Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებმუხლი 88

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

მუხლი 88. გასაჩივრების ვადა და წესი

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 1 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011121314151617181920212223242526272829303132

1.საუბნო საარჩევნო კომისიის/საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომელიც საჩივარს იხილავს მისი მიღებიდან 4 კალენდარული დღის ვადაში. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

2.საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების გამო საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების უსკოში გასაჩივრების შემთხვევაში განცხადება/საჩივარი განუხილველი რჩება.

3.საოლქო საარჩევნო კომისიის/საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს უსკოში, რომელიც საჩივარს იხილავს მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. უსკოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

4.უსკოს/უსკოს ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

5.საარჩევნო პერიოდში უსკოს ან/და მისი სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებები მათი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოში, რომელიც  შესაბამის საჩივარს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს მიერ უსკოს ან/და მისი სატენდერო კომისიების ქმედებებთან/გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები მათი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში, რომელიც შესაბამის სარჩელს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სარჩელის მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, რომელიც სარჩელს იხილავს მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

6.აკრძალულია ამ მუხლით დადგენილი გასაჩივრებისა და დავის განხილვის ვადების გაგრძელება, თუ ამ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი.

7.განცხადება/საჩივარი განუხილველი რჩება, თუ დაირღვა მისი შეტანის ვადა და წესი.

8.ამ კანონის 89-ე მუხლით გათვალისწინებულ საარჩევნო დავებზე იმავე მუხლით განსაზღვრული პირების გარდა სხვა პირთა მიერ საარჩევნო კომისიაში/სასამართლოში შეტანილი სარჩელი/განცხადება/საჩივარი განუხილველი რჩება.

9.საარჩევნო კომისიაში/სასამართლოში სარჩელი/განცხადება/საჩივარი შეტანილად ითვლება შესაბამის საარჩევნო კომისიაში/სასამართლოში მისი რეგისტრაციის მომენტიდან.

10.საარჩევნო კომისიაში/სასამართლოში სარჩელის/განცხადების/საჩივრის შეტანა არ აჩერებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოქმედებას.

11.განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ინფორმაცია შესაბამისი  საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულების გამოცემისთანავე, დაუყოვნებლივ უნდა ამ მუხლის მე-14 პუნქტით დადგენილი წესით ეცნობოს მხარეს.

12.საოლქო საარჩევნო კომისიაში, უსკოში საჩივრის შეტანა დასაშვებია როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით. საჩივრის ელექტრონული ფორმით შეტანის წესს განკარგულებით განსაზღვრავს უსკო.

13.მხარე ვალდებულია საჩივარში გარკვევით მიუთითოს საჩივრის ავტორის საკონტაქტო ტელეფონის (საცხოვრებელი ადგილის ან/და მობილური ტელეფონის) ნომერი. ასევე უნდა მიეთითოს საჩივრის ავტორის ფაქსი და ელექტრონული ფოსტის მისამართი (არსებობის შემთხვევაში).

14.საჩივრის განხილვისთვის, ამ კანონით მოთხოვნილი საჩივრის განხილვის ვადების დაცვის მიზნით მხარე შეიძლება დაბარებულ იქნეს როგორც წერილობით, ისე ტელეფონით (მათ შორის, მობილური ტელეფონით; მოკლე ტექსტური შეტყობინებით), ელექტრონული ფოსტით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებებით. ტექნიკური საშუალებებით მხარის დაბარება დასტურდება: ა) მის მიერ მითითებულ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე დაკავშირებით; ბ) ელექტრონული ფოსტის, ფაქსის ან მოკლე ტექსტური შეტყობინების შემთხვევაში – შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით. აღნიშნული წესით დადასტურების მიღებისას მხარე დაბარებულად ითვლება. მხარე ასევე დაბარებულად ჩაითვლება, თუ შეუძლებელია მასთან საჩივარში მითითებული ტექნიკური საშუალებებით დაკავშირება (მობილური ტელეფონის, ფაქსის, კომპიუტერის გამორთულ მდგომარეობაში ყოფნის გამო და სხვა).

15.შესაბამისი საარჩევნო კომისია ვალდებულია მხარეს საქმის განხილვის დრო და ადგილი შეატყობინოს საქმის განხილვის დაწყებამდე არაუგვიანეს 3 საათისა.

16.საარჩევნო კომისიაში საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ უნდა ეცნობოს საჩივრის შემტან პირს/დამკვირვებელ ორგანიზაციას/საარჩევნო სუბიექტს, ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

17.თუ საჩივრის ავტორი არის საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული დამკვირვებელი ორგანიზაცია ან მისი წარმომადგენელი, საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ ეცნობება ამ ორგანიზაციის საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ შესაბამის დამკვირვებელს ან ამ ორგანიზაციას.

18.თუ საჩივრის ავტორი არის საარჩევნო სუბიექტი ან მისი დანიშნული წარმომადგენელი, საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ ეცნობება ამ სუბიექტის ამ კანონის 54-ე მუხლის საფუძველზე დანიშნულ წარმომადგენელს.

19.თუ საჩივრის ავტორი საარჩევნო კომისიის წევრია, საჩივრის განხილვის შესახებ პირადად მას უნდა ეცნობოს.

20.ტექნიკური საშუალებებით მხარის დაბარებისას დგება აქტი, რომელიც უნდა დაერთოს საარჩევნო კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საჩივარს. უსკოში აქტს ადგენს უსკოს იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის თანამშრომელი და მას ხელს აწერენ აქტის შემდგენი პირი და დეპარტამენტის უფროსი. ქვემდგომ საარჩევნო კომისიაში აქტს კომისიის თავმჯდომარის დავალებით ადგენს კომისიის ერთ-ერთი წევრი და მას ხელს აწერენ აქტის შემდგენი პირი და კომისიის თავმჯდომარე. აქტის ფორმა მტკიცდება უსკოს განკარგულებით.

21.მხარეს უფლება აქვს, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა საჩივრის განხილვაში.

22.მხარის გამოუცხადებლობა არ არის საჩივრის განხილვის გადადების საფუძველი.

23.მხარეს, რომელიც ესწრება საარჩევნო კომისიის სხდომას, სხდომის დაწყების წინ, მისი მოთხოვნის შემთხვევაში უნდა გადაეცეს მისი საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული მოკვლევის მასალების ფოტოასლები.

24.ამ მუხლით გათვალისწინებული საჩივრის განხილვისას საარჩევნო კომისიაში მხარის წარმომადგენელი არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც არჩევნების დანიშვნიდან იყო/არის საარჩევნო სუბიექტი, გარდა პარტიის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირისა.

25.საჩივრის განხილვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ საკუთარი ინიციატივით მოპოვებული მასალების სათანადო გამოკვლევისა და შესწავლის შემდეგ.

26.საარჩევნო კომისია ვალდებულია მიღებულ გადაწყვეტილებაში მხარეს მიუთითოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა და ადგილი (დაწესებულების დასახელება და მისამართი), სადაც შეიძლება მისი გასაჩივრება.

27.მხარეს, რომელიც მონაწილეობს საჩივრის განხილვაში, მისი მოთხოვნის შემთხვევაში საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილება (გარდა საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმისა) უნდა ჩაჰბარდეს ამ გადაწყვეტილების მიღების დღის მომდევნო დღის 12 საათამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენის ვადების გათვალისწინებით.

28.მხარეს, რომელიც, შეტყობინების მიუხედავად, არ გამოცხადდა საჩივრის განხილვისას, საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება წერილობით ეგზავნება.

29.საჩივრის განხილვის დროს მხარის საარჩევნო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილების შესახებ წერილობითი დოკუმენტის მისთვის ჩაბარების თარიღი არ არის ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ვადის ათვლის საფუძველი.

30.სასამართლოში სარჩელის/საჩივრის შეტანის შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამისად საოლქო საარჩევნო კომისიას/უსკოს სარჩელის/საჩივრის მიღების, ხოლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ – გადაწყვეტილების შესახებ. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მომდევნო დღის 12 საათამდე უნდა გადაეცეს მხარეებს.

31.სასამართლოში დავის განხილვისას მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების გამოკვლევის საფუძველზე და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4, მე-17 და მე-19 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით.

32.სასამართლოები საარჩევნო დავებზე საერთო სასამართლოებში წარდგენილი სარჩელების/საჩივრების შესახებ ინფორმაციას დაუყოვნებლივ აწვდიან უსკოს. ამასთანავე, შესაბამისი სასამართლო უსკოს უგზავნის განსახილველ საქმესთან დაკავშირებულ განჩინებას სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ. ამ განჩინებას უსკო მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ აქვეყნებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. აღნიშნული განჩინება უსკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 3 საათის გასვლისთანავე ჩაითვლება მესამე პირებისთვის ჩაბარებულად, ხოლო ისინი სასამართლო პროცესზე დაბარებულებად ჩაითვლებიან.

წინა მუხლი 87შემდეგი მუხლი 89

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-05-01

2
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
4
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს ადმინი… 19მუხლი 19მუხლი 54მუხლი 89

მიუთითებენ მასზე

მუხლი 64მუხლი 87

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

  • 84საარჩევნო
  • 87ხმების
  • 86განცხადებები

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 92გასაჩივრების ვადა და წესი
  • 88საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გასაჩივრება
  • 91ხმების დათვლასა და კენჭისყრის შედეგების შეჯამებასთან დაკავშირებული განცხადების / საჩივრის განხილვა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹⁰⁶რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა

პენიტენციური კოდექსი

  • 109საჩივრის განხილვის შედეგები. გადაწყვეტილების გასაჩივრება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 363²⁴სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება
  • 363⁶სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება

ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ

  • 28გადაწყვეტილების გასაჩივრება

ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ

  • 18საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1921¹⁰⁶28363²⁴1099288918719548964848688
მითითებამნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს საარჩევნო …პენიტენციური კოდექსისაქართველოს სამოქალაქო…ყოფილ სამხრეთ ოსეთის ა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 მაი. 2026