საქართველოს საარჩევნო კოდექსი

მუხლი 77. საარჩევნო ოლქები/საარჩევნო უბნები

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.იმ საარჩევნო ოლქების/საარჩევნო უბნების ჩამონათვალი, სადაც არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება, ამ მუხლის გათვალისწინებით განისაზღვრება ცესკოს განკარგულებით. აღნიშნული საარჩევნო ოლქების/საარჩევნო უბნების ჩამონათვალი ისე უნდა განისაზღვროს, რომ ამ საარჩევნო ოლქებმა/საარჩევნო უბნებმა საქართველოს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 70 პროცენტი მოიცვას.

2.არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდება: ა) თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ყველა საარჩევნო უბანში; ბ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის ტერიტორიაზე არსებულ ყველა საარჩევნო უბანში; გ) ცესკოს განკარგულებით განსაზღვრულ იმ საარჩევნო უბანში, რომელიც ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საარჩევნო უბნებს არ განეკუთვნება.

3.არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით არ ტარდება: ა) გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო უბანში; ბ) ძნელად მისადგომ ადგილას შექმნილ საარჩევნო უბანში.

4.იმ საარჩევნო უბანზე, სადაც არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება, ამომრჩეველთა რაოდენობა 3 000-ს არ უნდა აღემატებოდეს.

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა

კონსტიტუციურობის სტატუსი და პრაქტიკა

2
  • №16/45527.06.2008განჩინება(6, 1, 2, 4)
    პროცესუალური / დასაშვებობა

    საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ

  • №2/2/16911.02.2003განჩინება(4)
    პროცესუალური / დასაშვებობა

    მოქალაქეები ლევან ქიძინიძე, ქეთევან დადიანი, თემურ ქიძინიძე, ჯამბულ ქიძინიძე, თამაზ ბოლქვაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 58

ყველა გადაწყვეტილება
  • საკასაციო არსებითი (T2)

    საარჩევნო ოლქებში არჩევნების შედეგების ბათილად ცნობისა და ხელახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულების ბათილობა

    პოლიტიკური გაერთიანება და დამკვირვებელი ასოციაცია ითხოვდნენ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულების ბათილად ცნობას, რომლითაც ორ საარჩევნო ოლქში არჩევნების შედეგები ბათილად გამოცხადდა და ხელახალი არჩევნები დაინიშნა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული პირობების არსებობისას კომისიას შეეძლო შედეგების გადამოწმება, ოლქში არჩევნების შედეგების ბათილად ცნობა და ხელახალი არჩევნების დანიშვნა. პალატამ არ გაიზიარა ქვედა სასამართლოს მოტივაცია სარჩელების დაუშვებლობის შესახებ, თუმცა მისი გადაწყვეტილების შედეგი სწორად მიიჩნია. საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და სარჩელების დაკმაყოფილებაზე უარის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

  • №608182003-12-3057
    საკასაციო არსებითი (T2)

    არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და მისი დამამტკიცებელი განკარგულების ბათილად ცნობა და საკრებულოს ახალი არჩევნების დანიშვნა

    საქართველოს სოციალისტური პარტია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგების დამტკიცების განკარგულების ბათილად ცნობასა და ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვდა. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სათანადო ფორმით დაუდასტურებელი და დაუდგენელი წარმომავლობის დოკუმენტები ვერ ადასტურებდა კომისიის მიერ წარმოდგენილი ოქმების სიყალბეს. პალატამ განმარტა, რომ საარჩევნო საჩივარზე გადაწყვეტილების მიღება მის უარყოფასაც მოიცავს, ხოლო ახალი არჩევნების დანიშვნისთვის საჭირო გარემოებები არ იყო დადასტურებული. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

  • საკასაციო არსებითი (T2)

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილების მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობა

    დავა შეეხებოდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილების მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ბათილად ცნობის სარჩელის დასაშვებობა მოითხოვს მოსარჩელის უფლების ან ინტერესის პირდაპირ და უშუალო დაზიანებას ან უფლების უკანონოდ შეზღუდვას. პალატამ მიიჩნია, რომ ამომრჩევლისათვის დადგენილი პროცედურა უფლება იყო და არა ვალდებულება, ხოლო მისი გამოუყენებლობა არჩევნებში მონაწილეობის უფლებას არ აკარგვინებდა. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

  • №ბს-478-492003-11-1913
    საკასაციო არსებითი (T2)

    საპარლამენტო არჩევნების შედეგების ბათილობა და არჩევნების არჩატარებულად გამოცხადება

    საარჩევნო ბლოკი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ასაჩივრებდა, ხოლო მოგვიანებით არჩევნების არჩატარებულად გამოცხადება მოითხოვა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ მისი პირველი ინსტანციით განსჯადობა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებს მოიცავს და შესაბამისი განკარგულება კომისიას ჯერ არ ჰქონდა მიღებული. სხვა სასამართლოს უფლებამოსილების არარსებობა თავისთავად არ ნიშნავს უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილებას. საქმე თბილისის საოლქო სასამართლოს დაუბრუნდა, რომელსაც სარჩელის სასამართლოში დასაშვებობაზე უნდა ემსჯელა.

  • არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმისა და კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობა

    დავა ეხებოდა სამტრედიის რაიონის სოფელ ბაშის საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმისა და კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების სამდღიანი ვადა აღმკვეთია და მისი გაგრძელება დაუშვებელია. საქმის მასალებში არ მოიპოვებოდა სარჩელის ამ ვადაში შეტანის დამადასტურებელი წერილობითი მტკიცებულება. სასამართლომ გააუქმა სააპელაციო გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ხანდაზმულობის გამო არ დააკმაყოფილა.

  • არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და მისი თავმჯდომარის საარჩევნო აქტების ბათილად ცნობა

    საქართველოს სოციალისტურმა პარტიამ ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და მისი თავმჯდომარის საარჩევნო აქტების ბათილად ცნობა მოითხოვა. თბილისის საოლქო სასამართლომ განსახილველად მიღებული მოთხოვნები არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც პარტიამ საკასაციო საჩივარზე უარი განაცხადა. უზენაესმა სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სარჩელზე უარისა და კანონის ანალოგიის წესები გამოიყენა და საკასაციო წარმოება შეწყვიტა. საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. იმ საარჩევნო ოლქების/საარჩევნო უბნების ჩამონათვალი, სადაც არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება, ამ მუხლის გათვალისწინებით განისაზღვრება ცესკოს განკარგულებით. აღნიშნული საარჩევნო ოლქების/საარჩევნო უბნების ჩამონათვალი ისე უნდა განისაზღვროს, რომ ამ საარჩევნო ოლქებმა/საარჩევნო უბნებმა საქართველოს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 70 პროცენტი მოიცვას. 2. არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდება: ა) თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ყველა საარჩევნო უბანში; ბ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის ტერიტორიაზე არსებულ ყველა საარჩევნო უბანში; გ) ცესკოს განკარგულებით განსაზღვრულ იმ საარჩევნო უბანში, რომელიც ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საარჩევნო უბნებს არ განეკუთვნება. 3. არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით არ ტარდება: ა) გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო უბანში; ბ) ძნელად მისადგომ ადგილას შექმნილ საარჩევნო უბანში. 4. იმ საარჩევნო უბანზე, სადაც არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება, ამომრჩეველთა რაოდენობა 3 000-ს არ უნდა აღემატებოდეს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 29 დეკ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25262033763171703677
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საარჩევნო …აჭარის ავტონომიური რეს…რეფერენდუმის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა