სიები 1. საარჩევნო სუბიექტის არჩევნებში მონაწილეობის ინიციატივ ის მხარდაჭერა ამომრჩევლებმა მხარდამჭერთა სიის ბლანკზე ხელმოწერით უნდა დაადასტურონ .
2.მხარდამჭერთა სიის ბლანკის ნიმუშს განკარგულებით ადგენს უსკო .
3.მხარდამჭერთა სიის ბლანკზე მითითებული უნდა იყოს ამომრჩევლის : ა ) სახელი და გვარი ; ბ ) დაბადების თარიღი ( რიცხვი , თვე , წელი ); გ ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი ; დ ) ხელმოწერის თარიღი ; ე ) ხელმოწერა .
4.მხარდამჭერთა სიის ბლანკზე მითითებული უნდა იყოს ხელმოწერების შეგროვებისათვის პასუხისმგებელი პირის სახელი , გვარი , პირადი ნომერი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი , აგრეთვე ბლანკის შევსების თარიღი დ ა ეს მონაცემები დადასტურებული უნდა იყოს ამ პირის ხელმოწერით .
5.მხარდამჭერთა სიის ბლანკის ზედა მარცხენა კუთხეში მითითებული უნდა იყოს იმ საარჩევნო სუბიექტის სახელწოდება , რომლის არჩევნებში მონაწილეობის ინიციატივასაც მხარს უჭერს ამომრჩეველი .
