Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებმუხლი 8

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ

მუხლი 8. სააგენტოს მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის გადახდისაგან მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლება

რედაქცია №42 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სააგენტოს მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება/თავისუფლდებიან: ა) ამ კანონის მე-6 მუხლის შენიშვნის 3 4 პუნქტით დადგენილი წესებით რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ხელახლა გაცემისას რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ჩაბარების მომენტისთვის სარეგისტრაციო მონაცემებით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ან მოსარგებლე ან მისი მემკვიდრე/სამართალმემკვიდრე (ორგანიზაციის შემთხვევაში – აგრეთვე უფლებამონაცვლე): ა.ა) ამ კანონის მე-6 მუხლის „ე 1 “–„ე 7 “ ქვეპუნქტებით ან „ზ 2 “ ან „ზ 3 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული შესაბამისი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემისთვის დადგენილი საფასურის გადახდისგან; ა.ბ) ამ კანონის მე-6 მუხლის „ე“ ან „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შესაბამისი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ხელახლა გაცემისთვის დადგენილი საფასურის გადახდისგან, თუ სააგენტოსთვის ჩაბარებული რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) მასზე ხელახლა გაიცემა ჩაბარების დღესვე და რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ხელახლა დამზადება საჭირო არ არის; ბ) საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლება, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტის ორგანოები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები და კერძო აღმასრულებლები ამ კანონის მე-6 მუხლის „რ“, „ფ 4 “ და „ჭ“ ქვეპუნქტებით, აგრეთვე იმავე მუხლის შენიშვნის მე-13 და 13 1 პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებებით სარგებლობისას; გ) ფიზიკური პირი, რომელსაც იარაღი ჯილდოდ გადაეცა, საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თადარიგის გადამდგარ უფროს და უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობა, საქართველოს პროკურატურის სისტემიდან პენსიაზე გასული თანამშრომელი, რომელსაც მინიჭებული აქვს იუსტიციის მრჩევლის ან იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის სპეციალური წოდება, პენსიაზე გასული მოსამართლე ამ კანონის მე-6 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობისას; გ 1 ) ფიზიკური პირი „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 35 2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესით ამ კანონის მე-6 მუხლის „ლ“, „მ“ და „ტ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებებით სარგებლობისას; გ 2 ) ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 35​ 3 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით ამ კანონის მე-6 მუხლის „ლ“, „მ“ და „ტ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებებით სარგებლობისას; დ) საგადასახადო ორგანო საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო გირავნობის რეგისტრაციის შემთხვევაში ამ კანონის მე-7 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობისას; ე) რეგისტრაციის ნომრების (სახელმწიფო სანომრე ნიშნების) დასამზადებელი მასალით სააგენტოს უზრუნველყოფის შემთხვევაში − საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამ კანონის მე-6 მუხლის „ე“–„ე 5 “ და „ე 7 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებებით სარგებლობისას; ვ) პირი, რომელსაც მომსახურების შედეგად მიღებული პროდუქტი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ან სააგენტოს დირექტორის გადაწყვეტილების საფუძველზე სუვენირის, საჩუქრის ან ნიმუშის სახით გადაეცა; ზ) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების არმქონე 18 წლამდე დაინტერესებული პირი: ზ.ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე ერთჯერადად, პირველად დაშვების, ხოლო მისი პირველივე ჯერზე წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში − პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი რაოდენობითა და წესით დაშვების შემთხვევაში ამ კანონის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობისას, თუ შესაბამისი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებისათვის სავალდებულოა პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის ჩაბარება; ზ.ბ) პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე ერთჯერადად, პირველად დაშვების შემთხვევაში ამ კანონის მე-6 მუხლის „ბ 6 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობისას, თუ ამ პუნქტის „ზ.ა“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით სააგენტოს მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულმა პირმა პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი პირველივე ჯერზე წარმატებით ჩააბარა და შესაბამისი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებისათვის სავალდებულოა პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის ჩაბარება; თ) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების არმქონე დაინტერესებული პირი „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე ერთჯერადად, პირველად დაშვების შემთხვევაში ამ კანონის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობისას.

2.სააგენტოს მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის 50%-ის გადახდისაგან თავისუფლდება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების არმქონე პირი, რომელსაც, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის მიხედვით, 70 000 ან 70 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა აქვს: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე ერთჯერადად, პირველად დაშვების, ხოლო მისი პირველივე ჯერზე წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში − პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი რაოდენობითა და წესით დაშვების შემთხვევაში ამ კანონის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობისას, თუ შესაბამისი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებისათვის სავალდებულოა პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის ჩაბარება; ბ) პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე ერთჯერადად, პირველად დაშვების შემთხვევაში ამ კანონის მე-6 მუხლის „ბ 6 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობისას, თუ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით სააგენტოს მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულმა პირმა პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი პირველივე ჯერზე წარმატებით ჩააბარა და შესაბამისი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებისათვის სავალდებულოა პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის ჩაბარება.

2¹.ამ კანონის მე-7 მუხლის „კ“, „კ 2 “ და „კ 3 “ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვადაში მომსახურების გაწევისთვის ამავე კანონის მე-6 მუხლის „ჰ 3 “−„ჰ 5 “ ქვეპუნქტებით დადგენილი საფასურის გადახდისგან თავისუფლდება მონაცემთა სუბიექტი, რომელსაც, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის მიხედვით, 70 000 ან 70 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა აქვს.

3.სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 და 2 1 პუნქტებით გათვალისწინებული სარეიტინგო ქულის დადასტურების მიზნით სათანადო უწყებისგან გამოითხოვოს პირის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში აღრიცხვისა და სარეიტინგო ქულის რაოდენობის შესახებ მონაცემები და დაამუშაოს შესაბამისი პერსონალური მონაცემები.

4.საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შეიძლება განისაზღვროს ამ კანონით დადგენილი საფასურების გადახდისაგან მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლების სხვა პირობები. საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5610- სსმ I, №47, 26.12.2007 წ., მუხ.410 საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №810 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.270 საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2993 - სსმ I, №24, 10.05.2010 წ., მუხ.158 საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3286 - სსმ I, №38, 16.07.2010 წ., მუხ.229 საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4138 - სსმ I, №76, 29.12.2010 წ., მუხ.511 საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4688 - ვებგვერდი, 01.06.2011წ. საქართველოს 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №1831 - ვებგვერდი, 03.01.2014წ. საქართველოს 2014 წლის 30 ივლისის კანონი №2590 - ვებგვერდი, 11.08.2014წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6960-რს - ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1012 – ვებგვერდი, 22.11.2021წ. საქართველოს 2022 წლის 21 ივნისის კანონი №1658 – ვებგვერდი, 30.06.2022წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3104 – ვებგვერდი, 13.06.2023წ. საქართველოს 2025 წლის 4 აპრილის კანონი №451 - ვებგვერდი, 10.04.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №38 · ძალაშია 1 ივლ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 13

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 ივლ. 2025· გამოქვეყნდა 10 აპრ. 2025

    მე-8 მუხლის პირველ პუნქტს დაემატა „გ 2“ ქვეპუნქტი — საფასურისგან გათავისუფლების ახალი საფუძველი „იარაღის შესახებ“ კანონის 35³ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით მე-6 მუხლის „ლ“, „მ“, „ტ“ ქვეპუნქტებზე.

  2. 1 აგვ. 2023· გამოქვეყნდა 13 ივნ. 2023

    მე-8 მუხლის პირველ პუნქტს დაემატა „გ¹“ ქვეპუნქტი, რომლითაც ფიზიკური პირი ამ წესით ათავისუფლდება საფასურისგან მე-6 მუხლის „ლ“, „მ“ და „ტ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებისას.

  3. 1 მარ. 2023· გამოქვეყნდა 30 ივნ. 2022

    პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა და გაიყო ა.ა) და ა.ბ) ნაწილებად ხელახლა გაცემისას საფასურისგან გათავისუფლების შესახებ. დაემატა 2¹ პუნქტი 70 000 ან ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე პირის გათავისუფლების შესახებ, ხოლო მე-3 პუნქტი ამ პუნქტსაც მოიცავს.

  4. 7 ნოე. 2022· გამოქვეყნდა 22 ნოე. 2021

    8 მუხლი ახლებურად ჩამოყალიბდა პუნქტებად: „ზ“ ქვეპუნქტი გადაკეთდა 18 წლამდე პირებზე და გაიყო „ზ.ა“ და „ზ.ბ“ ქვეპუნქტებად, დაემატა „თ“ ქვეპუნქტი („AM“ კატეგორია), 50%-იანი შეღავათი სარეიტინგო ქულის მქონე პირებისთვის (მე-2 პუნქტი) და მინისტრის უფლებამოსილება მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლების სხვა პირობებზე (მე-4 პუნქტი).

  5. 28 ივლ. 2020
  6. 1 სექ. 2014· გამოქვეყნდა 11 აგვ. 2014

    მე-8 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა და საფასურისგან განთავისუფლება დაუკავშირდა რეგისტრაციის ნომრის გაცემას მესაკუთრის, მოსარგებლისა და მემკვიდრეების მიმართ. „ე“ ქვეპუნქტში თავდაცვის სამინისტროს განთავისუფლება ახლა „ე“–„ე 5“ და „ე 7“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მომსახურებებს ეხება.

  7. 1 მარ. 2014· გამოქვეყნდა 3 იან. 2014

    „ა“ ქვეპუნქტში განთავისუფლება მემკვიდრესა და სამართალმემკვიდრეზეც ვრცელდება, „ბ“ ქვეპუნქტში გაფართოვდა განთავისუფლებულ ორგანოთა და მომსახურებათა წრე, ხოლო „ზ“ ქვეპუნქტში 17 წლის, მართვის უფლების არმქონე პირი თეორიულ გამოცდაზე ერთჯერადად და წარმატების შემდეგ პრაქტიკულ გამოცდაზეც განთავისუფლდება.

  8. 1 ივნ. 2011

    მე-8 მუხლის საფასურისგან გათავისუფლებულ პირთა ჩამონათვალს დაემატა „ზ“ ქვეპუნქტი 17 წლის პირისთვის, თეორიულ გამოცდაზე პირველად დაშვებისას, მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მომსახურებაზე.

  9. 2 იან. 2011· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2010

    8 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში საფასურისგან განთავისუფლებულ სუბიექტთა წრეს დაემატა საჯარო სამართლის იურიდიული პირები, ხოლო განთავისუფლების მქონე მომსახურებათა ჩამონათვალს — მე-6 მუხლის „ჭ“ ქვეპუნქტი.

  10. 30 ივლ. 2010· გამოქვეყნდა 16 ივლ. 2010

    „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ახლებურად ჩამოყალიბდა (სამართალმემკვიდრე და კერძო აღმასრულებლები; პროკურატურა აღარ არის ჩამოთვლილი), ხოლო დაემატა „ვ“ ქვეპუნქტი და მინისტრის ბრძანებით სხვა პირობების დაწესების შენიშვნა.

  11. 10 მაი. 2010

    მე-8 მუხლში თადარიგის გადამდგარ უფროს და უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობის ჩამონათვალში ამოღებულია „საგარეო“ და „სპეციალური“, ამიტომ მითითებულია „საქართველოს დაზვერვის სამსახური“.

  12. 12 იან. 2009· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2008

    ერთ-ერთ ქვეპუნქტში მომსახურების მითითება ერთეულ რიცხვში გადავიდა და მე-6 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით შემოიფარგლა. ახალი „ე“ ქვეპუნქტი თავდაცვის სამინისტროს ეხება სანომრე ნიშნების დასამზადებელი მასალის მიწოდების შემთხვევაში.

  13. 9 იან. 2008· გამოქვეყნდა 26 დეკ. 2007

    მე-8 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში ჩამონათვალი ახლებურად დალაგდა, დაემატა „საქართველოს“ და პროკურატურა ცალკე დასახელდა; საფასურისგან გათავისუფლება გავრცელდა მე-6 მუხლის „რ“ და „ფ 4“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მომსახურებებზე.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 7შემდეგი მუხლი 9

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №42

  • 13 ცვლილება · ბოლო 10 აპრ. 2025
  • 15 რედაქცია
  • 8 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

იარაღის შესახებ 3იარაღის შესახებ 35²იარაღის შესახებ 6მუხლი 3მუხლი 6მუხლი 7საქართველოს საგადა… 7საქართველოს საგადა… 7

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ

  • 5სააგენტოს მომსახურებისათვის დაწესებული გადასახდელები
  • 4²სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაცია და აღრიცხვიდან მოხსნა ტექნიკური გაუმართაობით გამოწვეული შეფერხებისას
  • 12საფასურის გადახდის წესი და პირობები

მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ

  • 11⁷მომსახურების საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება
  • 11⁶გადახდილი მომსახურების საფასურის დაბრუნების წესი

,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 13მომსახურების საფასურის გადახდის წესი

საავტომობილო გზების შესახებ

  • 14³საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ

  • 7საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ

  • 6სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურება და მომსახურების საფასური

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 14საფასური

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 32მომსახურების საფასურები

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

  • 5სააგენტოს დამოუკიდებლობის გარანტიები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
335²636754²14³11⁷7137678
მითითებამნიშვნელობით ახლოსიარაღის შესახებსაჯარო სამართლის იურიდ…საქართველოს საგადასახა…საქართველოს საგადასახა…მკაცრი აღრიცხვის ფორმე…,,მეწარმეთა და არასამე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №42 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026