ) წარმოადგენს კომიტეტს პარლამენტში, მის გარეთ და შესაბამის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებში; გ) ხელს აწერს კომიტეტის აქტებს და კომიტეტის სხდომების ოქმებს; დ) საერთო ხელმძღვანელობას უწევს კომიტეტის აპარატს; ე) ყოველი წლის იანვრის ბოლომდე პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობით წარუდგენს კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს წინა წლის შედეგების მიხედვით; ვ) გამოსცემს განკარგულებებს შიდასაკომიტეტო ორგანიზაციულ საკითხებზე; ზ) ახორციელებს ამ რეგლამენტითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3.კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე: ა) კომიტეტის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას; ბ) ასრულებს კომიტეტის თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს.

4.კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე: ა) კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას; ბ) ასრულებს კომიტეტის თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს.

5.კომიტეტის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც არჩეულია საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში − კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც არჩეულია საპარლამენტო ოპოზიციის კვოტით.

6.ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების მიერ კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას პარლამენტის თავმჯდომარე კომიტეტის ერთ-ერთ წევრს ავალებს.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. კომიტეტის თავმჯდომარე თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სამართლიანად და მიუკერძოებლად. 2. კომიტეტის თავმჯდომარე: ა) ხელმძღვანელობს კომიტეტის საქმიანობას, იწვევს და წარმართავს კომიტეტის სხდომებს; ბ) წარმოადგენს კომიტეტს პარლამენტში, მის გარეთ და შესაბამის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებში; გ) ხელს აწერს კომიტეტის აქტებს და კომიტეტის სხდომების ოქმებს; დ) საერთო ხელმძღვანელობას უწევს კომიტეტის აპარატს; ე) ყოველი წლის იანვრის ბოლომდე პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობით წარუდგენს კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს წინა წლის შედეგების მიხედვით; ვ) გამოსცემს განკარგულებებს შიდასაკომიტეტო ორგანიზაციულ საკითხებზე; ზ) ახორციელებს ამ რეგლამენტითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე: ა) კომიტეტის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას; ბ) ასრულებს კომიტეტის თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს. 4. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე: ა) კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას; ბ) ასრულებს კომიტეტის თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს. 5. კომიტეტის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც არჩეულია საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში − კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც არჩეულია საპარლამენტო ოპოზიციის კვოტით. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების მიერ კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას პარლამენტის თავმჯდომარე კომიტეტის ერთ-ერთ წევრს ავალებს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 25 ივნ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 39შემდეგი მუხლი 41

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №9

  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 36კომიტეტის თავმჯდომარისა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების უფლებამოსილების შეწყვეტის წესი
  • 21პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილებები
  • 35კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების არჩევის წესი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 37კომიტეტის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის უფლებამოსილებები
  • 58დროებითი კომისიის თანამდებობის პირები
  • 33კომიტეტის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 30კომიტეტის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის უფლებამოსილებები
  • 26კომიტეტის თავმჯდომარისა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტა
  • 48დროებითი კომისიის თანამდებობის პირი

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 21კომისიის საქმიანობის მართვა

საქართველოს კონსტიტუცია

  • 40საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილეები

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 35მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
40302648353758332136213540
მნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს პარლამენტი…ენერგეტიკისა და წყალმო…საქართველოს კონსტიტუცი…ადგილობრივი თვითმმართვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026