Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკა,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზემუხლი 11

,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 11. რეგისტრაციის ზოგადი საფუძვლები და დამატებითი პირობები

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 31 დეკ. 2021
თემები:კორპორატიული მდივანიბიზნესის დაფუძნებაკრიპტო ლიცენზირებაგემის რეგისტრაციასკოლის ლიცენზირებადაფუძნება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112131415

1.რეგისტრაცია წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე. რეგისტრაციისთვის გადაიხდება „ საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მომსახურების საფასური.

2.სააგენტო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რაც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.

3.სხვა სახელმწიფოში შესრულებული დოკუმენტი ლეგალიზებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დოკუმენტის ლეგალიზაცია არ მოითხოვება.

4.თუ სარეგისტრაციო წარმოების დასრულების დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, მაშინ სარეგისტრაციო წარმოება უნდა დასრულდეს მომდევნო სამუშაო დღეს. ამასთან, მარეგისტრირებელ ორგანოს უფლება აქვს სარეგისტრაციო წარმოება განახორციელოს უქმე ან დასვენების დღეებში და შესვენების ან არასამუშაო დროს.

5.საწარმოს იურიდიული მისამართის განსაზღვრისთვის სავალდებულოა ადგილსამყოფლის მესაკუთრის სათანადო წესით დადასტურებული თანხმობის ან ადგილსამყოფლით სარგებლობის თაობაზე დადგენილი წესით გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენა.

6.თუ მოთხოვნილია საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია, ხოლო მისი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ასევე მოთხოვნილია ამ ინსტრუქციით განსაზღვრული სუბიექტის რეგისტრაცია, რაც ეწინააღმდეგება აღნიშნული საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის შინაარსს, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოებისას ხარვეზის დადგენის შესახებ, რის შემდეგაც ჯერ მიიღება საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციასთან დაკავშირებული შესაბამისი გადაწყვეტილება, ხოლო შემდეგ – გადაწყვეტილება სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი სუბიექტის შესახებ.

7.შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში პარტნიორთა წილები გამოხატული უნდა იყოს პროცენტებში და მათი ჯამი უნდა შეადგენდეს 100 პროცენტს.

8.თუ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ რეგისტრირებულია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაზე არსებული მონაცემები, მათ შორის პარტნიორთა და მათი წილობრივი მონაწილეობის შესახებ, ხოლო საწარმოს ან დამოუკიდებელი რეგისტრატორის მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, არ ყოფილა წარმოდგენილი ამ მონაცემებში რაიმე ცვლილების ამსახველი დოკუმენტი ან ინფორმაცია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ რეგისტრირებული მონაცემები ითვლება საბოლოოდ და მათ მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დაინტერესებული პირისთვის წინასწარ იყო ცნობილი ამ მონაცემების უზუსტობის შესახებ.

9.იმ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების შემთხვევაში, რომლებზეც მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) ირიდიული პირების რეესტრში არ არის დაცული მონაცემები საწარმოში პარტნიორებისა და მათი წილობრივი მონაწილეობის შესახებ, სარეგისტრაციო და ამონაწერის გაცემასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მისაღებად, უფლებამოსილი პირების მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს მონაცემები საწარმოში პარტნიორთა და მათი წილობრივი მონაწილეობის შესახებ.

10.დაყოფის შედეგად შექმნილი სუბიექტები წარმოშობილად ითვლება მათი პირველადი რეგისტრაციისა და დაყოფილი სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმების მომენტიდან.

11.რეორგანიზაციის შედეგად გამოყოფილი სუბიექტი წარმოშობილად ითვლება ახალი სუბიექტის რეგისტრაციისა და იმ სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის მომენტიდან, რომლიდანაც მოხდა მისი გამოყოფა.

12.სუბიექტების გაერთიანებით შექმნილი სუბიექტი წარმოშობილად ითვლება გასაერთიანებელი სუბიექტების რეგისტრაციის გაუქმებისა და ახალი სუბიექტის რეგისტრაციის მომენტიდან.

13.სუბიექტი მიერთებულად ითვლება მისაერთებელი სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმებისა და იმ სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის მომენტიდან, რომელთანაც ხდება მიერთება.

14.ამ მუხლის მე-10–მე-13 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება ერთი სარეგისტრაციო წარმოებით, ერთობლივად.

15.სააგენტო პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემებისა და მასთან დაცული სარეგისტრაციო დოკუმენტების ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. რეგისტრაცია წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე. რეგისტრაციისთვის გადაიხდება „ საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მომსახურების საფასური. 2. სააგენტო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რაც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. 3. სხვა სახელმწიფოში შესრულებული დოკუმენტი ლეგალიზებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დოკუმენტის ლეგალიზაცია არ მოითხოვება. 4. თუ სარეგისტრაციო წარმოების დასრულების დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, მაშინ სარეგისტრაციო წარმოება უნდა დასრულდეს მომდევნო სამუშაო დღეს. ამასთან, მარეგისტრირებელ ორგანოს უფლება აქვს სარეგისტრაციო წარმოება განახორციელოს უქმე ან დასვენების დღეებში და შესვენების ან არასამუშაო დროს. 5. საწარმოს იურიდიული მისამართის განსაზღვრისთვის სავალდებულოა ადგილსამყოფლის მესაკუთრის სათანადო წესით დადასტურებული თანხმობის ან ადგილსამყოფლით სარგებლობის თაობაზე დადგენილი წესით გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენა. 6. თუ მოთხოვნილია საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია, ხოლო მისი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ასევე მოთხოვნილია ამ ინსტრუქციით განსაზღვრული სუბიექტის რეგისტრაცია, რაც ეწინააღმდეგება აღნიშნული საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის შინაარსს, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოებისას ხარვეზის დადგენის შესახებ, რის შემდეგაც ჯერ მიიღება საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციასთან დაკავშირებული შესაბამისი გადაწყვეტილება, ხოლო შემდეგ – გადაწყვეტილება სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი სუბიექტის შესახებ. 7. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში პარტნიორთა წილები გამოხატული უნდა იყოს პროცენტებში და მათი ჯამი უნდა შეადგენდეს 100 პროცენტს. 8. თუ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ რეგისტრირებულია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაზე არსებული მონაცემები, მათ შორის პარტნიორთა და მათი წილობრივი მონაწილეობის შესახებ, ხოლო საწარმოს ან დამოუკიდებელი რეგისტრატორის მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, არ ყოფილა წარმოდგენილი ამ მონაცემებში რაიმე ცვლილების ამსახველი დოკუმენტი ან ინფორმაცია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ რეგისტრირებული მონაცემები ითვლება საბოლოოდ და მათ მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დაინტერესებული პირისთვის წინასწარ იყო ცნობილი ამ მონაცემების უზუსტობის შესახებ. 9. იმ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების შემთხვევაში, რომლებზეც მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) ირიდიული პირების რეესტრში არ არის დაცული მონაცემები საწარმოში პარტნიორებისა და მათი წილობრივი მონაწილეობის შესახებ, სარეგისტრაციო და ამონაწერის გაცემასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მისაღებად, უფლებამოსილი პირების მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს მონაცემები საწარმოში პარტნიორთა და მათი წილობრივი მონაწილეობის შესახებ. 10. დაყოფის შედეგად შექმნილი სუბიექტები წარმოშობილად ითვლება მათი პირველადი რეგისტრაციისა და დაყოფილი სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმების მომენტიდან. 11. რეორგანიზაციის შედეგად გამოყოფილი სუბიექტი წარმოშობილად ითვლება ახალი სუბიექტის რეგისტრაციისა და იმ სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის მომენტიდან, რომლიდანაც მოხდა მისი გამოყოფა. 12. სუბიექტების გაერთიანებით შექმნილი სუბიექტი წარმოშობილად ითვლება გასაერთიანებელი სუბიექტების რეგისტრაციის გაუქმებისა და ახალი სუბიექტის რეგისტრაციის მომენტიდან. 13. სუბიექტი მიერთებულად ითვლება მისაერთებელი სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმებისა და იმ სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის მომენტიდან, რომელთანაც ხდება მიერთება. 14. ამ მუხლის მე-10–მე-13 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება ერთი სარეგისტრაციო წარმოებით, ერთობლივად. 15. სააგენტო პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემებისა და მასთან დაცული სარეგისტრაციო დოკუმენტების ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 31 ივლ. 2016 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2022· გამოქვეყნდა 31 დეკ. 2021
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 10შემდეგი მუხლი 12

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ქორწინების რეგისტრაცია11 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დოკუმენტბრუნვა და არქივის წარმოება (ეროვნული არქივი)6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • რეგულატორული წარდგენები6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სტარტაპის დაფუძნება და სტრუქტურირება4 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის იურისტი | ხელოვნური ინტელექტისა და საავტორო უფლებების მკვლევარი | უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო ბაზიკოშვილი

ნინო ბაზიკოშვილი

იურისტი, კონსულტანტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
არმაზ ძირკვაძე

არმაზ ძირკვაძე

კომერციული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 31 დეკ. 2021 · №3

  • 1 ცვლილება · ბოლო 31 დეკ. 2021
  • 1 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 10განცხადებისა და დოკუმენტების წარდგენა, პირობითი განცხადება
  • 14რეგისტრაციასთან დაკავშირებული სააგენტოს გადაწყვეტილება

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 10რეგისტრაციის საფუძვლები
  • 60სარეგისტრაციო წარმოების ვადა
  • 69რეგისტრირებული მონაცემების ხელმისაწვდომობა

საჯარო რეესტრის შესახებ

  • 9რეგისტრაციის ზოგადი პრინციპები
  • 24სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული დამატებითი საკითხები
  • 8სარეგისტრაციო წარმოება და მისი დაწყება

მეწარმეთა შესახებ

  • 13რეესტრის საჯაროობა და ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულება
  • 8მეწარმის რეგისტრაცია

ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

  • 13სარეგისტრაციო წარმოება

სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ

  • 4რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4924810141060691313811
მნიშვნელობით ახლოსუძრავ ნივთებზე უფლებათ…საჯარო რეესტრის შესახე…მეწარმეთა შესახებ,,მეწარმეთა და არასამე…ბუღალტრული აღრიცხვის,ა…სარეგისტრაციო მოსაკრებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 31 დეკ. 2021 · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026