Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საარჩევნო კოდექსიმუხლი 26

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

მუხლი 26. საუბნო საარჩევნო კომისიის შექმნა

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910111213141516

1.საუბნო საარჩევნო კომისია არის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დროებითი ტერიტორიული ორგანო, რომელიც იქმნება ამ მუხლით განსაზღვრული სუბიექტებისგან, ცესკოს და ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დანიშნული/არჩეული პირებისგან.

2.საუბნო საარჩევნო კომისია შედგება არაუმეტეს 17 წევრისგან, რომლებსაც ამ კანონით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით ნიშნავენ/ირჩევენ ამავე კანონით განსაზღვრული სუბიექტები.

3.საუბნო საარჩევნო კომისია არ უნდა განთავსდეს და კენჭისყრის ადგილი არ უნდა გამოიყოს იმავე შენობაში, რომელშიც მდებარეობს: ა) პარტია; ბ) სახელმწიფო ხელისუფლების ან მუნიციპალიტეტის ორგანო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე არ არის სხვა, შესაფერისი შენობა ამ კანონის შესაბამისად კენჭისყრის ჩასატარებლად. სათანადო გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საარჩევნო კომისია; გ) პოლიციის ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დანაყოფი.

4.აკრძალულია პარტიის, პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო შტაბის იმ შენობაში განთავსება, სადაც საუბნო საარჩევნო კომისიაა განთავსებული.

5.საუბნო საარჩევნო კომისიის 8 წევრს, მათ შორის, აღნიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებს, ირჩევს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით, იმ პირობით, რომ კანდიდატურას მხარი დაუჭირა, მათ შორის, ცესკოს მიერ 5 წლის ვადით არჩეულმა შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის 3-მა წევრმა მაინც. ამ პუნქტით განსაზღვრულ არჩევის პროცედურაში საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი არ მონაწილეობს, თუ ის არის შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატის ოჯახის წევრი (მეუღლე, პირდაპირი აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავი, გერი, და, ძმა, მშობლის ან შვილის გერი, მეუღლის და, ძმა, მშობელი).

6.საუბნო საარჩევნო კომისიის 9 წევრს ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილი წესით ნიშნავენ შესაბამისი პარტიები.

7.საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად შეიძლება აირჩეს, აგრეთვე უფლებამოსილი პარტიის მიერ დაინიშნოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 18 წლის ასაკიდან, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს და რომელსაც აქვს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატი, გარდა ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

8.საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატი არ მოეთხოვება: ა) იმ პირს, რომელსაც აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი; ბ) იმ პირს, რომელსაც აქვს საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის სერტიფიკატი; გ) გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს; დ) საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე პირს; ე) ამ კანონის 27-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების საფუძველზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე პირს; ვ) უფლებამოსილი პარტიის მიერ დანიშნულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს.

9.საოლქო საარჩევნო კომისიას უფლება აქვს, ხელახალი კონკურსის საფუძველზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად აირჩიოს პირი, რომელსაც არ აქვს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატი, თუ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის შედეგად ერთი ან ერთზე მეტი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის ვაკანსია (ყველა ვაკანსია) მაინც არ შეივსო.

10.საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად (წევრებად) არშეიძლება აირჩეს (აირჩნენ)/დაინიშნოს (დაინიშნონ): ა) პირი, რომელსაც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად წარდგენის დღისთვის 18 წელი არ შესრულებია; ბ) პირი, რომელსაც არ აქვს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატი, გარდა ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა; გ) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, – თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან 4 წლის განმავლობაში; დ) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო სასამართლომ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 4 წლის განმავლობაში; ე) ნასამართლევი პირი; ვ) საქართველოს პარლამენტის წევრი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები; ზ) საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს მთავრობის სხვა წევრი, მისი მოადგილე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა ხელმძღვანელები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა სხვა წევრები, მათი მოადგილეები; თ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრი, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო – მერი, მისი მოადგილე, სახელმწიფო რწმუნებული; ი) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, მისი მოადგილე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, მისი მოადგილე, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, მისი მოადგილე; კ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, სამინისტროს დეპარტამენტის, სამმართველოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო საქმიანობის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა) ხელმძღვანელი; ლ) სამხედრო მოსამსახურე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის, ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურე; მ) მოსამართლე, მისი თანაშემწე; ნ) პროკურატურის თანამშრომელი; ო) პირი, რომელიც არჩევნების დანიშვნიდან იყო/არის პარტიის ხელმძღვანელი პირი; პ) პირი, რომელიც არჩევნების დანიშვნიდან იყო/არის საარჩევნო სუბიექტი/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი ან/და მისი წარმომადგენელი; ჟ) დამკვირვებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი, დამკვირვებელი; რ) შესაბამის საარჩევნო კომისიაში აკრედიტებული პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენელი.

11.ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად ასევე არ შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც: ა) ბოლოს ჩატარებული ორი საერთო არჩევნებიდან ან ბოლოს ჩატარებული ორი შუალედური არჩევნებიდან რომელიმეს დანიშვნის შემდეგ იყო პარტიის მიერ დანიშნული საარჩევნო კომისიის წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი; ბ) ბოლოს ჩატარებული საერთო არჩევნების წლის დასაწყისიდან ან ბოლოს ჩატარებული შუალედური არჩევნების წლის დასაწყისიდან იყო რომელიმე პარტიის შემომწირველი.

12.საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სერტიფიცირების დებულებას დადგენილებით ამტკიცებს ცესკო. აღნიშნული სერტიფიცირების საგამოცდო ტესტები უნდა მოიცავდეს საკითხებს მხოლოდ საქართველოს ორგანული კანონიდან „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტიდან, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების შესაბამისად.

13.საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატის მოქმედების ვადაა შესაბამისი გამოცდის ჩაბარებიდან 5 წელი. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების პირობები განისაზღვრება ცესკოს დადგენილებით.

14.საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს საჯარო მოსამსახურე (გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ვ“−„ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირისა). მასზე არ გავრცელდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები თანამდებობრივი შეუთავსებლობის შესახებ. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად არჩევის/დანიშვნის შემთხვევაში საჯარო მოსამსახურეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში უჩერდება უფლებამოსილება მუდმივ სამუშაო ადგილას, რისთვისაც მას კანონით დადგენილი წესით ეძლევა ანაზღაურებისგარეშე შვებულება ან კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულება საკუთარი მოთხოვნის შესაბამისად.

15.ახალშექმნილი საუბნო საარჩევნო კომისია ფუნქციონირებას იწყებს და მის წევრთა უფლებამოსილებები იწყება არჩევნების დღემდე 30-ე დღიდან. აღნიშნული უფლებამოსილებები წყდება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენისთანავე.

16.საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს ამ კანონის მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში ეკისრებათ ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობა.

წინა მუხლი 25შემდეგი მუხლი 27

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-10 · №2

4
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
3
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 12მუხლი 16მუხლი 27

მიუთითებენ მასზე

მუხლი 11მუხლი 27მუხლი 28მუხლი 12

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 21საოლქო საარჩევნო კომისიის შექმნა
  • 28საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა არჩევა
  • 27საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევა/დანიშვნა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

  • 30საუბნო
  • 25საოლქო საარჩევნო კომისია
  • 32საუბნო

რეფერენდუმის შესახებ

  • 16სარეფერენდუმო კომისიები
  • 25კენჭისყრის შედეგების დათვლა საარჩევნო უბანში

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 20კომისიის შემადგენლობა

ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ

  • 15საარჩევნო ოლქები
  • 3საყოველთაო საარჩევნო უფლება

მაუწყებლობის შესახებ

  • 9კომისიის შემადგენლობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
153916252012272816112130253226
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საარჩევნო …აჭარის ავტონომიური რეს…რეფერენდუმის შესახებენერგეტიკისა და წყალმო…ადგილობრივი წარმომადგე…მაუწყებლობის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026