Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებმუხლი 19

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

მუხლი 19. უსკოს

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 1 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:23456789

შემადგენლობა , უსკოს არჩევითი წევრებისა და უსკოს თავმჯდომარის თანამდებობებზე განწესება 1. უსკო შედგება თავმჯდომარისა და 7 წევრისგან , ხოლო საარჩევნო პერიოდში , ასევე ამ კანონის 21-ე მუხლით განსაზღვრული პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული დროებითი წევრებისგან . უსკოს არჩევით წევრებს შორის არიან უსკოს თავმჯდომარე , უსკოს თავმჯდომარის მოადგილე და უსკოს მდივანი . უსკოს თავმჯდომარე იმავდროულად არის უსკოს წევრი . უსკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა იმავდროულად იწვევს მისი , როგორც უსკოს წევრის , უფლებამოსილების შეწყვეტას .

2.უსკოს 7 წევრს ამ კანონითა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს უმაღლესი საბჭო , ხოლო უსკოს არაუმეტეს 9 წევრს ამ კანონით დადგენილი წესით ნიშნავენ პარტიები .

3.უსკოს წევრობის კანდიდატს უმაღლეს საბჭოს ასარჩევად წარუდგენს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ამ მუხლისა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის შესაბამისად . უსკოს წევრობის კანდიდატი უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესით შეირჩევა ღია კონკურსით .

4.უსკოს წევრობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან , რომელიც არის უპარტიო , ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ყოფილა საარჩევნო კომისიაში პარტიის მიერ დანიშნული წევრი , საარჩევნო სუბიექტი , საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი ან რომელიმე პარტიის შემომწირველი , აქვს უმაღლესი განათლება , თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას , აკმაყოფილებს „ საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონის 27- ე მუხლის მე -2 პუნქტის მოთხოვნებს და აქვს არანაკლებ 5 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი .

5.უსკოს წევრად არ შეიძლება აირჩეს / დაინიშნოს : ა ) პირი , რომელსაც არ აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი ; ბ ) პირი , რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან , – თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან 4 წლის განმავლობაში ; გ ) პირი , რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო სასამართლომ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად , – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 4 წლის განმავლობაში ; დ ) ნასამართლევი პირი ; ე ) საარჩევნო სუბიექტი / საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი , მისი წარმომადგენელი ; ვ ) დამკვირვებელი .

6.უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული უსკოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 5 წელი . თუ უსკოს მოქმედი წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე უსკოს ახალი წევრი უმაღლესმა საბჭომ არ აირჩია , უსკოს მოქმედი წევრის უფლებამოსილების ვადა გრძელდება უსკოს ახალი წევრის არჩევამდე .

7.უსკოს თავმჯდომარეს უმაღლესი საბჭო ირჩევს უსკოს წევრის უმაღლესი საბჭოს მიერ არჩევისთვის ამ კანონითა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესით . უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მე -4 და მე -5 პუნქტების მოთხოვნებს .

8.უსკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადაა 5 წელი . თუ უსკოს მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე უსკოს ახალი თავმჯდომარე უმაღლესმა საბჭომ არ აირჩია , უსკოს მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა გრძელდება უსკოს ახალი თავმჯდომარის არჩევამდე .

9.უსკოს წევრის / უსკოს თავმჯდომარის არჩევის შესახებ უმაღლესი საბჭოს დადგენილება მისი მიღებიდან 7 დღეში წარედგინება უსკოს .

წინა მუხლი 18შემდეგი მუხლი 20

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-05-01

2
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 21მუხლი 27

მიუთითებენ მასზე

მუხლი 21მუხლი 88

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

  • 20უსკოს
  • 23უსკოს
  • 21პარტიის მიერ უსკოს დროებითი წევრის დანიშვნისა და მ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 141უსკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის წესი
  • 72უმაღლესი საბჭოს დროებითი ხმის დამთვლელი კომისია და დროებითი სამანდატო კომისია
  • 10უმაღლესი საბჭოს თანამდებობები უმაღლესი საბჭოს წევრებისათვის

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 14ცესკოს შემადგენლობა , ცესკოს არჩევითი წევრებისა და ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობებზე განწესება
  • 16პარტიის მიერ ცესკოს წევრის დანიშვნისა და მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის წესი
  • 22საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა დანიშვნის / არჩევის წესი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 202ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის წესი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 16უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეების არჩევის წესი
  • 22კომიტეტის ფორმირება და შემადგენლობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
16221417210202141622212788202319
მითითებამნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს საარჩევნო …საქართველოს პარლამენტი…აფხაზეთის ავტონომიური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 მაი. 2026